მომდევნო ტურის მიმოხილვამდე გავიხსენოთ გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები:
🔵 კოულ პალმერმა პრემიერ ლიგაში პირველად გააცუდა თერთმეტმეტრიანი დარტყმა. აქამდე პალმერს 12-იდან 12-ივე პენალტი გატანლი ჰქონდა.
✅✅✅✅✅✅✅✅✅✅✅✅❌
შესაბამისად „გვალვა“ პალმერისთვის გრძელდება - ჩელსის 20-იანს ბოლო 7 პრემიერლიგურ მატჩში მხოლოდ 1 საგოლე მოქმედება აქვს. მარესკამ პალმერი 72 წუთზე შეცვალა;
🔵 ორი ტურის წინ La Gazzetta dello Sport Georgia-ს ყოველკვირეულ მიმოხილვაში მარკ კუკურეას ყიდვა გირჩიეთ. ჩვენი რჩევა 100%-ით გამართლდა. ესპანელს ზედიზედ ორი ტურია გოლი გააქვს. კუკურეამ 2 ტურში 30 ქულა მოყარა თავი !
🦁 ზედიზედ ორი მატჩია ძალიან არ უმართლებთ მორგან როჯერსის „მფლობელებს“. ვილას შემტევის გატანილი გოლი ამჯერადაც სანტიმეტრების, შეიძლება მილიმეტრების გამო გაუქმდა;
🔵 ფორესტთან მატჩში, ჰოლანდის მოსალოდნელ გოლში მონაწილეობის ინდექსი (xGI) მხოლოდ 0.18 იყო, ასეთივე მაჩვენებელი ჰქონდა იოსკო გვარდიოლსაც;
🚩 ომარ მარმუშის ირგვლივ ატეხილი ეიფორია, მისი სათადარიგოთა სკამზე გადასმით დასრულდა. La Gazzetta dello Sport Georgia-ს მიმოხილვებში მისი ყიდვისგან თავის შეკავებას გირჩევდით. ნოტინგემთან ეგვიპტელმა მხოლოდ 21 წუთი მიიღო;
🔵 ჟოაო პედროს ზედიზედ 3 ტურია გოლი გააქვს. ბრაზილიელმა 9-იანის პოზიციაზე კონკურენცია დენი ველბეკს პირწმინდად მოუგო;
⚪ რობინსონი ზედიზედ 2 ტურია ყვითელ ბარათს იღებს, თუ ამერიკელს კიდევ სამჯერ გააფრთხილებენ მას ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. 30-ე ტურიდან „კოტეჯერების“ კალენდარი ძალიან რთულდება;
🦅 დანიელ მუნოსი კვლავ აგრძელებს ჩვენს გაოცებას. კოლუმბიელი ამჯერად 6 ქულით შემოიფარგლა, თუმცა მუნოსმა იფსვიჩის წინააღმდეგ ოქროს შანსი ვერ გამოიყენა, იგივე ეპიზოდში დანიელს პასი, რომ გაეკეთებინა პალასის შემტევებს ცარიელ კარის წინ ტოვებდა. 28_ე ტურში მონუსის მოსალოდნელ გოლში მონაწილეობის ინდექსი (xGI) – 0.47 იყო;
🔴 შეიძლება ითქვას, რომ ლივერპულის უკანა ხაზმა „წმინდანებს“ გოლი აჩუქა, სოტონმა არსაიდან მოახერხა გატანა. მერსესაიდელებმა იგივე ჟანრში გაუშვეს პსჟ-სგან;
🐝 ყველასთვის მოულოდნელად უსახური მატჩი ჰქონდათ „ფუტკრებს“, მბუმო მოლოდინების საპირისპიროდ ძალიან ინერტული იყო;
🔵 ბეტომ 2 დიდი შანსის გამოყენება ვერ მოახერხა, რომ არა მისი უზუსტობა წესით ევერტონი ამ შეხვედრას აუცილებლად მოიგებდა. ბეტოს მოსალოდნელი გოლის ინდექსი (xG) 0.71 იყო !
🍒 კლიუვერტს სპურსის წინააღმდეგ გამორჩეული მატჩი ჰქონდა, თუმცა მისი აქტიურობა მხოლოდ საგოლე გადაცემაში გადაითარგმნა. გარდა ამისა - ჯასტინმა ერთი დიდი შანსი გააცუდა, გოლიც გაიტანა რომელიც არ ჩაუთვალეს, ერთხელ კი ძელს გაარტყა ბურთი. კლიუვერტის xGI სპურსის წინააღდეგ - 0.7
ჰოლანდი მენიუს დაუბრუნდა 🍽️
სეზონის სტარტზე ერლინგ ჰოლანდი (£14.7), პრემიერ ლიგის ფენტეზის მენეჯერების დაახლოებით 80%-ს ჰყავდა გუნდში. სიტის კრიზისის შემდგომ ეს მაჩვენებელი 30%-მდე შემცირდა. არსებული მდომარეობით ნორვეგიელი ფენტეზის მენეჯერების მხოლოდ 1/3-ს ჰყავს არჩეული, რაც ჰოლანდის კალიბრის ფეხბურთელისთვის უკიდურესად ცოტაა.
რა უნდა გავითვალისწინოთ, სანამ ერლინგის ყიდვას გადავწყვეტთ:
✅ ფორესტთან რთული მატჩის შემდეგ მანჩესტერ სიტის წინ გაცილებით მარტივი კალენდარი აქვს. 30-ე ტურში ქალაქელები, ეტიჰადზე ლესტერს ეთამაშებიან.
GW28 🆚 ლესტერი (H)
✅ მე-20 ტურის შემდეგ, მოსალოდნელი გოლების თვალსაზრისით ნორვეგიელი მხოლოდ მატეტასა (£7.5) და ვისას (£6.5) ჩამორჩება.
✅ ბოლო 6 შეხვედრაში ჰოლანდს 6 საგოლე მოქმედება დაუგროვდა:
⚽️ 4 გოლი
🅰️ 2 ასისტი
✅ დიდი ალბათობით მანჩესტერ სიტის 33-ე ტურში ორმაგი ანუ „Double” სათამაშო კვირა ექნება, თუმცა DGW33 ჯერ არ დადასტურებულა:
DGW33 🆚 ევერტონი (A)
DGW33 🆚 ასტონ ვილა (H)
ჰოლანდი ქმნის განსხვავებას
როგორ შეიძლება ფეხბურთელი, რომელიც ფენტეზის მენეჯერების ნახევარზე მეტს ჰყავს ქმნიდეს განსხვავებას?
აქტიური და ტოპ გუნდების უმრავლესობამ ჰოლანდი დიდი ხნის წინ გაყიდა. პრემიერ ლიგის ფენტეზის მენეჯერები, რომლებიც ახლა მოწინავე პოზიციებს იკავებენ სალაჰზე არიან „გადაწყობილი“. შესაბამისად ნორვეგიელი ძირითადად პასიურ მენეჯერებს შემორჩათ ან მათ ვინც ცხრილში ლიდერულ პოზიციებს არ იკავებს.
პრემიერ ლიგის ფენტეზის ტოპ მენეჯერების უმრავლესობა ჰოლანდს ახლა ყიდულობს.
შესაბამისად ახლა ერლინგი კლასიკური გაგებით Difference Maker-ია, სანამ მისი TSB (Teams Selected By) 35-40%-ია მას მნიშვნელოვანი განსხავავების შექმნა შეუძლია.
❌ თუმცა არ უნდა დაგავიწყდეს ისიც, რომ მანჩესტერ სიტიც და თვითონ ერლინგიც რამდენიმე სინათლის წელიწადითაა დაშორებული იმ სათამაშო ფორმისგან, რასაც მათგან ვართ მიჩვეული.
მე-6 ტურის შემდეგ ნორვეგიელს მხოლოდ 10 გოლი აქვს გატანილი, რაც ჰოლანდის სტანდარტების გთავალისწინებით კატასტროფული მაჩვენებელია.
სანამ ერლინგის, ლისან ალ-გაიბის მსგავსად „მესიად“ დავსახავთ, უნდა გავითვალისწინოთ რომ:
🔵🔴 ჰოლანდი ან დიდი იმედგაცრუების მიზეზი გახდება ან დიდი წარმატების.
როგორც მატრიცაშია - არჩევანი ლურჯ და წითელ აბს შორის შენ უნდა გააკეთო.

როგორ შევიძინოთ ჰოლანდი ?
ერლინგის ყიდვისთვის ყველაზე პოპულარული სვლა პალმერის გაყიდვაა.
მაგრამ… რა გავაკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ ჩელსის 20-იანის გაყიდვა არ კმარა და ბევრი მინუს ქულის აღება გვჭირდება ?
ყველაზე მარტივად ჰოლანდის ყიდვა სალაჰის გაყიდვით შეიძლება 🔄
ეს უდიდესი რისკია - ეგვიპტელი პრემიერლიგაში კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს, რეკორდს რეკორდზე ამყარებს და თანაც ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის გამო როტაციის საფრთხეც აღარ არსებობს.
შესაბამისად სალაჰის გაყიდვა განუზომლად დიდი რისკია და გონივრული გადაწყვეტილება არაა.
ვიმეორებთ - სალაჰის გაყიდვა გონივრული გადაწყვეტილებაა, არაა.
თუმცა, პრემიერ ლიგის ფენტეზის მენეჯერები ხშირად იმპულურ და ირაციონალურ გადაწვეტილებებს იღებენ: რისკი ძალიან დიდია, თუმცა შესაბამისია ჯილდოც.
როგორ გადავრჩეთ სალაჰის გარეშე?
GW29
🔴 სალაჰი - არ თამაშობს
🔵 ჰოლანდი 🆚 ბრაიტონი (H)
GW30:
🔴 სალაჰი 🆚 ევერტონი (H)
🔵 ჰოლანდი 🆚 ლესტერი (H)
GW31:
🔴 სალაჰი 🆚 ფულჰემი (A)
⚫ ისაკი 🆚 ლესტერი(A)
DGW32:
🔴 სალაჰი 🆚 ვესტ ჰემი(H)
⚫ ისაკი 🆚 მანჩესტერ იუნაიტედი (H), კრისტალ პალასი(H)
DGW33:
🔴 სალაჰი 🆚 ლესტერი (A)
🔵 ჰოლანდი 🆚 ევერტონი (A), ასტონ ვილა (H) *ორმაგი ტური ჯერ დადასტურებული არაა

კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც შესაძლოა ურთულესი გადაწვეტილების მიღებისკენ გიბიძგოს ტრენტის ტრავმაა. დანამდვილებით ვიცით, რომ არნოლდი კარაბაოს თასის ფინალს გამოტოვებს, თუმცა მისი 30-ე ტურში თამაშის საკითხი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა
“Trent Alexander-Arnold will miss Sunday’s Carabao Cup final against Newcastle – but no serious damage has been suffered and it is hoped he can still play again this season”
თუ შენს ლიგაში ლიდერს ბევრი ქულით ჩამორჩები, ამ შემთხვევაში ეგვიპტელთან დამშვიდობებას რაციონალური საფუძველი აქვს, “განმასხვავებლების” გარეშე ლიდერების დაწევა რთულია, სხვა მხრივ სალაჰის გაყიდვა, როგორც არაერთგზის აღვნიშნეთ უკიდურესად სარისკოა.

29-ე ტურის საუკეთესო ფეხბურთელები
მეკარე
არსენალთან და მანჩესტერ სიტისთან ზედიზედ ორი მშრალად შენახული კარის შემდგომ, ფორესტის კარის დარაჯი უალტერნატივო არჩევანია. სელსს (£5.1) მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი მშრალი მატჩი აქვს (12). ბოლო 5 შეხვედრაში ფორესტმა 3-ჯერ შეინახა კარი მშრალად.
თუ საკმარისი ბიუჯეტი გაქვს სათადარიგო მეკარედ ონანას (£5.0) არჩევაა შეგიძლია. „მელიები“ პრემიერლიგურ მატჩებში იანვრის შემდგომ უგოლოდ არიან.
მცველები
🌳 ფორესტის მცველები - მილენკოვიჩსა (£4.8) და უილიამს (£4.4) შედარებით მაღალი მოსალოდნელ გოლში მონაწილეობის ინდექსი აქვთ. უელსელის შემთხვევაში მცირე როტაციის რისკი არსებობს, რასაც ვერ ვიტყვით სერბზე, რომელიც მე-2 სართულზე ვუდის შემდგომ „გარიბალდიანელების“ ყველაზე სახიფათო ფეხბურთელია. ნოტინგემის უკანა ხაზიდან ყველაზე საიმედო ფეხბურთელი ოლა აინაა (£5.3) , თუმცა მილენკოვიჩს გოლის გატანის უკეთესი ალბათობა აქვს.
2024/25 სეზონში ფორესტის „ფანტასტიკური ოთხეულის“ საგოლე მოქმედებები:
მილენკოვიჩი - ⚽️⚽️⚽️ 3 გოლი 🅰️ 1 ასისტი
აინა - ⚽️⚽️ 2 გოლი 🅰️ 1 ასისტი
უილიამსი - ⚽️ 1 გოლი 🅰️ 1 ასისტი
მურილიო - ⚽️ 1 გოლი
ცხრილის ქვედა საფეხურზე მყოფ გუნდებს ფორესტმა 12-იდან 11 მატჩი მოუგო.

🔵 გვარდიოლი (£5.8) - ხორვატს თითქმის ყველა თამაშში ეძლევა საგოლე მოქმედებაში მონაწილეობის შესაძლებლობა. იოსკოზე არჩევანის გაკეთებაც უფრო შემტევი პოტენციალით არის განპირობებული. გვარდიოლს პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მცველებს შორის ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი. პრემიერ ლიგის ყველაზე გამტანი მცველები:
გვარდიოლი – ⚽️ 5 გოლი
კუკურეა - ⚽️ 4 გოლი
გაბრიელი - ⚽️ 3 გოლი
მუნოსი - ⚽️ 3 გოლი
მილენკოვიჩი - ⚽️ 3 გოლი
აიტ-ნური - ⚽️ 3 გოლი
ჩალობა - ⚽️ 3 გოლი
გეჰი - ⚽️ 3 გოლი
გვარდიოლი – ⚽️ 5 გოლი
კუკურეა - ⚽️ 4 გოლი
გაბრიელი - ⚽️ 3 გოლი
მუნოსი - ⚽️ 3 გოლი
მილენკოვიჩი - ⚽️ 3 გოლი
აიტ-ნური - ⚽️ 3 გოლი
ჩალობა - ⚽️ 3 გოლი
გეჰი - ⚽️ 3 გოლი
🐺 აიტ-ნური (£4.8) - რაიანი, პრემიერ ლიგის ერთ-ერთი ყველაზე შემტევი მცველია. “წმინდანების” წინააღმდეგ “მგლები” უპირობო ფავორიტებად არიან შერაცხული, თუმცა კუნიას არ ყოფნა მათთვის დიდი დანაკლისია. მიუხედავად ამისა ალჟირელი 29-ე ტურის ერთ-ერთი საუკეთესო უკანახაზელია ფენტეზის თვალსაზრისით.
🔴 გაბრიელი (£6.3) - ტური საუკეთესო მცველების მიმოხილვა, ბუნებრივია გაბრიელის გარეშე ვერ ჩაივლიდა. ბოლო პერიოდში არსენალის პრობლემების შესახებ ბევრს საუბრობენ, თუმცა ამ სირთულეების მიზეზი შეტევაა და არა დაცვა. მეთოფეებმა ბოლო 4 მატჩში 2-ჯერ შეინახეს კარი მშრალად
კოულ პალმერის ფორმის გათვალისწინებით ჩელსის შეტევითი პოტენციალი შესუსტებულია. გაბრიელისგან ქულებს შეტევაშიც უნდა ველოდოთ - მე-2 სართულზე ბრაზილიელი, არსენალის რიგებში ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
პ.ს. კარმის კანონების თანახმად პალმერმა არსენალთან შთამბეჭდავი მატჩითა და გოლით უნდა დაგვამახსოვროს თავი.

🔵 ო’ბრაიანი (£4.5) - დევიდ მოიესის მოსვლის შემდეგ ევერტონმა 2-ჯერ შეინახა კარი მშრალად, 9 მატჩში კი მხოლოდ 10 გოლი გაუშვა. თუ შეტევაში ვესტ ჰემის არასტაბილურ თამაშს მივიღებთ მხედველობაში მერსესაიდელებს მშრალი მატჩის კარგი შანსი აქვთ. ბოლო ტურებში ო’ბრაიანი ევერტონის უკანახაზელებიდან ყველაზე სახიფათო ფეხბურთალია.
🔴 დე ლიხტი (£4.8) - მიუხედავად იმისა, რომ იუნაიტედს ყველაზე ცუდი პრემიერლიგური სეზონის აქვს, “წითელი ეშმაკები” ეთამაშებიან გუნდს, რომელსაც იანვრიდან მოყოლებული გოლი არ აქვს გატანილი, თუ ამორიმმა სადმე მშრალი კარი უნდა დაგეგმოს, სწორედ ამ შეხვედრაში.

თუ მზად ხარ მცირე რისკითვის და როტაციის მიზერულ შანსს არ უშინდები, გოლში მონაწილობის ალბათობა მაზრაუის (£4.3) გაცილებით მეტი აქვს ვიდრე დე ლიხტს.
ნახევარდაცვა
🌳 მორგან გიბს-ვაითი - ინგლისელის ანგარიშზე ბოლო 5 შეხვედრაში 6 საგოლე მოქმედებაა. MGW ფენტეზის მენეჯერების დაახლოებით 7%-ს ჰყავს გუნდში, რაც მას ავტომატურად „განსხვავების შემქნმნელ“ ფენტეზის აქტივად აქცევს. მე-15 ტურის შემდეგ მორგან გიბს-ვაითს, ნახევრამცველებს შორის ყველაზე მეტი საგოლე მოქმედება აქვს შესრულებული.
* ეს ჩამონათვალი მოიცავს მხოლოდ იმ ნახევარმცველებს, ვინც 29-ე ტურში თამაშობს:
გიბს-ვაითი – 13 საგოლე მოქმედება
მბუმო - 11
კლიუვერტი - 11
სონი - 10
ელანგა - 9
ფოდენი - 9
თუ საკმარისი ბიუჯეტი გვაქვს ფორესტის შემტევი ნახევარმცველებიდან გიბს-ვაითი საუკეთესო არჩევანია, თუ უფრო ბიუჯეტურ ალტერნატივებს ეძებ ოდოისა და ელანგას ალტერნატივაც ძალიან მიმზიდველად გამოიყურება.
🌳 ნოტინგემის შემტევები ბოლო 5 ტურში:
მორგან გიბს-ვაითი (£6.6) ⚽ 🅰️🅰️🅰️🅰️🅰️
ელანგა (£5.3) 🅰️🅰️🅰️
ოდოი (£5.2) ⚽⚽
იფსვიჩმა ბოლო 8 მატჩიდან მხოლოდ 1 ქულის მოპოვება შეძლო, უკანასკნელი 23 შეხვედრიდან კი ერთხელ ჰქონდა მშრალი კარი.

🔴 ბრუნო (£8.4) - პორტუგალიელი მანჩესტერ იუნაიტედის შემოქმედების მთავარი წყაროა. პირველი წრის მატჩში ფერნანდეშმა 10-იანის როლი მოირგო, რაც საბოლოო ჯამში 17 ქულაში ითარგმნა. მიმდინარე სეზონში ეს ბრუნოს საუკეთესო მაჩვენებელია.
მანჩესტერის 8-იანს ზედიზედ 3 პრემიერლიგური მატჩია გააქვს. ფერნანდეშმა არც რეალ სოსიედადი გაისტუმრა გოლების გარეშე, ევროპის ლიგაზე ბრუნომ საერთოდაც ჰეთ-თრიქი შეასრულა !
ასეთი ფორმის ფონზე ბრუნოს შეძენა 29-ე ტურში მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს.

ბრუნო ბოლო 5 პრემიერლიგურ ტურში:
⚽️ 3 გოლი
✅ 2 ორნიშნა ქულა
🎯 32 FPL ქულა
⭐️ 7 ბონუს ქულა !
🐝 მბუმო (£8.1) & 🍒 კლიუვერტი (£6.2) – ამ ორ გუნდს შორის პირველი წრის მატჩში ნამდვილი ტრილერი ვიხილეთ, იგივე მოლოდინი გვაქვს ბორნმუთში გასამართი შეხვედრის მიმართაც.
ირაოლას შეგირდება გასულ კვირას ძალიან დასანანი ქულები დაკარგეს, „ალუბლები“ მაქსიმალურად ეცდებიან 3-მატჩიანი მოუგებელი სერიის შეწყვეტას, ეს კი ხელფეხს გაუხსნის ვისასა და მბუმოს. ინგლისის სამხრეთში უხვგოლიან და დრამატულ შეხვედრას უნდა ველოდოთ.

ფორვარდები
🔵 ჰოლანდი (£14.7) - ნორვეგიელის შესახებ ზევით ამომწურავად ვისაუბრეთ, გადაწვეტილება ჰოლანდის ყიდვის შესახებ თავად უნდა მიიღო:
🔵🔴 ჰოლანდი ან დიდი იმედგაცრუების მიზეზი გახდება ან დიდი წარმატების.
როგორც მატრიცაშია - არჩევანი ლურჯ და წითელ აბს შორის შენ უნდა გააკეთო.
ახლა დროა საკითხს ბრაიტონის პერსპექტივიდან შევხედოთ. აქ ყურადღებას უპირველეს ყოვლისა ჟოაო პედრო (£5.5) იქცევს. პირველი წრის შეხვედრაში „თოლიებს“ პერსონალურად ბრაზილიელმა მოაგებინა მატჩში, იმ თამაშში პედრომ მოედანზე შემოსვლის შემდეგ ასისტი და გოლი მიითვალა.

ჟოაო პედრო ბოლო 5 მატჩში:
⚽️ 3 გოლი
🅰️ 1 ასისტი
✅ 1 ორნიშნა ქულა
🎯 31 FPL ქულა
⭐️ 8 ბონუს ქულა !
თავის მხრივ შესანიშნავ ფორმაშია ბრაიტონი. „თოლიებმა“ ბოლო 11 მატჩიდან 9 შეხვედრა მოიგეს. თუ ფორესტთან ავადგასახსენებელ 0-7-ს არ ჩავთვლით, დარჩენილ 10 შეხვედრაში ბრაიტონმა მხოლოდ 6 გოლი გაუშვა.

რაც შეეხება სიტის:
❌ მანჩესტერელებმა ბოლო 30 მატჩიდან 15 წააგეს ! ეს ცალსახად კრიზისზე მიანიშნებს.
❌ ბოლო 20 შეხვედრაში (ჩემპიონთა ლიგა + პრემიერ ლიგა) სიტის მოსალოდნელი გოლების ალბათობა (xG) 90 წუთის განმავლობაში საშუალოდ 1.43-ია. სეზონში, როდესაც მანჩესტერ სიტიმ ტრებლი მოიგო, ანალოგიური მაჩვენებელი 2.18 იყო.
🌳 ვუდი (£7.3) - მათთვის ვინც ჰოლანდის ყიდვას ვერ ახერხებს, ვუდი კაპიტნობის საუკეთესო ალტერნატივაა.
🐝 ვისა (£6.5) & 🍒 ევანილსონი (£5.6) - ამ შემთხვევაშიც იგივე პროგნოზი გვაქვს, რაც მბუმოსა და კლიუვერტის მაგალითზე გვქონდა. ველით გოლების „წვიმას“. ევანილსონი ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ, 28-ე ტურში დაუბრუნდა ძირითად თერთმეტეულს. ბრაზილიელმა სპურსის წინაამდეგ გატანილი გოლით დაგვახსოვრა თავი.
ევანილსონი პრემიერ ლიგის ფენტეზის მენეჯერების 3% ჰყავს გუნდში, რაც difference maker-ისთვის სასურველი წინაპირობაა.

როდის გამოვყენოთ FPL დახმარებები?
La Gazzetta dello Sport Georgia-ს მიმოხილვებში დიდი ხნით ადრე შეგატყობინეთ BGW29-ის შესახებ. თუ ჩვენი რჩევა ტრანსფერების შენახვასთან დაკავშირებით გაითვალისწინე, მაშინ „ცარიელ ტურში“ Free Hit_ის გამოყენება აღარ მოგიწევს.
თუ შენს გუნდში ჭარბადაა ლივერპულის, ვილას, პალასისისა და ნიუკასლის ფეხბურთელები, თანაც ტრანსფერები შენახული არ გაქვს - მაშინ BGW29_სთან გამკლავება ძალიან გაგიჭირდება Free Hit_ის გარეშე.
პრემიერ ლიგის ფენტეზის ქარდების გამოყენების ოპტიმალური სტრატეგია კვლავ ბურუსითაა მოცული. დახმარებების გამოყენების საუკეთესო გზების ძიება დამოკიდებულია ინგლისის ასოციაციის თასის შედეგებსა და კენჭისყრაზე.
შესაბამისად საუკეთესო გადაწყვეტილება დახმარებების შენახვა და 30-ე ტურის დალოდებაა.

SOS – დისკვალიფიკაცია & 10 ყვითელი ბარათი
შეგახსენებ, მე-10 ბარათის მიღების შემთხვევავში ფეხბურთელები ორმატჩიან დისკვალიფიკაციით დაისჯებიან.
⚠️ ფეხბურთელები, რომელთაც 9 ყვითელი ბარათი აქვთ - ჟოენლინტონი; დელაპი; კაისედო; კრისტი.
⚠️ ფეხბურთელები, რომელთაც 8 ყვითელი ბარათი აქვთ - დენ ბერნი, ანტუან სემენიო, მორგან როჯერსი, სოუჩეკი & უგარტე.

წარმატებებს გისურვებ. შემოუერთდი ჩვენს FPL ლიგას - ლიგის არჩევის გვერდზე, შეიყვანე LaGazzetta-ს ლიგის კოდი: cuikc0 ან გადადი ამ ბმულზე.
ავტორი: გიორგი მახარაძე
ავტორი: გიორგი მახარაძე