ვინ არის უმარ ნორმაგომედოვი?
დაუმარცხებელი მებრძოლი დაღესტნიდან, რომელიც ცნობილი გახდა მისი გვარისა და ბიძაშვილის - ხაბიბ ნურმაგომედოვის დამსახურებით. ცალსახაა, რომ ამ ეტაპზე უმარი სატიტულო ორთაბრძოლას არ იმსახურებდა, მან TOP 5-შიც სასაცილოდ შემოაბიჯა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უმარი ძლიერი მეტოქე არ არის. სტილისტურად მას კარგი მეტოქე - კორი სენდჰაგენი გაუმზადეს - ერთი ბრძოლით უმარმა, ისე რომ TOP 15-ში არავინ ჰყავდა დამარცხებული, დივიზიონის TOP 5-ში შეაბიჯა და სატიტულო ჯახი გაინაღდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უმარის გარშემო არის მისი 0-იანი. იგი დაუმარცხებელია და რეკორდში 0 წაგების ქონას მსაჯები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. UFC-ში ხაბიბის გავლენაც ძალიან დიდია და ეს მერაბისთვის ძალიან ცუდია. სტატუსის გამო ხშირად ხდება, რომ მსაჯების გადაწყვეტილება მეტოქეები იჩაგრებიან.

უმარ ნურმაგომედოვი - ძლიერი და სუსტი მხარეები
უმარი ძალიან კარგი მოჭიდავეა, მაგრამ, ჩემი აზრით, უკეთესი გრეპლერია. კი, გდებები შეუძლია და თანაც როგორი, მაგრამ ყველაზე საშიში ნურმაგომედოვი მიწაზე მგონია. მისი გრეპლინგი საკმაოდ დომინანტური და მეთოდურია. უმარი წინ ნელ-ნელა მიიწევს და მტკივნეულ ან მახრჩობელა ილეთს ეძებს. მისი საყვარელი ტექნიკა კი, ცხადია, ზურგის აღება და იქიდან მისი მეტოქეების მოხრჩობაა. რასაც დავაკვირდი, დგომის ჭიდაობაში ძირითადად ცალ ფეხში ჩადის მეტოქის წაქცევას ამ ხერხით ცდილობს. ის, რომ უმარი ცაციაა, ბრძოლის საკუთარი ინიციატივით წარმართვას მისთვის კიდევ უფრო აადვილებს. იმის გამო, რომ დაღესტნელი მემარცხენეა, ის საკმაოდ მოუხელთებელი სტრაიკერია და მისი ფეხები ძალიან სახიფათოა. უკანა მუხლსაც ხშირად ხმარობს, რაც მერაბისთვის საშიშია. ჩემპიონი ყურადღებით უნდა იყოს, რათა ფეხში ჩასვლის დროს შემთხვევით გამზადებულ მუხლს არ დაეჯახოს.
და მაინც, ვინ მოიგებს ბრძოლას?
ანალიზის გასაკეთებლად ერთმანეთს მათი უნარები უნდა შევადაროთ. მოდი, ჯერ ამ მებრძოლების შესაძლებლობები სტრაიკინგში შევაპირისპიროთ.
მერაბი თუ უმარი — ვინ ჯობია დგომში?
ანალიზის გასაკეთებლად ერთმანეთს მათი უნარები უნდა შევადაროთ. მოდი, ჯერ ამ მებრძოლების შესაძლებლობები სტრაიკინგში შევაპირისპიროთ.
მერაბი თუ უმარი — ვინ ჯობია დგომში?
დგომში უმარი ძირითადად ქიქერია, რომელიც წინა ფეხს ხშირად ხმარობს. ფეხის დარტყმის შემდგომ ნურმაგომედოვი ცდილობს, რომ ხელის დარტყმები მიაყოლოს. UFC-ში ნოკაუტი მან ზუსტად ასე აიღო. ამას დამატებული ისიც, რომ უმარი მემარცხენეა და, ზოგადად, ნებისმიერ საბრძოლო სპორტში მემარცხენესთან დაპირისპირება უხერხულობებთანაა დაკავშირებული, რადგან მემარცხენესთან და მემარჯვენესთან ნებისმიერი ტექნიკა განსხვავებულად მუშაობს, შესაბამისად, მერაბს რაღაცების შეცვლა მოუწევს.
დვალიშვილის ძლიერი მხარე კი უფრო კრივია. ცალკე აღებული არც მერაბს აქვს წმინდა კრივი და არც უმარს ქიქბოქსინგი, უბრალოდ თავიანთი ტექნიკა MMA-ს ორივემ კარგად მოარგო. ჩემი აზრით, მერაბის კრივი და კონკრეტულად მისი 1-2, ანუ, ჯები-ქროსი, ან მისი ჯები პლუს ოვერჰენდი უმარის ქიქების წინააღმდეგ იდეალური კონტრ-დარტყმებია. მემარცხენე მებრძოლის ქიქის წინააღმდეგ მარჯვენა პირდაპირით ან ოვერჰენდით დაწყებული კონტრ-შეტევები ძალიან ეფექტურია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მერაბმა უმარს Footwork-ში აჯობოს.

ოქტაგონზე სწორად გადაადგილება მარტო წინ და უკან მოძრაობას არ გულისხმობს. აუცილებელია, რომ მერაბმა უმარის წინა (უმარის მარჯვენა) ფეხი მის ფეხებს შორის მოიქციოს, რათა მარტივად შეძლოს უმარის დარტყმების დანახვა და აცილება. ამისთვის საჭიროა, რომ მერაბმა გამუდმებით მისგან მარცხნივ იმოძრაოს, რაც უმარის ძლიერ ხელთან და ფეხთან დისტანციას გაზრდის. ცხადია, ნურმაგომედოვი მისგან მარჯვნივ იმოძრავებს რათა მისი სამიზნე (მერაბი) ცენტრში მოიქციოს. თუ უმარის ფეხის დარტყმისას მერაბი სწორ დროს შეარჩევს, ჩემპიონის 1-2 მიზანში ზუსტად მოხვდება. გალიაში სხარტად გადაადგილების უნარი მერაბს სტრაიკინგში უპირატესობას აძლევს. ქართველი მებრძოლი გამუდმებით მოძრაობს, თან ძალიან კარგად, და დისტანციას დროულად ფარავს. ეს ყველაფერი მას დარტყმების განხორციელებაშიც ეხმარება და მეტოქის მცდელობების განეიტრალებაშიც. შესაბამისად, ჩემი აზრით, იმ მოცემულობაში, როცა ორივე მებრძოლს ერთმანეთის მიმართ გდების გაშვების შიში ექნებათ, უმარის ქიქებზე მეტად მერაბის კრივი გაამართლებს.
ბრძოლა პარტერში — ვინ ჯობია ჭიდაობაში?
გარკვეული ტიპის გულშემატკივარს ჭიდაობასა და გრეპლინგს შორის განსხვავების დაჭერა უჭირს. როდესაც ვამბობ, რომ უმართან შედარებით მერაბი ბევრად უკეთესი მოჭიდავეა, ამაზე ჩემს TikTok გვერდზე კომენტარების ველში დისკუსია იწყება ხოლმე. ახლაც ვიტყვი, რომ მერაბი უფრო მრავალფეროვანი და ბევრად კარგი მოჭიდავეა ფეხზე, ვიდრე უმარი. ნურმაგომედოვმა ჭიდაობით კორი სენდჰეგენიც კი ვერ დაჩაგრა, როდესაც ვნახეთ როგორ გააქრო „სენდმენი" ალჯამეინ სტერლინგმა - ერთ წუთში. უმარი მერაბს ფიზიკურად ვერ დაჩაგრავს, შესაბამისად, ფიზიკის ხარჯზე გდებების გაკეთება გაუჭირდება. მერაბმა დგომის ჭიდაობაში ოლიმპიური მოჭიდავე ჰენრი სეხუდოც გაანადგურა.

„მანქანამ" ჰენრისაც გდებების მრავალფეროვანი პალიტრა შესთავაზა, რაზეც Triple C-ის პასუხი არ აღმოაჩნდა. წარმოგიდგენიათ რამდენი გდების ტექნიკა აქვს მერაბს არსენალში?! - ამას დამატებული გამძლეობის არაადამიანური უნარი, რაც მისი ერთ-ერთი მთავარი კოზირია. მისი აქტიური ჭიდაობისგან თავდაცვა ბევრ ენერგიას მოითხოვს, საბოლოოდ კი უკლებლივ ყველა ტყდება. საეჭვოა ამ მხრივ უმარი გამონაკლისად მოგვევლინოს.
გრეპლინგი - ჯიუ ჯიცუ - სამბო
აი, რაზე უნდა ვნერვიულობდეთ ყველაზე მეტად. მერაბი რომ ფენომენალური მოჭიდავე და გრეპლერია ეს ვიცით, მაგრამ, ჩემი აზრით, მისი დამარცხების შანსი ელიტარულ სტრაიკერს ან მოჭიდავეს კი არა, ძალიან სახიფათო გრეპლერს ექნება. მერაბისთვის ყველაზე ცუდი მეტოქე ოლივეირას მსგავსი მებრძოლი იქნებოდა, ისეთი ათლეტი, რომელსაც ძალიან მაგარი გარდი აქვს. როგორია უმარი ამ კომპონენტში არ ვიცი, მაგრამ მიწაზე ნამდვილად მრავალფეროვანია. მგონია, რომ ის იმ კატეგორიის მებრძოლია, რომელიც გარდიდან გაქცევას კიმურა სვიპებით ცდილობს და გასაკონტროლებლად მოუხელთებელია. აგებულებაც ისეთ აქვს, რომ სამკუთხედები და არმბარები უნდა გამოსდიოდეს, მაგრამ აქამდე უმარის გარდი არ გვინახავს, თუმცა, ვფიქრობ, მერაბის წინააღმდეგ მოგვიწევს.
აი, რაზე უნდა ვნერვიულობდეთ ყველაზე მეტად. მერაბი რომ ფენომენალური მოჭიდავე და გრეპლერია ეს ვიცით, მაგრამ, ჩემი აზრით, მისი დამარცხების შანსი ელიტარულ სტრაიკერს ან მოჭიდავეს კი არა, ძალიან სახიფათო გრეპლერს ექნება. მერაბისთვის ყველაზე ცუდი მეტოქე ოლივეირას მსგავსი მებრძოლი იქნებოდა, ისეთი ათლეტი, რომელსაც ძალიან მაგარი გარდი აქვს. როგორია უმარი ამ კომპონენტში არ ვიცი, მაგრამ მიწაზე ნამდვილად მრავალფეროვანია. მგონია, რომ ის იმ კატეგორიის მებრძოლია, რომელიც გარდიდან გაქცევას კიმურა სვიპებით ცდილობს და გასაკონტროლებლად მოუხელთებელია. აგებულებაც ისეთ აქვს, რომ სამკუთხედები და არმბარები უნდა გამოსდიოდეს, მაგრამ აქამდე უმარის გარდი არ გვინახავს, თუმცა, ვფიქრობ, მერაბის წინააღმდეგ მოგვიწევს.

აქ ერთვება ალჯამეინ სტერლინგის როლი მერაბის კემპში. როდესაც ვთქვი, რომ მიწაზე ალჯო ბევრად ძლიერია, ვიდრე უმარი - ჩემს TikTok გვერდზეც ამასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კიდევ გავიმეორებ — ვინც Featherweight-ის ფიზიკურად ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მებრძოლთან - მოვსარ ევლოევთან ალჯოს პერფორმანსი ნახა, ამაში დამეთანხმება. ალჯამეინ სტერლინგი კარგი სპარინგ პარტნიორია. თუ მერაბი ალჯოს მიწაზე გაჩერებას ახერხებს, ამას უმარის წინააღმდეგაც შეძლებს.
ვარჯიში ვარჯიშია, თუმცა სხვა განზომილებაა. ყველაფერზე პასუხს 19 იანვარს გავიგებთ. ერთადერთ რაც შეგვიძლია არის ის, რომ მერაბს მაქსიმალურად ვუგულშემატკივროთ, რადგან ეს ის მებრძოლია, რომელსაც პოლიტკორექტულობის მოტივით ჯერ ოქტაგონზე დროშის გატანა აუკრძალეს, შემდეგ კი საქართველოს ეროვნული სიმბოლიკით გაფორმებული ყელსაბამის, თუმცა საქართველოს წარმოსაჩენად სამშობლოს რუკა და დროშა მკერდზე ამოისვირინგა.
მერაბს ჩვენს ქვეყანას უღირსეულესად წარმოაჩენს - ჩვენი მხარდაჭერა მისთვის ბევრს ნიშნავს.
მერაბს ჩვენს ქვეყანას უღირსეულესად წარმოაჩენს - ჩვენი მხარდაჭერა მისთვის ბევრს ნიშნავს.

![მერაბი VS. უმარი: ბრძოლა ღირსებისთვის [PREVIEW]](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F7IicPjuOrLSPSgtDteGuD5UIAOB5V27U.webp&w=3840&q=75)













