ერთი შეხედვით, ასეთ სტარტს უარყოფითად ვერ შევაფასებთ. მეტიც, სადებიუტო გამოსვლების კვალობაზე სტატისტიკაც საკმაოდ სოლიდური და დამაჯერებელიც კია. ხვიჩას კარგი ინდივიდუალური პერფორმანსებისა და თანდაყოლილი კლასისა, ინტერესის საგანია ისიც, თუ როგორ მოქმედებს მის სათამაშო პროფილზე ლუის ენრიკეს ტაქტიკური გადაწყვეტილებები. ეს ასპექტი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს გამომდინარე იქიდან, რომ თავად ლუის ენრიკეს უდიდესი სურვილი გახლდათ ხვიჩას პარიზულ გუნდში ტრანსფერი.
რა დადებითი და უარყოფითი გარემოებები ახლავს ხვიჩას პარიზულ მომავალს?! - მოდით, მიმოვიხილოთ ხვიჩას პირველი პარიზული თვის განმავლობაში შემჩნეული ტენდენციები, პერსპექტივები და ტაქტიკური ნიუანსები.
პოტენციური საფრთხეები ხვიჩას სათამაშო პროფილისთვის
მიუხედავად იმისა, რომ პარიზულ გუნდში ხვიჩას ჯერჯერობით 600-ზე ოდნავ მეტი წუთი აქვს ნათამაშები, პირველ რიგში პსჟ-ის ზოგად ტაქტიკურ დინამიკაზე ვისაუბროთ. პოტენციურად შესაძლებელია, რომ პირველ ეტაპზე ხვიჩას საწყისი მომენტუმი შეაფერხოს და დადებითი ეფექტი შეზღუდოს.
პსჟ-ის გამოწვევები და ტაქტიკური პრობლემები

პარი სენ-ჟერმენი საინტერესო პროექტია, მაგრამ ის არც ისე უნაკლოა, შესაბამისად, ხელისშემშლელ ფაქტორებზე საუბარი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ხარისხობრივი კუთხით კოლექტივი საკმაოდ კარგია, ერთი შეხედვით, პსჟ დაბალანსებული გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ რამდენიმე სერიოზული ხარვეზი მათ თამაშში მაინც შეიმჩნევა. ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა, რაც პსჟ-ს გააჩნია, ეს არის დაცვითი ტრანზიცია და კონტრპრესინგი. ფოტოზე კარგად ჩანს, თუ რამდენად ვერ იცავს პსჟ საკუთარ ზონა 14-ს - საჯარიმოს მისადგომებს მოედნის ცენტრში. ბურთის დაკარგვის შემდეგ თითქოს ვერც ერთი ნახევარმცველი ვერ ხვდება ასეთ სიტუაციაში ტაქტიკურად როგორ იმოქმედოს. გაურკვევლობას პსჟ-ის კარში მონაკოს გოლი მოჰყვა:
ეს ტენდენცია ხვიჩაზე პირდაპირ მოქმედებს. დაცვით ფაზაში ამგვარი გარღვევების შედეგად მასთან ბურთი შესაძლოა ხშირად ვეღარ მივიდეს და კვარაცხელია გარემარბის პოზიციაზე იზოლირდეს, რისი პრობლემებიც ნაპოლიში მას არც თუ ისე იშვიათად ჰქონდა. შესაბამისად, ძლიერ გუნდებთან, პსჟ-მა ეს პრობლემა აუცილებლად უნდა გადაჭრას, რათა კვარა არ მოექცეს იზოლაციაში და შეძლოს საკუთარი უნარ-ჩვევების გამოვლენა. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს რომელ ფლანგზე იდგება იგი. ბურთის ამგვარი კარგვები რიტმის მორღვევა ორივე ფლანგს თანაბრად ანეიტრალებს.
მეორე ფაქტორი, რომელიც ხვიჩას მომავალშიც თამაშზე ნამდვილად იმოქმედებს, ეს არის პსჟ-ს შემტევი სტრუქტურა. საინტერესოა დავაკვირდეთ ამ გუნდის ფორმაციას ბურთის ფლობისას. ეს შეტევითი სტრუქტურა საინტერესოა ხვიჩასთვის საკუთარი პოზიციის დეფინიციის ასპექტში. სურათზე ვხედავთ ლიგა 1-ის ეგიდით გამართული შეხვედრას ბრესტთან, სადაც კარგად ჩანს, რომ ბურთის ფლობისას ძალიან ხშირად ნუნუ მენდეშის ცენტრალურ მცველებთან ერთგვარად მიერთების ტენდენციას. თუ ლუის ენრიკე გადაწყვეტს ხვიჩას გამოყენებას მარცხენა ფლანგზე, ამ შემთხვევაში, ხვიჩას ნამდვილად გაუჩნდება იზოლაციის პრობლემა საკუთარ ფლანგზე, გამომდინარე იქიდან, რომ არ იარსებებს ფლანგის მცველი, რომელიც განაპირობებს მის ერთგვარ გათავისუფლებას ფლანგის გაწელვის ასპექტში და საშუალებას მისცემს მას, რომ უფრო კრეატიულად ითამაშოს:

აქ საინტერესო დემბელეს პოზიციონირება გახლავთ, რომელიც ძალიან უცნაურად, მაგრამ პროდუქტიულად გამოიყენება ცრუ 9-იანის პოზიციაზე. ამას შემდგომ აბზაცშიც შევეხებით. ამ გამოსახულებიდან ჩანს კარგად, რომ ხვიჩას სათამაშო პროფილისთვის, არც თუ ისე შესაბამისია კონკრეტულად ასეთი შეტევითი ფორმაცია.
აქსელერატორები - რამ შეუწყო ხელი ხვიჩას ადაპტაციას?
ხვიჩას ადაპტაციის პროცესს, ცხადია, მხოლოდ საფრთხის ფაქტორები არ ჰქონია და ლუის ენრიკეს საკმაოდ ჭკვიანურმა გადაწყვეტილებებმა კვარას საშუალება მისცა, რომ ენრიკეს ტაქტიკურად დისციპლინირებულ თამაშთან კარგად ადაპტირებულიყო. ეს ფაქტორები გარკვეულწილად ანტითეზაა იმისა, რაც პირველ ფოტოზე ვნახეთ.
სტრუქტურული რელაციონიზმი შეტევაში - ხვიჩას თავისუფლების გასაღები
ერთ-ერთი უმთავრესი და საჭირო ფაქტორი, ხვიჩას ადაპტირებისთვის, გახლდათ ის სტრუქტურული რელაციონიზმი, რომელიც პსჟ-ის თამაშებში ლუის ენრიკეს მოსვლამდეც შეიმჩნეოდა. ასეთი მიდგომა ჯერ კიდევ ქრისტოფ გალტიეს ფორმაციის გუნდში დაინერგა, როდესაც კილიან მბაპეს, ნეიმარსა და ლიონელ მესის პრაქტიკულად როლები მოუხსნა და მათი მოედანზე გადაადგილება თავისუფალი გახადა. გალტიეს ცუდად დაუბრუნდა ის ფაქტორი, რომ გუნდი პრაქტიკულად თავს მხოლოდ 7 ფეხბურთელით იცავდა. ენრიკესეული მოდიფიკაციები გალტიეს სათამაშო სტილისგან სწორედ ამ ასპექტში განსხვავდება. დიახ, იგი ნამდვილად აძლევს საშუალებას საკუთარ შემტევებს, რომ შესავსები ზონები ერთმანეთთან შეთამაშების საფუძველზე აირჩიონ, მაგრამ ამ შემთხვევაში, სტრუქტურა არ ირღვევა:

ერთი შეხედვით, ხვიჩა თავისთვის უცხო და უჩვეულო მარჯვენა ფლანგზე თამაშობს, მაგრამ უნდა დავაკვირდეთ დემბელეს პოზიციას, რომელიც საჯარიმოში იმყოფება. ხვიჩას როლი აქ უფრო ცრუ ინსაიდ ფორვარდი ანდაც, ცრუ გარემარბია, რომელიც ძალიან ხშირად იცვლის პოზიციას მეტოქის მესამედში. ლუჩო ჯერ კიდევ ბარსელონას დღეებიდან მოყოლებული, გულმხურვალედ ემხრობოდა სტრუქტურულ რელაციონიზმს და დღეს ამას ნერგავს პსჟ-ის ახალგაზრდა ვირტუოზებში. ამ ტაქტიკურ ნარატივში, კვარას ნამდვილად აქვს პოტენციალი, ერთ-ერთი მთავარი ფანტაზისტა იყოს.
9 ნომრის გაუქმება - მეტი აქცენტი გარემარბებზე
ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, რაც ლუის ენრიკემ შეტევაში გადაჭრა, ეს არის კლასიკური გაგებით 9-იანის, როგორც პოზიციის საერთოდ გაუქმება, რაც ნამდვილად ისახება ვინგერთა პროდუქტიულობაზე. ამის ნათელი მაგალითია უსმან დემბელე, რომელიც მიმდინარე სეზონში ნამდვილ გოლეადორად იქცა. ეს ასევე მეტად უხსნის კრეატიულობისკენ გზას ხვიჩა კვარაცხელიას, რადგან თამაშისას საჯარიმოს ფორვარდის მოთხოვნილებების გათვალისწინება არ უწევს, შესაბამისად, ვალდებულებები და წნეხი ნაკლებია. გემახსოვრებათ მისი ნაპოლური პერიოდი, როდესაც კვარა ერთგვარად ვიქტორ ოსიმენისთვის შანსების შესაქმნელად იყო დაპროგრამებული. ეს არაპროდუქტიული ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ინდივიდუალურად ხვიჩასთვის თავისუფლების მომტანი ნამდვილად არის. მაგრამ კლასიკური საჯარიმოს ფორვარდი რელაციონიზმის კარგად ფუნქციონირებისთვის ზედმეტი ელემენტია. გონსალუ რამუშის სახით პსჟ-ს სხვა ტიპის შემტევი მაინც ჰყავს. პორტუგალიელი არ განეკუთვნება ისეთი ფორვარდების რიგებს, რომელთაც წმინდად კომბინაციურ თამაშში თანაგუნდელებს აყოლა შეუძლია. აქვე გამოსახულება აჩვენებს იმას, თუ როგორ უტევს პსჟ და ბურთის კონტროლს მოედნის რა ზონებზე ახორციელებს:
უშუალოდ მეტოქის საჯარიმოში ბურთთან შეხების მხოლოდ 25% უფიქსირდება პსჟ-ს, ანუ მარტივად რომ ავხსნათ, მათ მცველებთან დათმეს ეს ზონა, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ ვარდისფერ მონაკვეთზე პსჟ შანსებს თითქმის არ ქმნის, რაც მეტოქის დაცვას აბნევს და ზემოთ ამოწევისკენ უბიძგებს, სწორედ ასე ჩნდება სივრცეები საჯარიმოში.
როგორ თამაშობს უშუალოდ ხვიჩა?
მივადექით ყველაზე მნიშვნელოვან განსახილველ საკითხს - როგორ ეხმიანება ხვიჩას პერფორმანსი ზემოთ წამოჭრილ თეზასა და ანტითეზას. ანალიზი უნდა დავიწყოთ შედარებით ნაპოლისა და პსჟ-ში ხვიჩას როლებს შორის სხვაობით. პსჟ-ის რიგებში გატარებულმა ერთმა თვემ გვაჩვენა, რომ მისი პოზიცია გამოკვეთილი არ არის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქმე პრობლემასთან გვაქვს. პირიქით, ხვიჩასნაირი უნარების მქონე ფეხბურთელისთვის შესაძლოა ეს ერთგვარი წყალობაც კი იყოს. მაინც რომ დავსვათ კითხვა, სად თამაშობს ხვიჩა?! - ამაზე ობიექტური პასუხს სტატისტიკური ანალიზი იძლევა, რომელიც ასეთ სურათს გვიხატავს:

საწყის თამაშებში ყველაზე ხშირად ხვიჩა მარცხენა გარემარბის პოზიციაზე მოგვევლინა, თუმცა, ეს ნახაზი კარგი ინდიკატორია იმისა, რომ კვარაცხელია ჯერ კიდევ სატესტო რეჟიმში იმყოფება. ნელ-ნელა გამოიკვეთა კონტურებიც, რომ ხვიჩა ექსკლუზიურად მხოლოდ მარცხენა გარემარბი არ იქნება. იმავე შედარებისთვის, ავიღოთ ხვიჩას პოზიციური სტატისტიკა ნაპოლიში:
განსხვავება ნამდვილად დიდია, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხვიჩასთან მიმართებით ნაპოლის ექსპერიმენტები არასდროს ჩაუტარებია. ნაპოლის ყოველთვის ზედმიწევნით განსაზღვრული დღის წესრიგი ჰქონდა. დე ლაურენტისის გუნდის დოგმატურ გაგებაში კვარაცხელია მხოლოდ ფლანგის შემტევად აღიქმებოდა. დღეს ქართველი ფეხბურთელი ეტაპობრივად ყალიბდება სრულყოფილ ფეხბურთელად, რომელსაც სარგებლის მოედნის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლია.
როგორ გადაადგილდება კვარა მოედანზე?
მის ახლებურ როლზე ყველაზე კარგად, ალბათ, მოედნის ყველაზე ხშირად ათვისებული ზონების განსაზღვრა - ანუ heatmap ანალიტიკა - მეტყველებს. ამ გრაფიკის მონაცემების ანალიზით, ადვილად მივხვდებით, რომ ხვიჩა ლუის ენრიკეს მიერ შემოთავაზებულ პოზიტიურ ტაქტიკურ დღის წესრიგს, უფრო და უფრო კარგად მოერგება. აქ კარგად ჩანს, რომ სხვაობა ფლანგებს შორის, არც იმდენად დიდია.
Heatmap-ის ინტენსიური ზონები თითქმის ზუსტად ემთხვევა მოედნის ზონების მიხედვით მისი ბურთთან შეხების სიხშირეს, ეს კი ინდიკატორია იმისა, რომ ხვიჩას თამაშებში ჩართულობა მაქსიმალურად არის გაზრდილი, ეს კი ლიდერის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისთვის მთავარი აუცილებელია:

შანსების შექმნა და შედეგიანობა
ამ ტიპის სტატისტიკის ვალიდურობა მხოლოდ ერთი თვის მონაცემებით რთულად მტკიცდება, მაგრამ არსებობს შესამჩნევი ტენდენციებიც. საინტერესო მომენტი იკვეთება სწორედ აქ, რომ ყველაზე მაღალი მოსალოდნელი გოლების მაჩვენებელი, ანუ xG, ხვიჩას საჯარიმოში უფიქსირდება. თუმცა კვლავ განვმეორდები და ვიტყვი, რომ სულ რამდენიმე მატჩი ძალიან ცოტაა იმის დასადგენად, სიტუაციური მოცემულობაა ეს თუ განგრძობითი ტენდენცია:

ცალკეულად საინტერესოა ის, თუ როგორ ქმნის შანსებს ხვიჩა. ერთი ტენდენცია, რისი უკეთესობისკენ შეცვლაც სასურველი იქნებოდა, ეს არის როგორც ზოგადად პასების მიმართულება. შესაბამისი რესურსი ხვიჩას ნამდვილად აქვს, ახალ გუნდთან ერთად სეზონი ხომ ჯერ ახლა დაიწყო.
ზუსტი გადაცემების რუკა:
შანსების შექმნის რუკა:

დასკვნა
ხვიჩა კვარაცხელიას კარიერაში საინტერესო პერიოდი უდგას. შეიძლება ითქვას, ყველანი თვალს ახალი ტიპის ფეხბურთელის შექმნას ვადევნებთ. რა გამოვა ამ ყოველივედან, ამის ერთგვარ კონტურებს ჩემპიონთა ლიგაზე ლივერპულთან თამაშებში უფრო ნათლად დავინახავთ. ხვიჩას ნამდვილად აქვს ტალანტი და მოტივაცია, რომ სწორად ჩაეწეროს იმ დისკურსში, რაც ლუის ენრიკეს პსჟ-თვის აქვს განსაზღვრული. ეს პროექტი სიცოცხლისუნარიანია, მაგრამ ჯერ გამოუცდელი. შეიძლება ითქვას, რომ კვარაცხელიას პირველი ეფექტი შედგა, პარიზელი გულშემატკივარი მისგან უკვე გაცილებით მეტს ელის, ქართველი გულშემატკივარიც მას, როგორც იმედს ისე უყურებს. შესაბამისად, ხვიჩა დღეს საჭირო წნეხის ქვეშაა, რომლისგან გათავისუფლებაშიც, ლუის ენრიკე და მთლიანად პსჟ მას საკმაოდ ეფექტურად ეხმარება.

ლიგა 1-ში ეს ნიუანსი მხოლოდ ეპიზოდურად შეიმჩნევა, შიდა ჩემპიონატში პსჟ ძალიან დომინანტურად გამოიყურება, მაგრამ დიდ გუნდებთან ასე უყურადღებოდ თამაში და ერთგვარი ტაქტიკური შავი ხვრელი შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს. ამ მხრივ პსჟ ორმაგად ყურადღებით უნდა იყოს არნე სლოტის ლივერპულთან, რომელიც მოედნის მეთოთხმეტე ზონას მსოფლიოში საუკეთესოდ აპრესინგებს.
პსჟ-ის შემტევი სტრუქტურა და ხვიჩას პოზიცია