პაუ კუბარსი - მისი ევროპული კარიერა ნაპოლისთან მატჩში დაიწყო. პაუმ ოსიმენს არაფერი დაუთმო და სახლში MVP-ის ჯილდოთიც დაბრუნდა. "ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო დღეა. ჩვენ 1/4 ფინალში ვართ. რთული სეზონი გვაქვს და ამ წარმატებას ვიმსახურებდით, ჩვენც და ფანებიც. ეროვნული ნაკრები? არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით." პაუ კუბარსიმ ბეპე ბერგომის რეკორდი მოხსნა. ინტერის მცველი 1981 წელს 17 წლისა და 72 დღის იყო როდესაც ჩემპიონთა ლიგის მატჩში სასტარტოში დაიწყო, კუბარსი კი ნაპოლისთან თამაშის დროს 17 წლისა და 50 დღის იყო.

ლამინე იამალი - ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგაზე რვავე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც ხუთში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. ის უკვე ეროვნული ნაკრების შეუცვლელი წევრია ისევე როგორც ფერმინ ლოპესი. იამალი ნაპოლისთან ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მისი აქტიურობა ნაპოლის მცველებს დიდ პრობლემებს უქმნიდა.

აკადემიიდან წამოსული სხვა ფეხბურთელები - ბოლო პერიოდში ბარსელონას დიდი ფინანსური პრობლემები აქვს, შესაბამისად სატრანსფერო ფანჯარაზე შეზღუდულად უწევს მუშაობა, რის გამოც აკადემიიდან არაერთი ფეხბურთელის დაწინაურება მოხდა. იამალზე, ლოპესსა და კუბარსიზე უკვე ვისაუბრეთ, თუმცა მათ გარდა სხვა საინტერესო ფეხბურთელებსაც ვაწყდებით. მარკ გუიუ, 2006 წელს დაბადებული ცენტრფორვარდი, რომელმაც ამ სეზონში უკვე ჩაატარა 7 შეხვედრა. ანხელ ალარკონი, 19 წლის ფლანგის შემტევი, რომელსაც მართალია ამ სეზონში პირველ გუნდში ჯერ არ უთამაშია, მაგრამ წინა სეზონში 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა. პაუ პრიმი, 2006 წელს დაბადებული საყრდენი ნახევარმცველი, ისიც ერთ-ერთი გამორჩეული აკადემიის ფეხბურთელია, რომლის პირველ გუნდში გამოჩენაც დროის ამბავია. ჰექტორ ფორტი, ფლანგის მცველი, რომელსაც ამ სეზონში უკვე 6 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული. ფაქტია ბოლო ორ სეზონში ბარსელონამ აკადემიის ფეხბურთელების გამოყენება აქტიურად დაიწყო, რასაც საკმაოდ კარგ შედეგებთან მივყავართ.
გავის და ანსუ ფატის ქეისი - "La Masia"-ს ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავი პედრისთან ერთად. მისი დანაკლისი ძალიან დიდია, თუმცა აქ ანდრეს ინიესტას სიტყვები უნდა გაგვახსენდეს. ამ ჩამოთვლილ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ბევრი თამაში უწევთ, რასაც ლოგიკურია რომ ბევრ ტრავმასთან მივყავართ. 16, 17, 18 წლის ახალგაზრდები ისეთ დატვირთვას იღებენ, რომლებსაც მაგალითად 25+ წლის ფეხბურთელები ვერ უძლებენ. მაგალითად ანსუ ფატი, ბარსელონას აკადემიის კიდევ ერთი პროდუქტი, რომელსაც ტრავმებმა განვითარებაში ხელი ძალიან შეუშალა.

Filippo Maria Ricci © RCS MEDIAGROUP
















