33-ე ტურის მიმოხილვა
რა გვასწავლა წინა ტურმა ?
⚫ გასული სათამაშო კვირის La Gazzetta dello Sport Georgia-ს მიმოხილვაში, ნიუკასლიდან განსაკუთრებულად ორი ფეხბურთელი გამოვარჩიეთ - მერფი და ჰარვი ბარნსი - იმ შემთხვევისთვის თუ ლიდერების დაწევა გჭირდეობდა. პროგნოზი 100%-ით გამართლდა. განსაკუთრებით ბარნსზე რჩევით ვამაყობთ, ჰარვიმ 27 ქულა დააგროვა, რაც 32-ე სათამაშო კვირას საუკეთესო მაჩვენებელია;
🦅 კრისტალ პალასს, განსაკუთრებით კი მატეტასა და მუნოსს კოშმარული კვირა ჰქონდათ.
კოლუმბიელმა მოედანზე 180 წუთი დაჰყო და -1 ქულა დაწერა. მატეტა ორჯერ შეცვალეს ნაადრევად, რის გამოც ფრანგის ანგარიშზე მხოლოდ 2 ქულაა;
🦅 თანაგუნდელებს არ ჩამორჩა ეზეც, თუმცა ოდნავი გამართლების შემთხვევაში ეზეს, შესაძლოა ბარნსზე მეტი ქულა დაეგროვებინა. სიტის წინააღმდეგ ებერეჩის მე-2 გოლი სანტიმენტრების გამო გაუქმდა, ნიუკასლთან კი ინგლისელმა პენალტის გამოყენება ვერ შეძლო. DGW32-ში მისი ჯამური მოსალოდნელი გოლის ინდექსი xG – 1.45 იყო ! ;
🔵 მორიგი უსახური მატჩი ჰქონდა კოულ პალმერს. ინგლისელმა მის FPL გუნდიდან გაშვებაზე არსებული ყველა ეჭვი გააქარწყლა. 33-ე ტურის წინ პალმერი, კლიუვერტთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ფეხბურთელია;
🧤 ედერსონმა მე-4 ასისტი მიითვალა. მიმდინარე სეზონში ოდეგორს, ნეტუს, მიტომასა და კულუშევსკის იმდენივე საგოლე გადაცემა დაუგროვდა, რამდენიც სიტის კიპერს;
🍒 ევენილსონმა 3 მეტრიდან ხარიხას გაარტყა, ამ დარტყმის მოსალოდნელი გოლის ინდექსი (xG) 0.54 ! იყო. მიმდინარე სეზონში ბორნმუთის ფეხბურთელებმა ყველაზე მეტჯერ გაარტყეს ბურთი ძელს - 23-ჯერ;
🔴 მიმდინარე სეზონში რობერტსონმა 2200 წუთი დაჰყო მოედანზე. ამ დროის განმავლობაში მისი საგოლე მოქმედების გრაფაში კვლავ 0 წერია. წინა ტურში რობბომ საკუთარ კარში გაიტანა;
🔵🔥 დე ბრუინმა ზედიზედ მე-2 თამაში დაიწყო სასტარტოდან, ბელგიელი ძალიან პერსპექტიული FPL აქტივია, მასზე მიმოხილვაში ბევრს ვისაუბრებთ;
❌ საუთჰემპტონთან შეხვედრაში ასენსიომ ორი თერთმეტმეტრიანი გააცუდა, ამავე მატჩში მორგან როჯერსმა მორიგი საგოლმე მოქმედების შესრულება შეძლო.
🦊 ლესტერმა იანვრის შემდეგ პირველად გაიტანა გოლი პრემიერლიგურ მატჩში, „მელიებმა“ მშრალი სერია ბრაიტონთან დაასრულეს;
🌳 ფორესტმა ზედიზედ მე-2 მატჩი წააგო. მურილიომ ევერტონს 3 ქულა აჩუქა. მორიგი მარცხი “გარიბალიდანელებს” მე-3 ადგილის დაკარგვად დაუჯდათ;
🐺 გასაოცარ სვლას აგრძელებს ვულვზი. „მგლებმა“ ზედიზედ მე-3 შეხვედრა მოიგეს. დისკვალიფიკაციის შემდეგ გუნდს კუნია დაუბრუნდა. ბრაზილიელი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო.
რა უნდა ვიცოდე Double და Blank სათამაშო კვირების შესახებ 🔒 ?
Double და Blank სათამაშო კვირის შესახებ, ამ ქვეთავში ყველა მნიშვნელოვან სიახლეს ნახავ:
DGW 32-ის შემდეგ, წინ ზედიზედ მე-2 „ორმაგი“ სათამაშო კვირაა:
DGW 33 - რომელი გუნდები ითამაშებენ 2 მატჩს 33-ე ტურში ?
🔵 მანჩესტერ სიტი 🆚 ევერტონი (A), ასტონ ვილა (H)
🔴 არსენალი 🆚 იფსვიჩი (A), კრისტალ პალასი (H)
🦁 ასტონ ვილა 🆚 ნიუკასლი (H), მანჩესტერ სიტი (A)
🦅 კრისტალ პალასი 🆚 ბორნმუთი (H), არსენალი (A)
გაითვალისწინე, გუნდებს რომლებიც DGW33-ს ითამაშებენ, 34-ე ტურში მატჩი არ ექნებათ:
⛔️ მანჩესტერ სიტი
⛔️ არსენალი
⛔️ ასტონ ვილა
⛔️ კრისტალ პალასი
DGW 36 - ვინ შეიძლება ითამაშოს ორი მატჩი 36-ე ტურში ?
შესაძლოა იმ გუნდებმა, რომლებიც FA cup-ის ფინალში გავლენ, 36-ე ტურში ორი მატჩი ითამაშონ. FA cup-ის ნახევარფინალური წყვილები ასე გამოიყურება:
ნოტინგემი 🆚 მანჩესტერ სიტი
კრისტალ პალასი 🆚 ასტონ ვილა
FA cup-ის ფინალური წყვილის მატჩები, შესაძლოა 37-ე ტურიდან 36-ე ტურში გადმოვიდეს, ან 37-ე და 38-ე ტურებს შორის ჩატარდეს, ანუ დარჩეს 37-ე ტურში.
FA cup-ის ფინალური წყვილის მატჩები, შესაძლოა 37-ე ტურიდან 36-ე ტურში გადმოვიდეს, ან 37-ე და 38-ე ტურებს შორის ჩატარდეს, ანუ დარჩეს 37-ე ტურში.
იქნება თუ არა ორმაგი ტური 36-ე სათამაშო კვირას ჯერ უცნობია, თუმცა შანსები თითქმის თანაბარია. პირველი ინფორმაციას DGW36-ისა და BGW37-ის შესახებ La Gazzetta dello Sport Georgia-ს მიმოხილვაში შეიტყობ.
◉ DGW36 თუ ფინალში გავლენ მანჩესტერ სიტი და ასტონ ვილა
* ჯერ უცნობია მატჩები გადმოვა 36-ე ტურში თუ დარჩება 37-ე სათამაშო კვირას
მანჩესტერ სიტი 🆚 საუთჰემპტონი (A), ბორნმუთი (H)
ბორნმუთი 🆚 ასტონ ვილა (H), მანჩესტერ სიტი (A)
ასტონ ვილა 🆚 ბორნმუთი (A), ტოტენჰემი (H)
ტოტენჰემი 🆚 კრისტალ პალასი (H), ასტონ ვილა (A)
◉ DGW36 თუ ფინალში გავლენ მანჩესტერ სიტი და კრისტალ პალასი
* ჯერ უცნობია მატჩები გადმოვა 36-ე ტურში თუ დარჩება 37-ე სათამაშო კვირას
მანჩესტერ სიტი 🆚 საუთჰემპტონი (A), ბორნმუთი (H)
ბორნმუთი 🆚 ასტონ ვილა (H), მანჩესტერ სიტი (A)
კრისტალ პალასი 🆚 ტოტენჰემი (A), ვულვზი (H)
ვულვზი 🆚 ბრაიტონი (H), კრისტალ პალასი (A)
◉ DGW36 თუ ფინალში გავლენ ნოტინგემი და ასტონ ვილა
* ჯერ უცნობია მატჩები გადმოვა 36-ე ტურში თუ დარჩება 37-ე სათამაშო კვირას
ნოტინგემი 🆚 ლესტერი (H), ვესტ ჰემი (A)
ვესტ ჰემი 🆚 მანჩესტერი (A), ნოტინგემი (H)
ასტონ ვილა 🆚 ბორნმუთი (A), ტოტენჰემი (H)
ტოტენჰემი 🆚 კრისტალ პალასი (H), ასტონ ვილა (A)
◉ DGW36 თუ ფინალში გავლენ ნოტინგემი და კრისტალ პალასი
* ჯერ უცნობია მატჩები გადმოვა 36-ე ტურში თუ დარჩება 37-ე სათამაშო კვირას
ნოტინგემი 🆚 ლესტერი (H), ვესტ ჰემი (A)
ვესტ ჰემი 🆚 მანჩესტერი (A), ნოტინგემი (H)
კრისტალ პალასი 🆚 ტოტენჰემი (A), ვულვზი (H)
ვულვზი 🆚 ბრაიტონი (H), კრისტალ პალასი (A)
DGW37 - არ დაგავიწყდეს გუნდები, რომლებიც ორმაგ ტურს ითამაშებენ 36-ე სათამაშო კვირას, თავიანთ მატჩებს გამოტოვებენ 37-ე ტურში.
როგორია FPL დახმარებების გამოყენების ოპტიმალური სტრატეგია 🎯 ?
✅ Bench Boost: 33 ტურში
არსებული მოცემულობით, 33-ე ტური სეზონის ყველაზე დიდი Double Gameweek იქნება.
შესაბამისად Bench Boost-ის გამოყენებაც ამ პერიოდშია რეკომენდირებული.
რა თქმა უნდა, შეგიძლია Bench Boost-ი DGW36-ისთვის შეინახო, თუმცა ყოველთვის უმჯობესია თუ „BB” ვაილდქარდს მოსდევს თან, ამ დროს გუნდი ოპტიმალურად გამოიყურება, ტრავმებისგანაც დაზღვეული ხარ.
თანაც ჩატარდება თუ არა DGW36-ი ჯერ უცნობია.
✅ Free Hit: 34 ტურში
34-ე სათამაშო კვირას ისეთი მასშტაბური დანაკლისები არ ექნება, როგორსაც ელოდნენ, მაგრამ Blank Gameweek-თან გასამკლავებლად ძალიან მნიშვნელოვანია Free Hit-ის 34-ე ტურში გამოყენება.
კლუბები, რომლებიც წინ სათამაშო კვირას ორ თამაშს ჩაატარებენ, 34-ე ტურში უმატჩოდ იქნებიან. შესაბამისად ჩვენი გუნდები დატვირთულია იმ ფეხბურთელებით, ვინც 33-ე სათამაში კვირას ორ შეხვედრას თამაშობს, ამის დაბალანსება Free Hit-ის გარეშე ძალიან რთულია.
👔 Asistent Manager: 36-38
თუ „Asistent Manager”-ის ქარდი კვლავ შენს განკარგულებაშია, ე.ი ძალიან დაიგვიანე.
AM-ის გააქტიურების ოპტიმალური დრო უკვე გასულია.
ასეთ შემთხვევაში ოპტიმალური სტრატეგია 36-ე ტურითვის დალოდება, იმ იმედით რომ ორმაგი ტური ჩაინიშნება, თუმცა ამის ზუსტად თქმა ახლა ძალიან რთულია.
საკა თუ დე ბრუინი? 33-ე ტურის მთავარი დილემა 🤔
მომდევნო ტურის წინ, პრემიერ ლიგის ფენტეზის მენეჯერები რთული არჩევანის წინაშე დგანან. ერთი შეხედვით პალმერის უალტერნატივო შემცვლელი ბუკაიო საკა (£10.5) უნდა ყოფილიყო, თუმცა მენიუს, დე ბრუინი (£9.3) დაუბრუნდა.
რატომ ვიყიდოთ ან არ ვიყიდოთ საკა?
✅ DGW33-ში არსენალს უკეთესი კალენდარი აქვს ვიდრე მანჩესტერ სიტის.
◉ გასვლითი მატჩი იფსვიჩთან. მეტრაქტორეების სოლიდური დაცვით არ გამოირჩევიან.
თუმცა პირველ წრეში „კერკეტი კაკალის“ როლი მოირგეს, მეთოფეებმა, ემირეიტსზე 1-0 მოიგეს.
◉ „არწივებს“ ფორმა აერიათ, ბოლო 2 თამაშში კრისტალ პალასმა 10 გოლი გაუშვა. მოსალოდნელია როტაცია პალასის ფეხბურთელებს შორისაც, რადგანაც არსენალთან მატჩიდან 3 დღის შემდეგ ლონდონელებს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ელით “FA cup“-ზე
✅ საკა ახლახან დაბრუნდა ტრავმიდან, თუმცა ჩვეული სიმწვავის დაბრუნება უკვე მოასწრო. ეს რეალთან ორმატჩაიან დუელში კარგად გამოჩნდა.
❌ პრემიერლიგურ მატჩებში საკას წუთები რისკის ქვეშაა. ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ ბუკაიომ 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა. 45 წუთზე მეტი, საკას არცერთ მატჩში არ უთამაშია.
GW30 – 25 წუთი 🆚 ფულჰემი
GW31 – 45 წუთი 🆚 ევერტონი
GW32 – 27 წუთი 🆚 ბრენტფორდი
ბუნებრივია არსენალისთვის მთავარი პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგაა, ამიტომ არტეტა ბუკაიოს ფიტნესს მაქსიმალურად გაუფრთხილდება. თუ საკას ყიდვას გადაწყვეტ მზად უნდა იყო როტაციისთვისაც.
არსენალის მომდევნო მატჩები:
UCL, 16 აპრილი 🆚 მადრიდის რეალი (A)
GW33, 20 აპრილი 🆚 იფსივიჩი (A)
GW33, 23 აპრილი 🆚 კრისტალ პალასი (H)
UCL, 29 აპრილი 🆚 პსჟ (H)
GW35, 3 მაისი 🆚 ბორნმუთი (H)
UCL, 7 მაისი 🆚 პსჟ (A)
GW36, 11 მაისი 🆚 ლივერპული (A)
◉ სავარაუდოა, რომ ასეთი ინტენსიური კალენდარი ფონზე საკა DGW33-ის ერთ მატჩს მაინც დაიწყებს სათადარიგოთა სკამიდან;
◉ 35-ე ტურის შეხვედრა პსჟ-სთან დაპირისპირებებს შორის არის მოქცეული, ამ შემთხვევაშიც ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ არტეტამ გუნდის ძირითადი ბირთვი დაასვენოს, უპირველეს ყოვლისა კი საკა;
◉ 36-ე ტურში არსენალს მორიგი მძიმე დაპირისპირება აქვს - გასვლითი მატჩი ლივერპულთან. ასეთი კალენდრის ფონზე მომდევნო ტურებში საკას სათამაშო დრო დიდი კითხვის ნიშნიშ ქვეშაა.
რატომ ვიყიდოთ ან არ ვიყიდოთ დე ბრუინი ?
✅ „არწივების“ წინააღმდეგ ბელგიელის თამაშმა ძველი KDB გაგვახსენა, კრისტალ პალასთან მის ანგარიშზე 1 გოლი, 1 ასისტი და 12 ქულაა;
✅ მომდევნო ტურებში მანჩესტერ სიტის უკეთესი კალენდარი აქვს 🔜 DGW, WOL(H), SOU(A)
✅ დე ბრუინი ე.წ, Difference maker-ია, ბელგიელი პრემიერ ლიგის ფენტეზის მენეჯერების დაახლოებით 6.5-7%-ს ჰყავს გუნდში;
✅ KDB-მ ბოლო ორი მატჩი სასტარტოდან დაიწყო. მატჩის შემდეგ ბელგიელმა ოპტიმისტური განაცხადი გააკეთა, მისი კომენტარის მიხედვით დე ბრუინმა ტრავმიანობა უკან მოიტოვა:
🎙️ KDB: "The last month I've felt so much better. The pain went away. The difference for me to play pain-free is night and day"
✅ როგორც ცნობილია, სიტიში ეს დე ბრუინის ბოლო სეზონია, შესაბამისად ვარაუდობენ რომ KDB ბევრ დროს მიიღებს;
❌ საკას მსგავსად როტაცია შესაძლოა დეამუქროს დე ბრუინსაც, FPL-ის მენეჯერებისთვის ფრაზა „პეპის რულეტი“ ძალიან ცნობილი და სახიფათო ტერმინია. გვარდიოლას გუნდში როტაციისგან არავინაა დაზღვეული. ამასთანავე ფოდენმა ვარჯიში განაახლა.
❌ შესაძლოა FA cup-ის წინ პეპმა KDB დაასვენოს
საკასა და დე ბრუინს შორის არჩევანის გაკეთება ძალიან რთულია. თუ ლიგის ლიდერი ხარ, ამ შემთხვევაში შესაძლოა საკასკენ გადაიხარო, რადგანაც ბუკაიო ბევრ ფენტეზის მენეჯერს ჰყავს გუნდში, ამით მათ დაწევის შანსს შეუმცირებ. თუ პირიქითაა და გსურს ლიგის ლიდერებთან ჩამორჩენა შეამცირო, ამ შემთხვევაში KDB უფრო საინტერესო და სარისკოა, რადგან ბელგიელი Difference maker-ია.
ვინ არის DGW33-ის საუკეთესო მეკარე ?
მეკარე
🧤 რაია (£5.5) ბოლო 5 პრემიერლიგური მატჩიდან არსენალმა მხოლოდ ერთ შეხვედრაში შეინახა კარი მშრალად. მეორე მხრივ რაიამ, რეალის წინააღმდეგ ემირეიტსზეც არ გაუშვა გოლი. მეტიც, რომ არა სალიბას შეცდომა დიდი ალბათობის მადრიდელები რაიას კარს საერთოდ ვერ აიღებდნენ.
ახლა უკვე პრემიერ ლიგაში მოვიდა კარის მშრალად შენახვის დრო, თანაც ხელსაყრელი კალენდრის ფონზე. შესაბამისად რაია DGW33-ის საუკეთესო კიპერია.
🧤 მარტინესი (£5.0) „დაბლგეიმვიქერი“ მეკარეებიდან ემი მარტინესი მე-2 საუკეთესო ალტერნატივაა:
◉ ედერსონმა მოედანი ტრავმის გამო ნაადრევად დატოვა, შესაბამისად მისი თამაში სათუოა და ვერ გავრისკავთ;
◉ ჰენდერსონმა ბოლო ორ შეხვედრაში 10 გოლი გაუშვა. ამასთანავე პრემიერ ლიგის მენეჯერების უმრავლესობას პალასიდან უკვე ჰყავს 3 ფეხბურთელი;
◉ ჩემპიონთა ლიგიდან. პსჟ_სთან ჰეროიკული მატჩების შემდეგ ასტონ ვილა პრემიერ ლიგაზე მთელი ძალებით გადაერთვება.
„დაბლგეიმვიქერი“ კიპერებიდან მარტინესი რაიას შემდეგ ავტომატურად საუკეთესო არჩევანია.
ვინ ვიყიდოთ გაბრიელის ნაცვლად ?
🔴 სალიბა (£6.5) - სათამაშო დროის თვალსაზრისით სალიბა ყველაზე უსაფრთხო არჩევანია, გარდა ამისა თუ არსენალი კარის მშრალად შენახვას ახერხებს, ფრანგი აუცილებლად იღებს დამატებით ბონუს ქულებს.
🔴 კივიორი (£4.8) - გაბრიელის ტრავმის შემდეგ პოლონელმა ყველა მატჩი შეუცვლელად ითამაშა. თუ ბიუჯეტურ შემცვლელს ეძებ, კივიორი საოუკეთესო არჩევანია.
🔵 რუბენ დიასი (£5.4) - პორტუგალიელმა ბოლო 6 მატჩი შეუცვლელად ითამაშა. პრემიერ ლიგის მენეჯერების უმრავლესობას სიტის უკანახაზიდან გვარდიოლი უკვე ჰყავს გუნდში, თუ DGW33_ისთვის ორი უკანახაზელის დამატება გიწევს არსენალის მცველების შემდეგ დიასი საუკეთესო ვარიანტია.
🦁 კონსა (£4.4) – „ვილანებს“ DGW33-ში რთული მატჩები ელით, თუ მაინც გადაწყვეტ ასტონ ვილას ფეხბურთელი დამატებას ეზრი კონსა ყველაზე სანდო არჩევანია. ვილას სხვა მცველები აქტიურ როტაციაში არიან, ამასთანავე კონსა ახლოს იყო პსჟ-სთან დუბლის შესრულებასთან
🦅 მუნოსი (£5.3) - უდიდესი ალბათობით კოლუმბიელი უკვე გყავს გუნდში. მიუხედავად DGW32-ში პალასის ცუდი მატჩებისას მუნოსის შეტევითი პოტენციალი კვლავ ძალიან პერსპექტიულად გამოიყურება. სიტისთან რადენიმე სანტიმეტრის გამო არჩათვლილი გოლის დროს ასისტი მუნოსს ეკუთვნოდა.
სხვა მცველები:
◉ არნოლდმა (£7.2) ვარჯიში განაახლა, ამიტომ კონორის (£4.7) მოყვანა სარისკოა. ლივერპულიდან ყველაზე უსაფრთხო ვირჯილია (£6.6) არჩევაა;
◉ რაიან აიტ ნური (£4.8) გასულ ტურში რაიანმა კვლავ შეგვხსენა, რომ ის პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი მცველია. 32-ე ტურში მან 1 გოლი, 1 ასისტი და 14 ქულა მიითვალა. ამასთან ერთად ვულვზი კარგ სვლაზეა, მგლებმა ბოლო 3 მატჩი ზედიზედ მოიგეს.
ვინ ვიყიდო პალმერისა ნაცვლად საკასა და დე ბრუინის გარდა?
პრემიერ ლიგის ფენტეზის მენეჯერების უმრავლესობას FPL გუნდის შუახაზი თითქმის სრულად დაკომპლექტებული აქვს. DGW33-ში ფენტეზის მოთამაშეების უმრავლესობას ნახევარდაცვაში ერთი ან იშვიათ შემთხვევაში ორი თავისუფალი ადგილი აქვს:
🔴 სალაჰი (£13.8) - ეგვიპტელი ხელუხლებელია;
🔴🔵 მე-2 პრემიუმ ნახევარმცველის არჩევა რთული გამოწვევაა საკასა და დე ბრუინს შორის, რაზეც ვრცლად ვისაუბრეთ;
🦅 ფენტეზის მენეჯერების უმრავლესობას გუნდში სარი (£5.8) ჰყავს ან ეზე (£6.9), შესაძლოა ორივე ერთადაც კი;
⚫ DGW32-იდან გამომდინარე მერფიც (£5.2) პოპულარული არჩევანია. ჯეიკობი კარიერის საუკეთესო ფორმაშია, ახლა მისი გაყიდვა ძალიან რთულია.
🦁 ასევე ბევრი მოთამაში გუნდშია მორგან როჯერსიც (£5.7)
სწორედ ამიტომ ნახევარდაცვაში ადგილის გამოძებნა რთულია, თუ საკასა და დე ბრუინის გარდა სხვა ფეხბურთელების დამატებასაც ახერხებ მაშინ რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ:
🔴 მერინო (£6.1) - მიკელი გასაოცარ ფორმაშია, თანაც 9-იანი პოზიციაზე თამაშობს. თუ ბუკაიოს აყვანისგან წუთების გამო შეიკავებ თავს, მერინოს შემთხვევაში როტაციის ბევრად ნაკლები საფრთხეა.
🦁 რაშფორდი (£6.7) - თუ „განმასხვავებელს“ ეძებ და მორგან როჯერსის ყიდვას არ აპირებ, ამ შემთხვევისთვის მარკუსი კარგი „Difference maker“-ია.
პსჟ-სთან მატჩებით თუ ვიმსჯელებთ, ახლა 9-იანი პოზიციაზე პირველი არჩევანი რაშფორდია და არა ვოტკინსი. თუმცა ოლის სახით, რაშს ძლიერი კონკურენტი ჰყავს.
როჯერსი ბევრად უფრო რაციონალური და უსაფრთხო გადაწყვეტილებაა:
✅ სასტარტოში დაიწყო ყველა თამაში;
✅ 31 თამაშში 16 საგოლე მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა;
✅ ბიუჯეტური ნახევარმცველია, რაც გუნდის ღირებულებას დაგიზოგავს.
თუ მაინც გადაწყვეტ მისი ყიდვისგან თავი შეიკვო, მაშინ დარჩენილ „დაბლგეიმვიქერებს“ შორის რაშფორდს ყველაზე უკეთ შეუძლია განსხვავების შექმნა.
⚒️ ბოუენი (£7.5) - თუ არჩევანის გაკეთებას იმ გუნდებზე აპირებ, რომლებიც ერთ მატჩს ატარებენ, მაშინ ჯაროდ ბოუენი არავითარ შემთხვავაში არ უნდა გამოგრჩეს. მიმდინარე ტურიდან ჩაქუჩებს” ხელსაყრელი კალენდარი ეწყებათ:
🔜 GW33 SOU (H), GW34 BHA (A), GW35 TOT (H), GW36 MUN (A)
თანაც ვესტ ჰემი დიდი ხანია გამარჯვების მოლოდინშია, შინ „წმინდანებთან“ ლონდონელების დამაჯერებელ გამარჯვებას ელიან.
🐝 მბუმო (£8.0) - სეზონის დასკვნით ნაწილში ბრენტფორდს ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი კალენდარი ეწყება. ბრაიანი აუცილებლად უნდა იყოს შენი თვალთახედვდის არეში.
🔴 ბრუნო (£8.5) - იუნაიტედი სრულ აქცენტს ევროპის ლიგის მოგებაზე გააკეთებს, თუმცა მას შემდეგ რაც მანჩესტერმა ლიონთან „ჩაიდინა“ მოსალოდნელია, რომ ამორიმის შეგირდებს მუხტი პრემიერლიგაშიც გადმოჰყვებათ. ბრუნო ევროპალიგურ „სასწაულებრივი“ come back-ის დროს იუნაიტედის რიგებში საუკეთესო იყო, თუმცა შემდგომ ეს პრივილეგია დამსახურებულად ერგო ჰარი მაგგუაერს.
ვინ ვაკაპიტნო 33-ე ტურში ?
თუკი გასულ კვირას ისაკი გამოკვეთილი კაპიტანი იყო, ახლა კანდიდატურის არჩევა გაცილებით რთულია
🔴 საკა
◉ არსენალს გაცილებით უკეთესი კალენდარი აქვს;
◉ ბუკაიოს წუთები DGW33-ში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
🔵 მარმუში
◉ სიტის არსენალთან შედარებით რთული მატჩები აქვს;
◉ წუთების თვალსაზრისით ეგვიპტელი საკაზე ბევრად უფრო უსაფრთხო არჩევანია
🔴 სალაჰი - მოს 3 მატჩია გოლი არ გაუტანია, ლესტერი კი იდეალური მეტოქეა ამ უსიამოვნო სერიის დასასრულებლად. დიდი ალბათობით ეგვიპტელისგან 33-ე ტურში ორნიშნა ქულად უნდა ველოდოთ.
მეორე მხრივ ოპტიმალური გადაწყვეტილება არაა, ორმაგ ტურში იმ ფეხბურთელის კაპიტნობა რომელიც ერთ შეხვედრას ატარებს.
DGW33-ში კაპიტნის არჩევა ძალიან რთულია მისიაა, სჯობს გადაწვეტილება შენს ლიგაში შექმნილი მდგომარეობის და მეტოქის გუნდებზე დაყრდნობით მიიღო.
წარმატებებს და ბედნიერ სააღდგომო დღეებს გისურვებ.
შემოუერთდი ჩვენს FPL ლიგას. ლიგის არჩევის გვერდზე, შეიყვანე LaGazzetta-ს ლიგის კოდი: cuikc0 ან გადადი ამ ბმულზე.
ავტორი: გიორგი მახარაძე















