ის ურჩევნია მამულსა - ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია ახალი მემკვიდრის მოლოდინში…
40 წლის ლებრონ ჯეიმსმა - პლეი ოფის პირველ რაუნდში მინესოტასთან მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ არ იცის ზუსტად რამდენი ხანი დარჩება ნბაიში. მოსაფიქრებლად დრო ითხოვა. მომდევნო სეზონი შესაძლოა უკანასკნელი იყოს სტეფ კარის, რასელ ვესტბრუკის, ჯეიმს ჰარდენისა და სხვა ძველი თაობის მოთამაშეებისთვის. კევინ დურანტისა და კავაი ლეონარდის ოქროს წლებიც გადავლილია. ლიგას ახალი სახე(ე)ბი სჭირდება და ამას კარგად გრძნობენ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მესვეურები, ამიტომაც ყველას გაუხარდა დონჩიჩის ტრეიდი ლეიკერსში, რადგან ლუკა VS ტეიტუმით ლიგის ახალი საკულტო დაპირისპირება გამოეძერწათ. გარდამავალ პერიოდში, სადაც გამოკვეთილი მეფე არ არსებობს, ბევრ ახალგაზრდა კალათბურთელს აქვს პრეტენზია ლიგის სახე იყოს. დღევანდელ ბლოგში რამდენიმე მათგანს მიმოვიხილავთ…
ლუკა დონჩიჩი VS ჯეისონ ტეიტუმი
ლუკა დონჩიჩი და ჯეისონ ტეიტუმი ერთი თაობის ვარსკვლავები არიან. სლოვენიელი 2018 წელს მოვიდა ლიგაში, ხოლო ტეიტუმი ერთი წლით ადრე აირჩია ბოსტონმა დრაფტზე. დონჩიჩის ლეიკერსში გადასვლის შემდეგ, NBA-სა და სოციალური მედიას ახალი ეპოქალური და საკულტო დაპირისპირების შექმნა სურს. ლუკა და ჯეისონს შორის შედარება და ლებრონის წასვლის შემდეგ ტახტისთვის ბრძოლაზე საუბარი ისედაც არ იყო უცხო, მაგრამ ბოსტონი VS ლეიკერსის სახელით ეს უფრო დიდ აჟიოტაჟს იწვევს. ჯეისონმა ბოსტონთან ერთად ნბაის 2 ფინალი ითამაშა და 2024 წელს სწორედაც ლუკა დონჩიჩის დალას მავერიქსის ძლევით კელტებს მე-18 ჩემპიონობა მოუტანა. ტეიტუმს როგორც მძიმე ასევე მსუბუქი ფორვარდის პოზიციაზე შეუძლია თამაში და საჭიროების შემთხვევაში უკანახაზელადაც. ტეიტუმზე ხშირად ამბობენ, რომ ის არ არის გუნდის გამოკვეთილი ლიდერი და შარშანდელ ჩემპიონობაში ჯეილენ ბრაუნს არანაკლები წვლილი მიუძღვის, ტეიტუმი ნამდვილად არ არის ისეთი ყოჩი, როგორიც ლუკა დონჩიჩი ან ენტონი ედვარსი, მაგრამ ამას ბოსტონის სათამაშო სისტემაც განაპირობებს. კელტებს ერთ-ერთი ყველაზე ღრმა სათადარიგო სკამი ჰყავთ და გუნდურ კალათბურთს თამაშობენ. ტეიტუმის სტატები არ ყვირის ისე როგორც დონჩიჩის და ხშირად მწვრთნელისგანაც მას სლოვენიელის მსგავსი თავისუფლება არ აქვს, მაგრამ როდესაც გუნდს სჭირდება ყოველთვის მზადაა თამაში თავის თავზე აიღოს. აი ლუკა კი დალასში ყველაფერი იყო - სამმაგი დუბლები, გეიმ ვინერები და ტეხასის პრინცი, რომელსაც განუზომლად დიდი ძალაუფლება ჰქონდა დალასში. შესაძლოა სწორედ ამ დამოკიდებულების გამო მოუწია მას კალიფორნიაში გადაბარგება. დონჩიჩი ლეიკერსში ისეთივე თავისუფალი და ერთპიროვნული ვერ არის როგორც კვიცებში, მაგრამ ეს დროის საკითხია, ლებრონ ჯეიმსი კარიერის ფინიშზეა - ჯეკ ნიკოლსონისა და ელეის ელიტის მთავარ იმედად კი სლოვენიელი რჩება. ტეიტუმი თუ კი მეტად გუნდური მოთამაშეა, ლუკას ქარიზმა და სითავხედე აქვს, რომელიც მეტად მნიშვნელოვანი ასპექტია ლიგის მბრძანებლად გახდომისთვის. სლოვენიელში არის კობის მსგავსი მკვლელის ინსტიქტი, მაგრამ 77-ე ნომერმა მამბას და თავისი უფროსი მეგობრის - დირკ ნოვიცკის კარიერიდან დისციპლინისა და შრომისმოყვარეობის შესახებ ბევრი რამის სწავლა მოუწევს. რაც შეეხება უშუალო დაპირისპირებებს - ლუკა და ჯეისონი ერთმანეთს 17 ჯერ შეხვდნენ 12 ჯერ რეგურალურ სეზონზე და 5-ჯერ პლეიო ოფში. უპირატესობა ტეიტუმის მხარესაა 11-6 ზე , მათი მთავარი დუელი წინა წლის ფინალი იყო , სადაც ბოსტონ სელტიკსმა 4-1 დაამარცხა ცხენები, მაგრამ მოდი ვაღიაროთ, რომ კელტებს ბევრად ძლიერი გუნდი ჰყავდათ, ამიტომ ეს დუელი მთლად ტეიტუმის ანგარიშზეც ვერ იქნება. დონჩიჩის და ტეიტუმის დაპირისპირებაზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ჯერ ტიტრებია, ფილმი ახლა იწყება! უახლოესი ათი წელი კარგი სანახაობის მომსწრენი ვიქნებით...
მშიერი მგელი სახელად ენტონი ედვარდსი
ენტონი ედვარსი ლიგის კიდე ერთი მომავალი - მინესოტა ტიმბერვულზის უკანახაზელი ენტონი ედვარსია. კალათბურთელი მოსვლის დღიდან პროგრესირებს და პლეი ოფის ზონაში მეტად ცივსისხლიანი ხდება. ბოლო 4 წელია პლეი ოფის ეტაპზე მგლების ლიდერს საშუალოდ 25 ქულაზე ნაკლები არ ჰქონია, ლუკა დონჩიჩისგან განსხვავებით ფიზიკურ ასპექტშიც იდეალურად არის და ყოველწლიურად უფრო ათლეტური ხდება. ედვარდსი საკალათბურთო სითავხედითაც გამოირჩევა, როგორც პარკეტზე ასევე მის გარეთაც. წინა სეზონში - პირველ ეტაპზე კევინ დურანტის ფინიქს სანსი 4-0 გაანადგურა, წელს ლებრონ ჯეიმისა და ლუკა დონჩიჩის ლოს ანჯელეს ლეიკერსიც არ დაინდო. ედვარდსი ხშირად აღნიშნავს, რომ ის განსაკუთრებული მოტივაციით თამაშობს ლებრონის, დურნტისა და სხვა ვარსკვლავების წინააღმდეგ - მათი ავტორიტეტი კი არ აშინებს, პირიქით . “ მე სწორედ საუკეთესოების დამარცხებით ვხდები უკეთესი” ესეც 23 წლის კალათბურთელის სიტყვებია. ამ სეზონში ლეიკერსის დამარცხებით ედვარდსმა დონჩიჩსაც დაუბრუნა ხურდა, რადგან წინა სეზონის კონფედერაციის ფინალში სწორედ დალას მავერიქსთან დამარცხდნენ მგლები. ედვარდს გუნდიც ხელს უწყობს, მინესოტა მზარდი პროექტითა და საჩემპიონო გეგმებით არის - დაბალანსებული შემადგენლობა, როგორც პერიმეტრზე ასევე სამწამიან ზონაში. ედვარდს რენდლის სახით კარგი მეორე ოპცია ჰყავს გუნდში, გარდა ამისა სტაბილური მაღლები და გამოცდილი მაიკლ კონლი, რომელიც კიდევ უფრო მეტ თავისუფალ სივრცეს უტოვებს უკანახაზელს. ამ შემადგენლობის შენარჩუნების შემთხვევაში, მინესოტელები ბევრ გუნდს აუმღვრევენ წყალს მომდევნო სეზონებში. აღსანიშნავია ედვარდსის როლი ამერიკის შეერთებულ შტატების ნაკრებში, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, როდესაც ამერიკელებმა ახალგაზრდა ვარსკვლავებით დააკომპლექტეს შემადგენლობა - ედვარდსმა ყველას აგრძნობინა, რომ ამ გუნდში ის იქნებოდა მთავარი ფიგურა, არამხოლოდ პარკეტზე არამედ გასახდელშიც. ედვარდსი ლუკასთან პირად დუელში 7-6 მარცხდება რეგურალურზე, ხოლო პლეი ოფში სრული პარიტეტი აქვთ 5-5. რაც შეეხება ტეიტუმს, აქ ედვარდს სახარბიელო სტატისტიკა ნამდვილად არ აქვს 9 დუელიდან მხოლოდ 1 გამარჯვება და 8 მარცხი.
შაი გილჯეს ალექსანდერი კანადური ქარიშხალი, რომელიც წელს მვპის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია ნიკოლა იოკიჩთან ერთად. 2019 წელს, ახალგაზრდა შაი ოუქესსა და კლიპერის გაცვლის შედეგად ქარიშხალში მოყვა. ამ ტრეიდის მთავარი ვარსკვლავი პოლ ჯორჯი იყო, რომელიც ოკლაჰომასგან კლიპერსმა მიიღო, მის სანაცვლოდ კი დრაფტ პიკები და ამომავალი ახალგაზრდა ვარსკვლავიც არ დაიშურა. ოკლაჰომა მომავლის გუნდზე აკეთებდა აქცენტს და ახალგაზრდებს განვითარების შანს აძლევდა, კანადელი იდეალურ ადგილას მოხვდა, რათა ყველასთვის დაემტკიცებინა თავისი სიძლიერე. კლიპერსის ვარსკვლავებით დახუნძლულ კოლექტივში, რომელიც საჩემპიონო გეგმებით იყო და თითოეული ნაბიჯი ლიმიტირებული გახდათ ალექსანდერი ისე ვერ განვითარდებოდა, როგორც ოკლაჰომაში. მეორე სეზონია, ოკლაჰომა დასავლეთში პირველობას არავის უთმობს და რეგულარულ სეზონს იგებს, მართალია წინა წელს გუნდი პლეი ოფის მეორე ეტაპზე გამოეთიშა ასპარეზობს, ოკლაჰომელები დალას მავერიქსმა იმსხვერპლა, მაგრამ შაისაც და გუნდსაც 20024/2025 წლების სეზონში ბევრად მომატებული აქვთ. ახალგაზრდებმა საპლეიოფო გამოცდილებაც მიიღეს და გამოცდილი კალათბურთელებიც ჰყავთ მარქაფაში. შაი იმ გუნდის ლიდერია, რომელიც დინასტიის შექმნას ცდილობს. ბოლო დეკადაში ოუქეისს მენეჯმენტმა ყველაზე კარგად იმუშავა - ჰოლმგრინის, ალექსანდერსი და უილიამსის სახით ახალგაზრდა ვარსკვლავები ჰყავთ და 2029 წლამდე პირველი რაუნდის 13 დრაფტ პიკს ფლობს. ოკლაჰომას სძალუძს შაის იდეალური გუნდი შეუქმნას სამომავლოდ და კანადელს ბეჭდის მოსაგებად ან საუკეთესოობის დასამტკიცებლად სხვა ორგანიზაციაში წასვლა არ დასჭირდეს. კანადელმა წელს რეგურალურ სეზონზე 72 შეხვედრა ჩაატარა და საშუალოდ 32, 7 ქულას აგროვებდა. მისმა სხეულმა სიმყიფის ასაკიც გაიარა და ტრავმებისკენ მიდრეკილობის საფრთხემაც გადაიარა. წლევანდელი მვპ მოგების შემთხვევაში კანადელი კიდევ უფრო გაიმყარებს საუკეთესოობის სტატუს და იერარქის საფეხურზე დაწინაურდება. ალექსანდერი კანადის ნაკრების ლიდერია და მასთან ერთან 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე - მესამე ადგილიც დაიკავა. კანადელებს ეიმედებათ, რომ შაის ხელში მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებისკენ გაიწევენ, რაც გილჯეს ალექსანდერის მენტალიტეტიდან გამომდინარე არც თუ უსაფუძვლოა. შაის პირად დუელები აქვს გამოსასწორებელი, ჩვენს მიერ განხილულ ზემოთ ჩამოთვლილ ვარსკვლავებთაგან არცერთთან არ აქვს დადებითი ბალანსი - ლუკასთან 9-10ს აგებს, ედვარდსთან 7-9 , ხოლო ტეიტუმთაან 4-4.
ლიგა ახალი მეფის მოლოდინშია, ბურთი და გვირგვინი ჰაერში...















