„სფეროში“ გამართული Noche UFC-ის მთავარი ივენთი 61 კილოგრამ წონითი კატეგორიის საჩემპიონო ორთაბრძოლა იყო, სადაც UFC-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვარსკვლავი, შონ ო’მალი იცავდა თავის ტიტულს.
ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე ფავორიტის სტატუსი სწორედ ამერიკელმა ჩემპიონმა მოიპოვა, თუმცა ქართველმა მას უბრალოდ შანსი არ დაუტოვა.
I რაუნდი
პირველ რაუნდში ო’მალიმ ძალიან საინტერესო სტრატეგიით გახსნა ბრძოლა. ყველასთვის ცნობილია, რომ მერაბი „კარდიო მანქანაა“, თან მერაბს ხელები ყოველთვის ძალიან მაღლა აქვს, რათა სახისკენ წამოსული თითოეული დარტყმა დაბლოკოს. ამის გამო, ო'მალიმ საწყის რაუნდებში დაიწყო ტანში დარტყმების განხორციელება და ცდილობდა, რომ მერაბის კარდიო დაეზიანებინა. თუმცა, მერაბი თავის მომენტს დაელოდა და მალევე გადაიყვანა პარტერში მეტოქე. თავის ჩვეულ სტილში, დვალიშვილი უტოვებდა სივრცეებს შონს წამოსადგომად, თუმცა ეს ერთგვარი „ხაფანგია“ რომელიც, უკვე დვალიშვილის საფირმო ქმედებად იქცა.
მერაბი აძლევს მის მეტოქეებს წამოდგომის საშუალებას, რათა ხელახლა წააქციოს და წამოდგომის მცდელობებში დაღალოს მისი მეტოქე. პირველი რაუნდში გილიოტინის მცდელობაც კი ჰქონდა მერაბს, საბოლოო ჯამში კი კონტროლისა და ჭიდაობის ხარჯზე დვალიშვილმა მარტივად წამოიღო რაუნდი.
II რაუნდი
პირველი რაუნდის შემდგომ, ო’მალი უკვე მძიმედ სუნთქვდა. აშკარა იყო, რომ მერაბი იმაზე ძლიერი აღმოჩნდა ო’მალისთვის, ვიდრე მოელოდა. მეორე რაუნდში მერაბი კიდევ უფრო თავდაჯერებული გამოვიდა და ცენტრის კონტროლის საშუალება საერთოდ არ მისცა თავის მეტოქეს. მეტიც, არამხოლოდ გალიასთან წნეხი, არამედ რეაქტიული გდებაც კი გაუკეთა ო’მალის. მნიშვნელოვანი დარტყმების შეფარდებაშიც ძალიან დიდი სხვაობა იყო და რაუნდი აშკარად მერაბს მოჰქონდა, მაგრამ ამ რაუნდში რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ო’მალის კარდიო საკმაოდ დაზიანდა. დაღლის მიზეზი კი რამდენიმე იყო. მერაბი ო’მალის გარდში აღმოჩნდა საიდანაც შონი ცდილობდა, რომ მისი ჯიუ ჯიცუს უნარები დაეპირისპირებინა მერაბისთვის. რამდენიმე სამკუთხედის მცდელობა ჰქონდა, ერთ მომენტში წესებიც კი დაარღვია მან, და სცადა, რომ მერაბის ხელი, აკრძალული ქმედებით - ხელთათმანის დაჭერით გაეკონტროლებინა, რაზეც ჰერბ დინმა, ბრძოლის მთავარმა მსაჯმა, მძიმე გაფრთხილება მისცა მას. რამდენიმე წარუმატებელი, ომოპლატასა და სამკუთხედის მცდელობა საკმარისი იყო შონისთვის, რომ დარწმუნებულიყო, პარტერში მას მერაბთან შანსი არ ჰქონდა. რაუნდის ბოლოს, მერაბმა კვლავ სცადა გილიოტინა, ცინიკურად კისერზეც კი აკოცა, თუმცა მერაბმა უყურადღებობა გამოიჩინა. მან ო’მალის ხელი რაუნდის დასრულებამდე 3-4 წამით ადრე გაუშვა, რატომღაც მას ეგონა, რომ რაუნდი მორჩა და მეტოქეს ზურგი აქცია. შონმა ეს წამები გამოიყენა და უკნიდან საკმაოდ მძიმე დარტყმა მიაყენა, თუმცა საბედნიეროდ, ამ დარტყმამ მნიშვნელოვანი ზიანი ვერ მიაყენა მერაბს. საბოლოოდ, რაუნდი მერაბის იყო და ანგარიში აშკარად 20-18 გახდა.

III რაუნდი
მესამე რაუნდი მსაჯებისთვის სადავო გახდა. მერაბმა ამ რაუნდში ნაკლებად იჭიდავა. სამაგიეროდ, დგომში აქტიურობდა მეტს. შონ ო’მალის წვრილი ფეხები რომ აქვს - ცნობილი ფაქტია, რის გამოც მას ფეხები მარტივად უზიანდება. მერაბმა ეს ფაქტორიც გამოიყენა და წინა ფეხით აქტიურად უტევდა წვივის არეში, იქ, სადაც კუნთვანი მასა ნაკლებია და დარტყმა მეტად მტკივნეულია. თუმცა, მიუხედავად თანაბარი რაოდენობის დარტყმებისა, ო’მალის რამდენიმე მიწაზე გადაყვანის მცდელობისგან თავდაცვა წარმატებად ჩაუთვალეს. ამასთან ერთად, ო’მალიმ მერაბს წარბი გაუხეთქა და ზიანი მიაყენა, რის გამოც ორმა მსაჯმა რაუნდი სწორედ მის სასარგებლოდ შეაფასა.
IV რაუნდი
მეოთხე რაუნდი მერაბმა თავიდანვე აქტიურად დაიწყო. თავის მომენტს დაელოდა და როგორც სჩვევია ხოლმე, მარჯვენა ოვერჰენდით შეუტია, რის შემდგომაც გდება გაუკეთა მეტოქეს. გდება რაუნდის დასაწყისშივე გაუკეთა ოქტაგონის ცენტრში, სადაც ჩაკეტილი გარდიდან ძალიან დიდი ხნის განმალობაში აკონტროლებდა მეტოქეს. შემდგომ, შონმა გალიასთან მიცოცება და მისი დახმარებით წამოდგომა სცადა, თუმცა უშედეგოდ. როდესაც, შონი ამას ცდილობდა, მერაბი მის კისერს იჭერდა და გილიოტინით ემუქრებოდა, რის გამოც შონი საკმაოდ შეზღუდული იყო. რაუნდის ბოლოს კი მერაბმა გილიოტინაზე უარი თქვა და რამდენიმე უმძიმესი დარტყმა მიაყენა მეტოქეს. რეალურად, ამ რაუნდის 10-8 შეფასებაც შეიძლებოდა, რაც მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც მეტოქეს საგრძნობლად ჩაგრავ. და ამ რაუნდში მერაბმა ნამდვილად დაჩაგრა ო’მალი.
V რაუნდი
მეხუთე რაუნდი განსხვავებულად გაიხსნა. მერაბი მეტად ფრთხილი იყო, რადგან იცოდა, რომ შონს ფინიში სჭირდებოდა და თავის მაქსიმუმს შეეცდებოდა. მერაბი სწორიც აღმოჩნდა. მეოთხე რაუნდის ბოლოს, მეხუთე რაუნდამდე, შონს მისმა კუთხემ საინტერესო და კარგი რჩევა მისცა. ო’მალის ურჩიეს, რომ ხელით გაშვებული დარტყმისთვის მუხლიც მიეყოლებინა. მერაბმა ო’მალის ხელით გამოშვებული დარტყმის ქვემოთ რამდენჯერმე „ჩაყვინთა“ და ისე გადაიყვანა მიწაზე მეტოქე, ო’მალის კუთხეს კი უნდოდა, რომ ამ „ჩაყვინთვის" დროს იგი მუხლით გამოეჭირათ. თუმცა, ამ სტრატეგიამ არ გაამართლა, რადგან მერაბი ზედმეტად სწრაფი იყო ო’მალისთვის. რაუნდი მშვენივრად მიდიოდა, ბოლო წუთამდე. პირველივე რაუნდში დაწყებულმა ინვესტიციებმა დივიდენდების გადახდა დაიწყო. ო’მალი 25 წუთის განმავლობაში ამუშავებდა მერაბის ტანს და 24 წუთში, ზუსტად საბოლოო ზარამდე 1 წუთით ადრე, მერაბი ძალიან დაზიანდა. ო’მალიმ ფეხის პირდაპირი დარტყმით (front kick) დაიჭირა მერაბი და 3-ჯერ ისე მოარტყა მას, რომ დვალიშვილმა ტკივილის დამალვაც კი ვერ მოახერხა. ჭიდაობაც სცადა, კუთხეების მოჭრა და გარიდება მეტოქისგან, თუმცა, საბედნიეროდ, მერაბმა აღდგენა და სიტუაციიდან გამოსვლა მოახერხა. Front Kick-ს კიდევ ის უპირატესობა აქვს, რომ თუ ფეხში ან ტანში ჩვეულებრივი დარტყმის დაჭერა და პარტერში გადაყვანა შესაძლებელია, ამ ტექნიკის წინააღმდეგ რეაქტიულ გდებას ვერ გააკეთებ, რადგან, რაც უფრო ძლიერად წახვალ წინ, მით უფრო ძლიერად მოგხვდება დარტყმა და მეტ ზიანს მოგაყენებს, შესაბამისად, მერაბმა ძალიან სწორი გამოსავალი მოძებნა ამ რთული სიტუაციიდან.
საბოლოოდ, ბრძოლა სამმა მსაჯმა ასე შეაფასა: 49-46 (ანუ რაუნდებში 4-1), 48-47( ანუ რაუნდებში 3-2), 48-47.
მერაბმა მეორე ქამარი მოუპოვა საქართველოს, რაც ნამდვილად სენსაციაა. ქართული დომინაცია UFC-ში დაწყებულია და საკითხავი ის კი აღარ არის, მოვახერხებთ თუ არა ქამრის მოპოვებას, არამედ ის თუ ვინ იქნება შემდეგი ჩემპიონი საქართველოდან.

მერაბს ტიტულის დაცვა სავარაუდოდ უმარ ნურმაგომედოვთან მოუწევს. უმარი ლეგენდარული ხაბიბ ნურმაგომედოვის ბიძაშვილია და მსგავსად ხაბიბისა, ისიც დაუმარცხებელია. ეს მეტად რთული და პრინციპული დაპირისპირება იქნება თეთრსა და შავ ფაფახს შორის, რომელიც ასევე „კავკასიელების დაპირისპირებადაც“ ინათლება.
ავტორი: საბა სოზაშვილი