„ათეისტია ის, ვინც სელტიკი-რეინჯერსის შეხვედრაში მხოლოდ ფეხბურთის საყურებლად მიდის.” - ეს საკულტო ფრაზა ზედმიწევნით ასახავს ოლდ ფირმის სტატუსსა და მნიშვნელობას. საკულტო დერბი სათავეს 1888 წლიდან იღებს - ეს ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უძველესი და საკულტო დაპირისპირებაა.
სატურნირო ცხრილში „კელტები" 16 ქულით უსწრებენ დაუძინებელ მეტოქეს, მაგრამ ამ ისტორიულ დუელში ქულები გადამწყვეტი როდია. შოტლანდიელი გულშემატკივრები რეინჯერსს ევროპის მეფედ მოიხსენიებენ. ამ ვერსიას არსებობის უფლება აქვს, რადგან „როიალისტებს" შიდა ჩემპიონატი 55-ჯერ აქვთ მოგებული და ეს მაჩვენებელი ევროპაში საუკეთესოა.

სელტიკი კი დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ირლანდიელების გუნდად ითვლება, რომელთა ქომაგების ნაწილი თვით ტერორისტულ IRA-თან კავშირსაც არ ერიდებოდა, რადგან მათი თქმით ორივეს ერთი მიზანი ჰქონდა - დამოუკიდებლობა. ერთი პერიოდი სელტიკის ქომაგები ირლანდიის რესპუბლიკურ არმიას აქტიურად უმღეროდნენ და სკოტები მათ ტერორიზმში ადანაშაულებდნენ, თავის მხრივ „კელტები" რეინჯერსი ფანებს კუ კლუს კლანთან აიგივებენ.
სელტიკისა და რეინჯერსის მტრობა მხოლოდ საფეხბურთო მოედანზე არ დაწყებულა. ეს დაპირისპირება სათავეს ჯერ კიდევ მე-16 საუკუნიდან იღებს, როდესაც მთელ ევროპასა და შოტლანდიაში პროტესტანტული რეფორმაციის ციებ-ცხელება იყო. ედინბურგსა და გლაზგოში რეფორმაციას არაერთი კათოლიკე შეეწირა, რეფორმატორებმა ესეც არ იკმარეს და კათოლიციზმი საერთოდ აკრძალეს. რეფორმაციიდან სამასი წლის შემდეგ, კათოლიკეები კვლავ გამოჩნდნენ ირლანდიის ზღვის სანაპიროზე. კარტოფილის მცენარის დაავადების გამო იქ ცხოვრება გაუსაძლი იყო და გლეხები იძულებულები იყვნენ გლაზგოში გადმოსულიყვნენ.

წინა დეკადაში არსებულმა პრობლემებმა, როდესაც რეინჯერსი ქვედა დივიზიონში დაქვეითდა - გვალვიანი პერიოდის ჟამს „კელტებმა" მიჯრით 9 ჩემპიონობა იზეიმეს. დაბრუნებულმა რეინჯერსმა 2020/2021 წლებში, სტივენ ჯერარდის თაოსნობით, სელტიკის სვლა შეაჩერა, მაგრამ მხოლოდ ერთი წლით. მას შემდეგ კათოლიკეებმა 3-ჯერ მოიგეს ჩემპიონობა და ამ სეზონში გამარჯვების შემთხვევაში რეინჯერსს გაუთანაბრდებიან - ორივე გუნდს 55 ტიტული დაუგროვდება, „როიალისტების" ევროპული ტახტი, რომელიც წლების განმავლობაში ირყეოდა, საბოლოოდ დაკარგავს ერთპიროვნულობას.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ სეზონში სელტიკს ურთიერთშეხვედრებში გადასწრების შანსიც გაუჩნდა. ყველა ტურნირის ეგიდით გუნდები ერთმანეთს 444-ჯერ დაუპირისპირდნენ და სრული პარიტეტი გვაქვს 170-170 მოგება და 104 ფრე. 16 მარტის შეხვედრაში გამარჯვება კი ორივე გუნდისთვის კიდევ უფრო საკრალურად ფასობს, ვიდრე უბრალოდ 3 ქულა.
დაპირისპირების ისტორიული და რელიგიური ფესვები
რეინჯერსი პროტესტანტების გუნდია და „ლურჯ-თეთრების" გულშემატკივრები თავს ძირძველ შოტლანდიელებად აიდენტიფიცირებენ, ხოლო სელტიკი შოტლანდიურ-ირლანდიური ფესვების მქონე კათოლიკეების გუნდია.
რეინჯერსის ქომაგები, სტაფილოსფერი მაისურებითა და დროშებით პატივს მიაგებენ უილიამ ორანჟელს, რომელმაც 1688 წელს ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის სამეფო გვირგვინი მოიპოვა - კათოლიკე მონარქის ჩამოგდებით. „როიალისტებს" სჯერათ, რომ ბრიტანეთი უნდა მართავდეს კელტური წარმოშობის ირლანდიელებს. რეინჯერსის ქომაგების შესრულებით ხშირად მოისმენთ იმპერიის ჰიმნს, ფანების რადიკალური ნაწილი ასევე მღერის: „სალამი, სალამი ჩვენ ვართ ბილი ბოიზი.” - მეფე ბილი იყო უილიამის მეტსახელი და „როიალისტები" ამით თავს აიგივებენ კათოლიკეებთან დაპირისპირებულ ისტორიულ ლაშქარსა თუ 1900-იანი წლების დასაწყისში მებრძოლ ბანდებთან.
დაპირისპირების ისტორიული და რელიგიური ფესვები
რეინჯერსი პროტესტანტების გუნდია და „ლურჯ-თეთრების" გულშემატკივრები თავს ძირძველ შოტლანდიელებად აიდენტიფიცირებენ, ხოლო სელტიკი შოტლანდიურ-ირლანდიური ფესვების მქონე კათოლიკეების გუნდია.
რეინჯერსის ქომაგები, სტაფილოსფერი მაისურებითა და დროშებით პატივს მიაგებენ უილიამ ორანჟელს, რომელმაც 1688 წელს ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის სამეფო გვირგვინი მოიპოვა - კათოლიკე მონარქის ჩამოგდებით. „როიალისტებს" სჯერათ, რომ ბრიტანეთი უნდა მართავდეს კელტური წარმოშობის ირლანდიელებს. რეინჯერსის ქომაგების შესრულებით ხშირად მოისმენთ იმპერიის ჰიმნს, ფანების რადიკალური ნაწილი ასევე მღერის: „სალამი, სალამი ჩვენ ვართ ბილი ბოიზი.” - მეფე ბილი იყო უილიამის მეტსახელი და „როიალისტები" ამით თავს აიგივებენ კათოლიკეებთან დაპირისპირებულ ისტორიულ ლაშქარსა თუ 1900-იანი წლების დასაწყისში მებრძოლ ბანდებთან.

სელტიკი კი დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ირლანდიელების გუნდად ითვლება, რომელთა ქომაგების ნაწილი თვით ტერორისტულ IRA-თან კავშირსაც არ ერიდებოდა, რადგან მათი თქმით ორივეს ერთი მიზანი ჰქონდა - დამოუკიდებლობა. ერთი პერიოდი სელტიკის ქომაგები ირლანდიის რესპუბლიკურ არმიას აქტიურად უმღეროდნენ და სკოტები მათ ტერორიზმში ადანაშაულებდნენ, თავის მხრივ „კელტები" რეინჯერსი ფანებს კუ კლუს კლანთან აიგივებენ.
სელტიკისა და რეინჯერსის მტრობა მხოლოდ საფეხბურთო მოედანზე არ დაწყებულა. ეს დაპირისპირება სათავეს ჯერ კიდევ მე-16 საუკუნიდან იღებს, როდესაც მთელ ევროპასა და შოტლანდიაში პროტესტანტული რეფორმაციის ციებ-ცხელება იყო. ედინბურგსა და გლაზგოში რეფორმაციას არაერთი კათოლიკე შეეწირა, რეფორმატორებმა ესეც არ იკმარეს და კათოლიციზმი საერთოდ აკრძალეს. რეფორმაციიდან სამასი წლის შემდეგ, კათოლიკეები კვლავ გამოჩნდნენ ირლანდიის ზღვის სანაპიროზე. კარტოფილის მცენარის დაავადების გამო იქ ცხოვრება გაუსაძლი იყო და გლეხები იძულებულები იყვნენ გლაზგოში გადმოსულიყვნენ.
ქალაქი გლაზგო, რომელმაც მსოფლიოს ადამ სმიტი და არაერთი სხვა განმანათლებელი აჩუქა, 1850-იანი წლებიდან აპართეიდმა მოიცვა. კათოლიკეები და პროტესტანტები სოციალურად ერთმანეთთან არ იკვეთებოდნენ. კათოლიკეებს არ ჰქონდათ უფლება ბავშვები პროტესტანტულ სკოლებში ეტარებინათ.
გარემოებებიდან გამომდინარე კათოლიკეებს უწევდათ საკუთარი სკოლების, ფირმებისა და კორპორაციების დაარსება. 1888 წელს კათოლიკე ბერმა მამა ვალფრიდმა შექმნა კელტური საფეხბურთო ორგანიზაცია. ბევრს სჯეროდა, რომ წარმატებული საფეხბურთო კლუბი ბოლოს მოუღებდა პროტესტანტების მხრიდან კათოლიკეებზე ქედმაღლურ ყურებასა და ფინანსურ გავლენებზე ხაზის გასმას. შოტლანდიის საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყების სტარტზე სელტიკი ბევრად წარმატებული აღმოჩნდა, რასაც ცხადია შოტლანდიელები არ შეეგუვნენ და რეინჯერსის, როგორც პროტესტანტული იდეის პლატფორმის გაძლიერება დაიწყეს.

პირველ წლებში, სელტიკისგან განსხვავებით „როიალისტებს" მსგავსი დამოკიდებულება არ ჰქონდათ დერბისა და იდეის მიმართ, მაგრამ „კელტების" წარმატებამ პროტესტანტული საზოგადოება დარაზმა. 1920-იანი წლებიდან ორ დაჯგუფებას შორის ზიზღი გლაზგოში კიდევ უფრო გამძაფრდა. კლუბების ფანები ქუჩებში სისხლიან გარჩევებსაც არ ერიდებოდნენ, ათწლეულების განმავლობაში საფეხბურთო კოლექტივები კიდევ უფრო რელიგიური და პოლიტიკური ხაზის გამტარები გახდნენ. სელტიკი სტადიონს ხშირად იყენებდა რელიგიური დღესასწაულების აღსანიშნავად და გაცხადებულად უჭერდა მხარს ირლანდიაში არსებულ რესპუბლიკურ პარტიას, ხოლო რეინჯერსი იმპერიისა და როიალისტური იდეის ერთგულად რჩებოდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რეინჯერსის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით არამხოლოდ ფეხბურთელები უნდა ყოფილიყვნენ პროტესტანტები, არამედ თუ კი კლუბის სტრუქტურაში მომუშავე პერსონალი დაქორწინდებოდა კათოლიკეზე, მისთვის კარიერული წინსვლის კარი დახურული იყო.
სელტიკმა ბევრად ადრე გაარღვია კათოლიკური ხაზი და კლუბში არაკათოლიკე ფეხბურთელებს თამაშის უფლება დართო, რეინჯერსი კი ჯიუტად აგრძელებდა 1990-იან წლებამდე პროტესტანტულ პოლიტიკას. მანამ სანამ სელტიკის კათოლიკე ფეხბურთელი მორის ჯონსტონი არ გადმოიბირეს. ჯონსტონს კი ეს ნაბიჯი ძვირად დაუჯდა, მას ორივე გუნდის ქომაგები ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით. რეინჯერსის პოლიტიკის გალიბერალებამ, რადიკალ ქომაგებში გულის წყრომა გამოიწვია და მათი ნაწილი ბოიკოტითაც იმუქრებოდა, მაგრამ კლუბის მენეჯმენტის განცხადებით ინდუსტრიული რევოლუციისა და კაპიტალისტური ბაზრის გაჩენის შემდეგ, კლუბი მხოლოდ რელიგიურ ხაზზე ვერ აეწყობოდა. ცხადია, ეს არ ნიშნავდა უარს ტრადიციას და რელიგიაზე.

გლობალიზაციამ, ცხადია, კლუბებშიც შეაღწია და ერთ დღესაც რეინჯერსი მოედანზე კაპიტნის სამკლაურით იტალიელმა კათოლიკე ლორენცო ამორუსომ გაიყვანა, მაგრამ კლუბის იდეოლოგიას იმდენად შეუძლია ფეხბურთელზე გავლენა მოახდინოს, რომ კათოლიკურსკოლადამთავრებული, თვით კათოლიკე ლორენცომ გატანილი გოლის შემდეგ სელტიკის ტრიბუნასთან მიირბინა და კათოლიკეების გინებას არ მოერიდა.
თითქოს წარმოუდგენელი და სიურრეალისტური ფილმის სცენარია, მაგრამ მსგავსი ამბები გლაზგოში ყოველწლიურად რამდენჯერმე ხდება. მიუხედავად იმისა რომ ტიტულები ბლომად აგროვეს, რეინჯერსის ქვედა ლიგაში დაქვეითების ჟამს, მარტო დარჩენილი სელტიკის ქომაგებიც ნამდვილად ვერ იქნებოდნენ ბედნიერები. ეს მტრობა ორივე გუნდს კვებავს და აძლიერებს.
ჯენტლმენური მტრობის წესები
სელტიკი-რეინჯერსის დაპირისპირება, ბოკა-რივერის დერბისთან ერთად არის ყველაზე სახიფათო დერბი, რადგან არაერთი სტატისტიკის მიხედვით დერბის კვირაში იმატებს მიმართვიანობა ადგილობრივ ჰოსპიტლებში - მოტეხილობით, ჩალურჯებითა და სხვა სიმპტომებით. დაპირისპირების კერად იქცევა სკოლები და უნივერსიტეტები, სადაც კოლეგები ერთმანეთს ხმას არ სცემენ. ქუჩურ გარჩევებს არაერთი სიცოცხლე შეეწირა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ფანებს გაჰუმანურების პოლიტიკისკენ კლუბების ხელმძღვანელობამ არაერთხელ მოუწოდა, ხელჩართული დაპირისპირება და ლუდის კათხით თავის გატეხა ისევ ჩვეულებრივი მოვლენაა. ფეხბურთი ხულიგნების სპორტია და რთულია ამ თეზისს არ დაეთანხმო, მაგრამ მტრობასა და დაპირისპირებაშიც არსებობს ჯენლტმენური შეთანხმებები, რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ სელტიკის და რეინჯერსის ფანები თამაშამდე ერთი ბორნითაც მშვიდობიანად მგზავრობენ.

გლაზგოს გარდა ოლდ ფირმს დიდი ინტერესით ხვდებიან ჩრდილოეთ ირლანდიაშიც. ათასობით კათოლიკე და პროტესტანტი ბორნით მიემგზავრება გლაზგოში ფეხბურთის საყურებლად. რადგან ორივე კლუბის ფანებს ერთად უწევთ მგზავრობა, არსებობს დაუწერელი კანონი და ჯენტლმენური შეთანხმება, რომლის თანახმადაც ბორანზე დაპირისპირება არ შეიძლება. იმ ტურში მასპინძელი გუნდის ფანებს უფლება აქვთ იმღერონ ხმამაღლა, მათ შორის არც თუ სასიამოვნო სიმღერები და სტუმარი გუნდის ფანებმა ეს ყველაფერი მშვიდად უნდა მიიღონ.
ფეხბურთში არის რაღაც მარადიული და ამოუცნობი, მას შეუძლია მოაგვაროს პრობლემა, რომელსაც ვერცერთი საკანონმდებლო ორგანო ან აქტი ვერ არეგულირებს.