ლოურენს პოლ “ლორი” კანინგემი ჩრდილოეთ ლონდონის გარეუბანში გაიზარდა, იამაიკელი ემიგრანტების ოჯახში, თავდაპირველად არსენალის აკადემიაში ვარჯიშობდა, 16 წლის ასაკში ლეიტონ ორიენტის შეთავაზება მიიღო და აქედან იწყება ვარსკვლავური ისტორია, რომელიც მადრიდის რეალამდე მიიყვანს და აქცევს პირველ ფეხბურთელად, რომელსაც კამპ ნოუ აპლოდისმენტებით დააჯილდოვებს.
The Three Degrees
ლორი კანინგემს ცხოვრებაში ორი მთავარი სიყვარული ჰქონდა - ფეხბურთი და ცეკვა. 16 წლის ასაკში ორივე მხრიდან მიიღო შემოთავაზება, ერთი მხრივ ლეიტონ ორიენტისგან, მეორე მხრივ კი საბალეტო სკოლა Ballet Rambert-ისგან, ლორიმ ფეხბურთი არჩია, მოედანზე გავიდა და იქ იცეკვა ბურთთან ერთად. მოედნის მიღმა ცეკვაზე უარი არასდროს უთქვამს, არც ბალეტს, არც სოულს, არც დისკოს მოკლებია, ცეკვავდა ყველგან და ყველაფერს. დღესაც კი სადაც მის საფეხბურთო ნიჭსა და უნარს ახსენებენ, იქვე გაიხსენებენ როგორც მოცეკვავეს - The Dancing Footballer with eternal youth - მოცეკვავე ფეხბურთელის მარადიული ახალგაზრობა - შეხვდებით სათაურს The Guardian-ზე. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფეხბურთელი დიდ ბრიტანეთში და იყო ყველაზე გავლენიანი ფეხბურთელი შავკანიან ფეხბურთელთა შორის. გამოჩნდა მაშინ, როცა ბრიტანეთში რასიზმი მძვინვარებდა, ფეხბურთელებს აფრიკიდან მოსულ მაიმუნებს ეძახდნენ, ბანანებს ესროდნენ და ამის გამო არც არავინ ისჯებოდა. ეს დიდი ბრიტანეთის კულტურის თანმდევი იყო. სწორედ ამ დროს გამოჩდა რონი ატკინსონის ვესტ ბრომვიჩში სამი შავკანიანი ფეხბურთელი, რომლებმაც ალბიონი ინგლისის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბად აქციეს. 1978/79 წლების სეზონში ჩემპიონობის შანსიც ჰქონდათ, მაგრამ ბოლო ტურებში იმ პერიოდის ევროპის საუკეთესო კლუბებს - ნოტინგემ ფორესტსა და ლივერპულს ჩამორჩნენ. ინგლისში იქამდეც უთამაშია სამ შავკანიანს ერთ კლუბში, მაგრამ არა ასე რეგულარულად, არა ამხელა გავლენით, არა ლიდერების როლში. გუნდის მთავარი მწვრთნელი რონი ატკინსონი თავად იყო სოულის მოყვარული და ამ სამეულს ამერიკული ჯგუფის სახელი შეარქვა - The Three Degrees, ჰოდა, აიტაცეს. ინგლისელებს ამბავი მიეცი და ლეგენდად აქცევენ.

რასიზმმა დიდ ბრიტანეთში „სამი გრადუსით” მოიკლო, ყველამ ნახა, რომ შავკანიანებს ინგლისში შეეძლოთ ფეხბურთის თამაში, ინტელექტუალური, ტექნიკური ფეხბურთის თამაში. სიყვარული ყველაფერს ცვლის, როგორც მო სალაჰის გადასვლამ შეამცირა ანტიმუსლიმური გავლენები ლივერპულში, რომელსაც მოგვიანებით სტემფორდის უნივერსიტეტის კვლევებზე დაყრდნობით, „სალაჰის ეფექტი” უწოდეს, ასეთივე გავლენა ჰქონდათ ვესტ ბრომის სამეულს - ლორი კანინგემს, საირილ რეჯისსა და ბრენდონ ბატსონს.

Paint it Black
მისი მთავარი მატჩი ელ კლასიკოში შედგა, 1980 წლის 10 თებერვალს, მადრიდის რეალი ბარსელონაში ჩავიდა და მეტოქე 2:0 დაამარცხა. სკანდალური მატჩი გამოდგა, მსაჯმა ბარსას 100-პროცენტიანი პენალტი არ დაუდო, რის გამოც მთელმა კამპ ნოუმ თეთრი ხელსახოცები იქნია, მაგრამ მაინც ვერაფერი შეცვალეს, მეორე ტამის მიწურულს რეალმა ორი გოლი შეაგდო, კანინგემი კი მთელი მატჩის განმავლობაში ჟაირზინიოსავით დარბოდა, გრძელი ნაბიჯით, ფეხზე მიბმული ბურთით. რეალის სათადარიგოთა სკამიდან ბარსას არგენტინელ მცველ რაფა ზუვირიას აღიზიანებდნენ - მატჩის მერე კანინგემის ფოტოს მოგცემთ, იქნებ ამ დროს მაინც მოკრა თვალიო. ამ ამბავმა კი ერთი დამუშავებული ფოტო გამახსენა, ერთ ნაწილში მარსელო და მესი არიან, მეორე ნაწილში მხოლოდ მარსელო - მესი აღარ არის. დაახლოებით ასეთ დღეში ჩაუგდია კანინგემს მეტოქე. გაბრაზებულმა, გაღიზიანებულმა და ამავე დროს, აღფრთოვანებულმა ქომაგმა ძალა მოიკრიბა და ინგლისელს ტაში დაუკრა. მომდევნო დღეს მარკა წერდა -
სადაც ქარი წამიღებს

კანინგემი, ბატსონი და საირილი, ამერიკულ ჯგუფ - The Three Degrees-თან ერთად
რასიზმმა დიდ ბრიტანეთში „სამი გრადუსით” მოიკლო, ყველამ ნახა, რომ შავკანიანებს ინგლისში შეეძლოთ ფეხბურთის თამაში, ინტელექტუალური, ტექნიკური ფეხბურთის თამაში. სიყვარული ყველაფერს ცვლის, როგორც მო სალაჰის გადასვლამ შეამცირა ანტიმუსლიმური გავლენები ლივერპულში, რომელსაც მოგვიანებით სტემფორდის უნივერსიტეტის კვლევებზე დაყრდნობით, „სალაჰის ეფექტი” უწოდეს, ასეთივე გავლენა ჰქონდათ ვესტ ბრომის სამეულს - ლორი კანინგემს, საირილ რეჯისსა და ბრენდონ ბატსონს.
ლორი იყო პირველი შავკანიანი, რომელმაც ინგლისის ნაკრების ფორმა მოირგო, 21-წლამდელთა შორის, შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა და გამარჯვების გოლიც შეაგდო. ის გახდა პირველი ინგლისელი და მეორე შავკანიანი ფეხბურთელი მადრიდის რეალის შემადგენლობაში, და ალბათ ესეც სიმბოლურია, რომ იქ მიუწევდა გული, სადაც ყველაზე მეტად მძლავრობდა რასიზმი. ეს მისი გამოწვევა იყო, რომელსაც ყოველ ჯერზე ამარცხებდა.
ბევრი მეტსახელი ჰქონდა, უმეტესად კანის ფერზე აქცენტით, „შავი მარგალიტი” - ასე დარჩა ალბიონის ისტორიას. როგორც ამბობენ, საუკეთესო კანინგემი სწორედ ამ კლუბის ქომაგებმა ნახეს, მერე კი მიაშურა მადრიდის რეალს.

2019 წელს გახსნილი ძეგლი
Paint it Black
ესპანური კლუბებისა და პრესის ყურადღება 1978 წელს მიიქცია, როცა ვესტ ბრომვიჩი უეფას თასის 1/8 ფინალში ვალენსიას შეხვდა. ვალენსიაში მსოფლიო ჩემპიონი სუპერ მარიო კემპესი ბრწყინავდა, კანინგემთან შედარებით კი პრიმიტიულ ფეხბურთელად გამოჩნდა, რადგან ლორი უფრო დიდ სიამოვნებას იღებდა თამაშისგან და პუბლიკასაც უფრო სიამოვნებდა მისი თამაშის ყურება. მატჩი ვალენსიაში 1:1 დასრულდა, კანინგემმა მესტალიაზე გაიტანა, შეიძლება ითქვას რომ ეს მისი მთავარი მატჩის პატარა რეპეტიცია იყო, რადგან მესტალია ფეხზე წამოდგა და კანინგემი ტაშით გააცილეს.
„ვალენსიას ქომაგებსაც კი სურდათ, რომ კანინგემი მცველებს გაქცეოდა, იმდენად კარგი სანახავი იყო.” - იხსენებს რონი ატკინსონი.
განმეორებითი შეხვედრა ინგლისელებმა მოიგეს, ანგარიშით 2:0. უეფას თასს ვერ შეწვდნენ, თუმცა, კანინგემის თამაშმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ესპანელებზე და მადრიდის რეალმა სეზონის ბოლოს მისი ყიდვა გადაწყვიტა, მასში £950 000 გადაიხადეს, ასე მოიხსნა კლუბის რეკორდი, მსოფლიოში კი მხოლოდ კევინ კიგანი იყო მასზე ძვირადღირებული ფეხბურთელი.
„ალბათ მსოფლიოს საუკეთესო შემტევია, რადგან ამდენი გადაიხადეს.” - თქვა ალფრედო დი სტეფანომ, ცოტა ეჭვნარევმა, ნუთუ მართლაც ამდენად კარგია?! ამბობენ, კონტრაქტის გაფორმების მერე არაფერზე უფიქრია გარდა იმისა, რომ ხუთი ჩემოდნით წაეღო ტანსაცმელიო, უკვე იყო აღიარებული ყველაზე მოდურად ჩაცმულ ფეხბურთელად, თავისი დროის დევიდ ბექემი გამოდგა, ოღონდ შავკანიანი, შავი კულტურის შემომტანი ინგლისურ ფეხბურთში. აი, ვისენტე დელ ბოსკე, რომელიც მადრიდის რეალში ლორის თანაგუნდელი იყო, მას კრიშტიანუ რონალდუს ადარებს, მხოლოდ თამაშის სტილით, რადგან ლორის იმის ნახევარი პროფესონალიზმი და ჟინი არ ჰქონია, რაც რონალდუს. ამ მხრივ უფრო რონალდინიოს წააგავს, აქცენტი არა მიღწევებზე, არამედ, სიამოვნებაზე ჰქონდა და ალბათ, სწორედ ამიტომაც ერგო ის პატივი, რაც მომავალში რონალდინიოს.

წინააღმდეგობრივი ტიპაჟი იყო, მაგრამ არა აგრესიული, წესრიგს ხშირად არღვევდა, მაგალითად, ვარჯიშზე დაგვიანება ჩვევად ჰქონდა, მერე კი ცეკვის კონკურსში მონაწილეობდა და ვარჯიშის ჯარიმებს ამ თანხით იხდიდა, ერთგვარი პასუხი იყო - რამდენიც გინდათ დამაჯარიმეთ, კლუბებსა და ცეკვაზე უარს არასდროს ვიტყვიო. ცეკვა თამაშში ეხმარებოდა, კოორდინაციაში, ცრუმოძრაობის დახვეწაში, სინქრონის შეგრძნებასა და დინამიკის ცვლაში, ამ სიამოვნებაზე უარს ვერავინ ათქმევინებდა. ეგ კი არა, შეყვარებულმა, რომელთანაც 16 წლიდან ჰქონდა ურთიერთობა, მადრიდში გადასვლის მერე გაიგო რომ კანინგემი ფეხბურთელი იყო, მანამდე მოცეკვავე ეგონა. კაცმა არ იცის ამის დამალვა როგორ შეძლო, მოტყუების ნიჭი რომ ჰქონდა, ეს მოედანზეც კარგად ჩანდა.

წინააღმდეგობრივი ტიპაჟი იყო, მაგრამ არა აგრესიული, წესრიგს ხშირად არღვევდა, მაგალითად, ვარჯიშზე დაგვიანება ჩვევად ჰქონდა, მერე კი ცეკვის კონკურსში მონაწილეობდა და ვარჯიშის ჯარიმებს ამ თანხით იხდიდა, ერთგვარი პასუხი იყო - რამდენიც გინდათ დამაჯარიმეთ, კლუბებსა და ცეკვაზე უარს არასდროს ვიტყვიო. ცეკვა თამაშში ეხმარებოდა, კოორდინაციაში, ცრუმოძრაობის დახვეწაში, სინქრონის შეგრძნებასა და დინამიკის ცვლაში, ამ სიამოვნებაზე უარს ვერავინ ათქმევინებდა. ეგ კი არა, შეყვარებულმა, რომელთანაც 16 წლიდან ჰქონდა ურთიერთობა, მადრიდში გადასვლის მერე გაიგო რომ კანინგემი ფეხბურთელი იყო, მანამდე მოცეკვავე ეგონა. კაცმა არ იცის ამის დამალვა როგორ შეძლო, მოტყუების ნიჭი რომ ჰქონდა, ეს მოედანზეც კარგად ჩანდა.
მისი მთავარი მატჩი ელ კლასიკოში შედგა, 1980 წლის 10 თებერვალს, მადრიდის რეალი ბარსელონაში ჩავიდა და მეტოქე 2:0 დაამარცხა. სკანდალური მატჩი გამოდგა, მსაჯმა ბარსას 100-პროცენტიანი პენალტი არ დაუდო, რის გამოც მთელმა კამპ ნოუმ თეთრი ხელსახოცები იქნია, მაგრამ მაინც ვერაფერი შეცვალეს, მეორე ტამის მიწურულს რეალმა ორი გოლი შეაგდო, კანინგემი კი მთელი მატჩის განმავლობაში ჟაირზინიოსავით დარბოდა, გრძელი ნაბიჯით, ფეხზე მიბმული ბურთით. რეალის სათადარიგოთა სკამიდან ბარსას არგენტინელ მცველ რაფა ზუვირიას აღიზიანებდნენ - მატჩის მერე კანინგემის ფოტოს მოგცემთ, იქნებ ამ დროს მაინც მოკრა თვალიო. ამ ამბავმა კი ერთი დამუშავებული ფოტო გამახსენა, ერთ ნაწილში მარსელო და მესი არიან, მეორე ნაწილში მხოლოდ მარსელო - მესი აღარ არის. დაახლოებით ასეთ დღეში ჩაუგდია კანინგემს მეტოქე. გაბრაზებულმა, გაღიზიანებულმა და ამავე დროს, აღფრთოვანებულმა ქომაგმა ძალა მოიკრიბა და ინგლისელს ტაში დაუკრა. მომდევნო დღეს მარკა წერდა -
„ბარსელონას არ ჰქონდა პასუხი შავკანიანი ფეხბურთელის დომინაციაზე, რომელიც ანგელოზივით დაქროდა ფლანგზე - კაცი, რომლის წინაშეც ქუდი მოვიხადეთ.”
იშვიათი ამბავია, პირიქით უფრო გვახსოვს, კრუიფს რაღაც საგნებიც ესროლეს 1974 წლის კლასიკოში, მაგრამ ტაშიც იყო, როცა რეალს ბერნაბეუზე 5:0 მოუგო და მშვენიერი გოლიც შეაგდო. მარადონა მთელი მატჩი ბრწყინავდა და ზედ კარის ხაზთან გაასრიალა ჟუან ჟოზე, კინაღამ კისერი მოტეხა, ისიც ბუზღუნებდა ამას არასდროს გაპატიებო. დიეგო მადრიდელებმა ტაშით დააჯილდოვეს. ტაში დაუკრეს რონალდინიოსაც, საშინელ დღეში ჩააგდო გალაქტიკო, ასეთი დაჩაგრული სერხიო რამოსიც ბევრს არავის უნახავს, დაუკრეს ტაში ინიესტას, მაგრამ ეს მისი მოედნიდან გასვლის დროს გააკეთეს, რასაც ცოტა სხვა ეფექტი აქვს, ასეთი რამ გაცილებით ხშირად ხდება. აი, კამპ ნოუზე მადრიდელისთვის დაეკრათ ტაში ეს ძალიან იშვიათია, კანინგემის გარდა, არც არავინ მახსენდება.
მადრიდული კარიერა დიდებულად დაიწყო და ცუდად გაგრძელდა, კანინგემმა ჯერ ცერა თითი მოიტეხა, მარტივად შეხედა ამ საქმეს და ძალიან გაირთულა, სისწრაფე დაკარგა, ეს კი მისი მთავარი უპირატესობა იყო, ცეკვას კი აგრძელებდა მიუხედავად ტკივილისა, რადგან ფეხბურთისა არ იყოს, არც ცეკვის გარეშე შეეძლო ცხოვრება. ამას მუხლის ტრავმა და წარუმატებელი ოპერაციები მოჰყვა. მაშინ ჯერ კიდევ არ ყოფილა სპორტის მედიცინა დიდად განვითარებული, მძიმე ტრავმა, ფაქტობრივად, კარიერის დასრულებას ნიშნავდა. ჩემპიონთა თასის ფინალშიც ვერაფრით გამოიჩინა თავი, არადა ლივერპულის წინააღმდეგ სწორედ მისგან ელოდნენ მთავარ საფრთხეს, კანინგემი კი ის აღარ იყო, ვინც ახსოვდათ.

მალევე გაიმართა მადრიდში ოთხთა ტურნირი, სადაც ალკმაარი, მიუნხენის ბაიერნი და თბილისის დინამო მიიწვიეს. ცუდად გვახსოვს, რადგან დავით ყიფიანს ფეხი მოტეხეს, მადრიდის რეალმა 4:2 დაამარცხა დინამო, მადრიდელთაგან ერთი გოლი ლორი კანინგემმა გაიტანა.
სადაც ქარი წამიღებს
რეალში დარჩენა აღარც მას სურდა და აღარც კლუბი ექაჩებოდა. გარდა ტრავმებისა, სწორედ ამ პერიოდში შეემთხვა მის ოჯახს დიდი ტრაგედია, 1982 წლის ივლისში მოხდა ამბავი, რომელმაც შეძრა ლონდონი, დანაშაული 28 წლის შემდეგ გაიხსნა და მოძალადეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ლორი კანინგემის ბიოგრაფს, პიტერ ლოს, რომელიც კანინგემის ცხოვრებას იკვლევდა და ისეთ დეტალებზე გაამახვილა ყურადღება, რომ საქმის ძიება განაახლეს. ასე მიაგნეს დანაშაულის ჩამდენს, რომელმაც კანინგემის ძმის მეგობარი გოგონა და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი დახოცა. ასეთი ამბისა და მძიმე ტრავმების შემდეგ, ლორი ვეღარ ახერხებდა ჩვეულ დონეზე თამაშს, მიუხედავად იმისა, რომ იმ კაცმა წაიყვანა რეალიდან, რომელსაც საუკეთესო კანინგემი ახსოვდა ვესტ ბრომვიჩში, არსებობდა კითხვები მის შესახებ, შეძლებდა თუ ვერა ჩვეულ დონეზე თამაშს. რონი ატკინსონმა მანჩესტერ იუნაიტედის ბოსებს უთხრა - „ის საუკეთესო ბრიტანელი ფეხბურთელია ჯორჯ ბესტის შემდეგ, ამ ბიჭს შეუძლია თოვლში ისე გაიქცეს რომ კვალი არ დატოვოს.”
ასეთი მოლოდინი ჰქონდა რონის, შესაძლოა, არც ჰქონია და უბრალოდ მისი გადარჩენა სურდა, ხვდებოდა რომ კანინგემს სასწრაფოდ სჭირდებოდა ადგილის გამოცვლა. ინგლისში დაბრუნებამ ბევრი ვერაფერი შეცვალა, კანინგემის დიდების წლები წარსულში დარჩა, ამის შემდეგ კი დაიწყო კლუბიდან კლუბში მოგზაურობა, ითამაშა ოთხი ქვეყნის ათ კლუბში. საბოლოოდ კი 33 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა. ბრიტანეთში ბევრი ადამიანი დღემდე მიიჩნევს, რომ კანინგემი საუკეთესო შავკანიანია, რომელსაც ინგლისის ფორმა ჩაუცვამს. იან რაიტი ამბობს რომ ის იყო თავისუფლების სიმბოლო, ისეთივე ფიგურა გახდა შავკანიანი ინგლისელებისთვის, როგორიც მალკოლმ იქსი იყო ამერიკელთათვის. ფინსბერი პარკთან მის სახლს ლონდონის ცნობილი ლურჯი მემორიალური დაფა ამშვენებს, ეს პატივი კი მხოლოდ ორ ფეხბურთელს ხვდა წილად, ერთი ლორი კანინგემია, მეორე კი მსოფლიო ჩემპიონი გუნდის კაპიტანი - ბობი მური. 2017 წელს გამოიცა დერმოტ კავანას წიგნი - Different Class, რომელიც ლორი კანინგემისა და 70-იანების ლონდონის ცხოვრებას აღწერს.
ავტორი: ფეოლა