35-ე ტურის მიმოხილვა
რა უნდა ვიცოდეთ 35-ე ტურის წინ
🚨 არ გამოგრჩეს 35-ე ტურის დედლაინი უჩვეულო დროსაა - პარასკევს, 21:30 საათზე;
👀 მიმდინარე სეზონში „Double“ ან „Blank“ ტურს აღარ უნდა ველოდოთ, დეტალებს მიმოხილვაში გაგიზიარებთ.
🤕 ➡️ ერლინგ ჰოლანდმა ვარჯიში განაახლა, ნორვეგიელს ვულვზთან არ ელიან, თუმცა შემდეგ ტურებში ერლინგი შესაძლოა უკვე მინდორზე ვიხილოთ;
🤕 ➡️ ყველასთვის მოულოდნელად ბრენტფორდთან მატჩში სასტარტოდან დაიწყო აინამაც. ოლამ ფორესტს უმნიშვნელოვანეს დროს დაუბრუნდა;
🤕 ვარაუდობენ რომ მარკუს რაშფორდი ტრავმის გამო სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს;
🚩 ბორნმუთის აპელაცია დაკმაყოფილდა, რის შემდეგაც ევანილსონს წითელი ბარათი გააუქმდა. ბრაზილიელს 3 მატჩის გამოტოვება აღარ ემუქრება.
რა მოხდა 34-ე ტურში ?
„La Gazzetta dello Sport Georgia“-მ 34-ე ტურში Free hit-ის გამოყენების ბენეფიტების შესახებ, ჯერ 24-ე სათამაშო კვირის შეგატყობინათ.
პრემიერ ლიგის ფენტეზის მენეჯერებისთვის, თამაშის „ბოლო ქარდს“ იმედი არ გაუცრუებია. FREE HIT-ის ყველაზე პოპულარულმა მოთამაშებმა, ჩვენი მოლოდინები სრულად გაამართლეს:
🐺 სა - 12 ქულა
🔵 სანჩესი - 9 ქულა
⚫ პოუპი - 6 ქულა
🔴 ტრენტი - 5 ქულა
⚫ ტრიპიე - 15 ქულა
⚪ სესენიონი - 11 ქულა
🐺 აიტ-ნური - 11 ქულა
🔵 კუკურეა - 6 ქულა
⚫ ლივრამენტო - 6 ქულა
🔴 სალაჰი - 8 ქულა
🔴 დიასი - 7 ქულა
⚫ მერფი - 6 ქულა
⚪ აივობი - 5 ქულა
🐺 კუნია - 15 ქულა
⚫ ისაკი - 6 ქულა
პრემიერ ლიგის ფენტეზი დასკვნით ფაზაში შევიდა, ფინალურ ეტაპზე ნავიგაციაში „La Gazzetta dello Sport Georgia“-ს მიმოხილვები დაგეხმარება.
გავყიდო საკა და ვიყიდო მბუმო ?
მიმდინარე სათამაშო კვირას საკას (£10.5) გაყიდვა რთული გადაწყვეტილებაა, მითუმეტეს მას შემდეგ რაც მენეჯერების უმრავლესობამ ბუკაიო 33-ე ტურში იყიდა. თუმცა რთულთან ერთად, ეს სწორი არჩევანიცაა.
◉ ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ, პრემიერლიგური შეხვედრებში საკამ მოედანზე 182 წუთი დაჰყო. რაც მატჩის განმავლობაში საშუალოდ მხოლოდ 36 წუთია !
❌ ტური #30 - სკამიდან დაიწყო
❌ ტური #31 - სკამიდან დაიწყო
❌ ტური #32 - სკამიდან დაიწყო
🔄 ტური33#1 - სასტარტოდან დაიწყო, თუმცა 56-ე წუთზე შეცვალეს
❌ ტური 33#2 - სკამიდან დაიწყო
🆚 PSG - ითამაშა 90 წუთი
◉ PSG-სთან ურთულესი გასვლითი მატჩის წინ ბუკაიოს სათამაშო დრო კიდევ უფრო დიდი რისკის ქვეშაა. საკამ ემირეიტსზე 90 წუთი ითამაშა, რა თქმა უნდა, იგივეს უნდა ველოდოთ პარიზულ შეხვედრაშიც;
◉ არსენალს ურთულესი კალენდარი ელის პრემიერ ლიგაშიც. ჩემპიონთა ლიგაზე მომქანცველი მატჩების შემდეგ, ლივერპული“მეთოფეებს“ ჩემპიონის რანგში დაუხვდება ენფილდზე, სადაც საკასგან ბევრ ქულებს არ უნდა ველოდოთ. შემდგომ კი კიდევ ერთი რთული შეხვედრაა, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ ნიუკასლთან. შეგახსენებ არსენალს ბოლო 3 მატჩია, „კაჭკაჭებისთვის“ გოლიც კი არ გაუტანია.
პრემიერ ლიგის ბოლო ტურში საკას იდეალური შეხვდრა ელის, თუმცა ბუკაიოს ყიდვა მოგვიანებითაც შეგიძლია. მანამდე £10.5-იანი ფეხბურთელის სკამზე გაფლანგვა არაეფექტიანი გადაწყვეტილება.
GW35, 3 მაისი 🆚 ბორნმუთი (H)
UCL, 7 მაისი 🆚 პსჟ (A)
GW36, 11 მაისი 🆚 ლივერპული (A)
GW37, 18 მაისი 🆚 ნიუკასლი (H)
GW38, 25 მაისი 🆚 საუთჰემპტონი (A)
საკას ჩასანაცვლებლად მბუმო (£8.1) ოპტიმალური ალტერნატივაა. ბრაიანის სასრგებლოდ ბევრი ფაქტორი მეტყველებს:
📅 ბრენტფორდს ერთ-ერთი საუკეთესო კალენდარი აქვს 🔜
GW35 🆚 მანჩესტერი (H)
GW36 🆚 იფსვიჩი (A)
GW37 🆚 ფულჰემი (H)
GW38 🆚 ვულვზი (A)
◉ მბუმო ასრულებს თერთემეტმეტრიანებს;
◉ ბრაიანი „ფუტკრების“ მთავარი ფიგურაა;
◉ სათამაშო დრო გარანტირებული აქვს. მბუმო მოედანზე ყოველთვის 90 წუთს ატარებს;
◉ 35-ე და 36-ე ტურში მბუმო კაპიტნობის პრეტენდენტიცაა;
🔥 ფორმაშია
შევაჯამოთ - ახლა მბუმოს საყიდლად ოპტიმალური დროა, საკას დაბრუნება კი 38-ე ტურშიც შეიძლება. თანაც მანამდე შესაძლოა სიტუაცია კარდინალურად შეიცვალოს.
ვინ არის 35-ე ტურის საუკეთესო კაპიტანი ?
🔴 სალაჰი (£10.5)
გასვლითი მატჩი ლონდონში იოლი არავისთვის არაა, მითუმეტეს მაშინ როდესაც ჩელსი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. შესაძლოა ეს კარგი შანსი იყო მათთვის ვინც ალტერნატიული კაპიტნის ძიებაშია და მინი ლიგაში ჩამორჩენა აქვს „დასაქამბექებელი“
მეორე მხრივ სალაჰმა ნავსი გატეხა. ეგვპიტელმა ოთხმატჩიანი უგულო სერია დაასრულა. რიგ მომენტებში იგრძნობოდა, რომ ლივერპულელები სალაჰის ასისტსა და გოლზე თამაშობდნენ. მოც ახლოს იყო მე-2 გოლთანაც და ასისტთანაც.
🐝 მბუმო (£8.1)
35-ე ტურში კამერუნელი კაპიტნობის ერთ-ერთი საუკეთესო ალტერნატივაა. შინ, მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ, ფუტკრების ლიდერის მისამართით დიდი მოლოდინებია. ასევე ვარაუდობდნენ, რომ „წითელი ეშმაკები“ პრემიერლიგურ მატჩს მნიშვნელოვანი, როტაციით ითამაშებნდნენ.
სან მამესზე, მანჩესტერელთა შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ, იუნატედი შესაძლოა სრულიად სხვანაირად დაიმუხტოს და ამასთანავე ალბათ როტაციის მასშტაბებიც მოიკლებს.
⚫ ისაკი (£9.6)
საინტერესო კომენტარი ჰქონდა ედი ჰაუს შვედთან დაკავშირებით, ნიუკასლის დამრიგებლის თქმით ისაკი შესაძლოა საუკეთესო ფორმაში არაა, თუმცა მას მაინც ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს ნიუკასლის წარმატებაში.
ისაკის ფორმა, რომ ოდნავ გაუარესებულია ეს მისი მოსალოდნელ გოლში მონაწილეობის ინდექსშიც ჩანს. შვედმა მომენტების კონვერტაციას მოუკლო, თუმცა ისაკი კვლავავ ერთ-ერთ ყველაზე ლეტალურ FPL აქტივად რჩება.
თანაც არ დაგავიწყდეს, „თოლიებს“ დაცვითი მეტრიკების მიხედვით ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე ცუდი მაჩვენებლები აქვთ. ბრაიტონმა უკანასკნელ 5 შეხვედრაში 13 გოლი გაუშვა. მათ შორის ორიგ გოლის ვესტ ჰემისგან და ორიც ლესტერისგან. არცერთი ეს გუნდი შეტევის თვალსაზრისით შედეგიანობით არ გამოირჩევა. სიტუაცია სავალალო იყო, როდესაც ბრაიტონი უკეთესი შეტევის მქონე გუნდს დაუპირისპირდა, შეგახსენებ ბრენტფორმა „თოლიების“ კარი 4-ჯერ აიღო!
მარმუშიც (£7.6) შეგვეძლო განგვეხილა კაპიტნის ამპლუაში, თუმცა ბოლო დროის განმავლობაში ეგვიპტელი ბევრი იმედგაცრუების მიზეზი გახდა, რის გამოც ზევით განხილული სამეულით შემოვიფარგლეთ.
ჩამოთვლილ კანდიდატებს შორის მცირე უპირატესობას სალაჰს ვანიჭებთ, თუმცა მბუმოც და ისაკიც ძალიან ძლიერი კანდიდატები არიან.
ვინ არის საუკეთესო მეკარე დარჩენილ ტურებში ? 🧤 🥅
🌳 სელსი (£5.1)
◉ საუკეთესო კალენდარი მშრალად შენახული კარის თვალსაზრისით;
◉ სელსმა არაერთხელ დაამტკიცა მისი საიმედოობა. ის ახლა ფენტეზის საუკეთესო კიპერია 142 ქულით;
◉ მორიგი მარცხის შემდე ფორესტი დარჩენილ შეხვედრებს განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდება, ნოტინგემს ქულების დაკარგვის უფლება აღარ აქვს;
◉ მიმდინარე სეზონში "გარიბალდიანელებზე“ ნაკლების გოლი მხოლოდ ლივერპულს, არსენალს და ჩელსის აქვს გაშვებული.
🔵 პიკფორდი (£5.1)
◉ დაცვითი თვალსაზრისით ევერტონს ერთ-ერთი საუკეთესო კალენდარი აქვს;
◉ სელსის შემდეგ ჯორდანს ყველაზე მეტი ქულა აქვს დაგროვებული მეკარეებს შორის;
◉ მიმდინარე სეზონში ევერტონზე ნაკლების გოლი მხოლოდ ლივერპულს, არსენალს და ჩელსის აქვს გაშვებული.
ვინ არის საუკეთესო მცველი დარჩენილ ტურებში ? 🛡️
🔵 გვარდიოლი (£6.3)
◉ სიტის დაცვითი თვალსაზრისით ერთ-ერთი საუკეთესო კალენდარი აქვს;
◉ გვარდიოლი მიმდინარე სეზონში დაგროვილი ქულების მიხედვით მხოლოდ ტრენტს, ვირჯილსა და მილენკოვიჩს ჩამორჩება;
◉ მისი ცენტრში გადაწევით დაიკლო გოლში მონაწილეობის ალბათობამ, თუმცა საგრძნობლად გაიზარდა სიტის დაცვითი სტაბილურობა - ბოლო 7 შეხვედრაში მანჩესტერ სიტიმ 4-ჯერ შეინახა კარი მშრალად;
◉ თუკი სიტი გოლს არ უშვებს გვარდიოლს ბონუს ქულების მიღების ძალიან დიდი შანსი აქვს. სხვა გუნდებში უკანახაზელმა მეკარეს და დანარჩენ მცველებს უნდა აჯობოს, სიტის შემთხვევაში დაცვის ხაზში ხორვატის გარდა მხოლოდ 1 ნომინალური მცველია - რუბენ დიასი.
📅 სიტის ერთ-ერთი საუკეთესო კალენდარი აქვს 🔜
GW35 🆚 ვულვზი (H)
GW36 🆚 საუთჰემპტონი (A)
GW37 🆚 ბორნმუთი (H)
GW38 🆚 ფულჰემი (A)
🔵 ო’ბრაიანი (£4.5)
◉ ევერტონიდან კიდევ ერთი საინტერესო არჩევანი ო’ბრაიანია. გარდა დაცვითი სტაბილურობისა ჯეიკი სახიფათოა შეტევაშიც, ბოლოს როდესაც ირლანდიელის გუნდში აყვანა გირჩიეთ, ო’ბრაიანმა თავი გოლით დაგვამახსოვრა.
◉ ირლანდიელის კიდევ ერთი უპირატესობა დაბალი TSB (teams selected by) მაჩვენებელია, ო’ბრაიანი ფენტეზის მენეჯერების 1%-საც კი არ ჰყავს გუნდში.
📅 ევერტონს ერთ-ერთი საუკეთესო კალენდარი აქვს 🔜
GW35 🆚 ვულვზი (H)
GW36 🆚 საუთჰემპტონი (A)
GW37 🆚 ბორნმუთი (H)
GW38 🆚 ფულჰემი (A)
🌳 უილიამსი (£4.5)
◉ საუკეთესო კალენდარი მშრალად შენახული კარის თვალსაზრისით;
◉ ბოლო ტურების გათვალისწინებით უელსელი მეტ ხიფათს ქმნის შეტევაში ვიდრე მილენკოვიჩი, თუმცა ჯამში სერბს 6 საგოლე მოქმედება აქვს უილიამს კი 3.
თუმცა ბოლო 6 შეხვედრაში მის ანგარიშზე 7 დარტყმა და 6-ჯერ შექმნილი შანსია, რაც საუკეთესო შედეგია ფორესტის მცველებს შორის;
◉ თუ ფორესტის მცველი ამ დრომდე არ აგიყვანია, არჩევანი მასა და მილენკოვიჩს შორის უნდა გააკეთო. აინა, ტრავმიდან ახლახან დაბრუნდა, ჯერ კვლავ კითხვის ნიშნებია მისი ფიტნესის და სათამაშო ფორმის თვალსაზრისით;
◉ ო’ბრაიანის მსგავსად უელსელის უპირატესობა TSB-ია, ის ფენტეზის მენეჯერების დაახლოებით 4%-ს გყავს გუნდში
🐝 კოლინსი (£4.5)
◉ ბრენტფორდის იოლი კალენდარი ზევით ბრაინ მბუმოს განხილვისას უკვე გაგაცანით;
◉ ნათანი ფუტკრევის დაცვის ლიდერია. მიმდინარე წელს მის ანგარიშზე FPL-ში 115 ქულაა, რაც ორჯერ აღემატება ბრენტფორდის სხვა მცველების მანჩვენებლებს;
◉ ბოლო 5 შეხვედრაში კოლინსმა 2 ასისტის შესრულება შეძლო, ამას ემატება 2-ჯერ კარის მშრალად შენახვაც, თანაც ისეთ გუნდებთან, როგორიცაა ჩელსი და ნოტინგემი.
◉ კოლინსი გამორჩეულია TSB-ის თვალსაზრისითაც, ის ფენტეზის მენეჯერების დაახლოებით 3%-ს გყავს გუნდში !
ვინ არის საუკეთესო ნახევარმცველი დარჩენილ ტურებში ? 🛡️⚽
ამ ასპექტში, ორი საუკეთესო ფეხბურთელი უკვე განვიხილეთ სალაჰიც და მბუმოც, უპირველესი არჩევანი უნდა იყოს.
⚒️ ბოუენი (£7.6)
◉ ბოუენი ბოლო 5 შეხვედრაში 4 საგოლე მოქმედებაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ბოლო 2 მატჩში მან 19 ქულის დაგროვება შეძლო;
◉ ის პრემიერ ლიგის საუკეთესო ნახევარმცველებს შორის მე-6 ადგილზეა, თანაც ეს ყველაფერი „ჩაქუჩების“ მოკრძალებული შეტევითი სტატისტიკი ფონზე;
◉ ბოუენი ფენტეზის მოთამაშეები მხოლოდ 10%-ს ჰყავს გუნდში, ამ მაჩვენებლით ის კვლავაც „განსხვავების“ შემქმნელია;
📅 მომდევნო 2 შეხვედრაში ვესტ ჰემი სპურსსა და მანჩესტერ იუნაიტედს დაუპირსპირდება, ორივე გუნდის ევროპა ლიგაზეა გადართული. სეზონის ბოლო მატჩს კი „ჩაქუჩები“ იფსვიჩის წინააღმდეგ გამართავენ.
⚒️ როჯერსი (£5.7)
◉ FA CUP-იდან მოულოდნელი გამოვარდნის შემდეგ ვილანების მთავარი მოტივაცია ჩემპიონთა ლიგის საგზურია. ნოტინგემის მოულოდნელმა მარცხმა, მათი შანსები გააუმჯობესა;
◉ როჯერსს ბოლო 5 პრემიერლიგურ შეხვედრაში 5 საგოლე მოქმედება აქვს შესრულებული, მორგანმა შედეგიანი სერია გასულ ტურში შეწყვიტა სიტისთან;
◉ წუთების თვალსაზრისით მორგან როჯერსის როტაციის ალბათობა ყველაზე დაბალია;
🔵 დე ბრუინი (£9.4)
◉ შეტევის თვალსაზრისით სიტის იოლი კალენდარი აქვს;
◉ პეპმა, ბელგიელი სათასო დაპირისპირებაში დაასვენა. KDB-ს სიტის მაისურით ბოლო 4 პრემიერლიგური მატჩი დარჩა სათამაშო, საიდანაც ორი ეტიჰადზე. დიდი ალბათობით დე ბრუინი ოთხივე მატჩს სასტარტოდან დაიწყებს;
◉ ბოლო 4 შეხვედრაში დე ბრუინის გოლში მონაწილეობის ინდექსი (xGI) 1.86-ია, რაც კარგი მაჩვენებელია;
◉ მატჩის განმავლობაში ბელგიელი უამრავ შანსს ქმნის, რაც საგოლე მოქმედების შემთხვევაში, თითქმის ყოველთვის ავტომატურად გარანტირებულს ხდის ბონუს ქულებს;
◉ ჰოლანდმა ვარჯიში განაახლა, თუ ბოლო ტურებში დე ბრუინს შექმნილი შანსების ადრესატი ნორვეგიელი იქნება, ეს ცალსახად გააუმჯობესებს KDB-ს პერფორმანსს;
⚫ მერფი (£5.2)
◉ ჯეიკობი კვლავაც ახერხებს ქულების მოპოვებას. თუმცა გორდონის დაბრუნების შემდეგ მისი სათამაშო დრო მნიშვნელოვნად შემცირდა. მერფი, როგორც წესი მოედანზე 60-70 წუთს ატარებს
◉ ბრაიტონთან შედარებით იოლი მატჩის შემდეგ, ნიუკასლს 3 ძალიან რთული და მნიშვნელოვანი მატჩი აქვს სათამაშო 📅
GW35 🆚 ბრაიტონი (A)
GW36 🆚 ჩელსი (H)
GW37 🆚 არსენალი (A)
GW38 🆚 ევერტონი (H)
🌳 ელანგა (£5.4)
ვუდთან და ელანგასთან დაკავშირებით ძირითადი კომენტარები იგივეა, თუმცა შვედეთან მიმართებაში არ უნდა გამოგრჩეს ერთი მნიშვნელოვანი გარემოება - ბოლო 5 შეხვედრაში ელანგამ მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა სრულად, 3 შემთხვევაში მეოდანზე ჯამში 121 წუთი დაჰყო, რაც მისი მფლობელებისთვის კარგი ამბავი სულაც არაა.
მიუხედავად ამისა დასკვნით მატჩებში დიდი იმის ალბათობა, რომ ფორესტმა გამოსავალი ელანგასა და ვუდის კარგ თამაშში იპოვოს.
ბრენტფორდთან გამართულ შეხვედრაში, შევედი ძალიან ახლოს იყო საგოლე გადაცემასთან, ამასთანავე კარში 3 დარტყმითაც გამოირჩა.
🔴 ბრუნო (£8.5) აუცილებლად მოხვდებოდა ამ სიაში, თუმცა მისი წუთები კითხვის ნიშნის ქვეშაა.
🔵 დიდი იმედგაცრუებებისა და რთული კალენდარის ფონზე პალმერი (£10.5) საბოლოოდ ამოვარდა „შორთლისთიდან“. კოულმა ფენტეზის მენეჯერების ნდობა სრულად ამოწურა. თუ ჩელსიდან მაინც გადაწყვეტ შუახაზელი დამატებას, ყველაზე უსაფრთხო არჩევანი ენცოა (£4.7)
ვინ არის საუკეთესო თავდამსხმელი დარჩენილ ტურებში ? ⚽
🌳 ვუდი (£7.0)
◉ ბრენტფორდთან მარცხის შემდეგ ფორესტმა ლიგის ზონაში ადგილი დაკარგა, თუმცა ჩელსისთან შინ გასამართ გადამწყვეტ შეხვედრამდე მათ პალასთან, ლესტეთან და ვესტ ჰემთან მოუწევთ დაპირისპირება, რაც ვუდისთვის ძალიან ხელსაყრელი კალენდარია
◉ ტრავმიდან დაბრუნების შემდეგ ახალ ზელანდიელმა 3 პრემიერლიგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ვუდმა სპურსის წინააღმდეგ მოახერხა გატანა, დანარჩენ ორ შემთხვევაში ძირითადად ნახევარ-მომენტები ექმნებოდა
◉ ვუდს მიმდინარე სეზონში უკვე 19 პრემიერლიგური გოლი აქვს გატანილი, მან არაერთხელ დაამტკიცა თავისი სტაბილურობა. თუ ფორესტი პალასთან გასვლით მატჩს მოიგებს ჩელსისთან შეხვედრამდე "გარიბალდიანელები" სულ სხვა მოტივაციით გამოვლენ მინდორზე. ვესტ ჰემიც და ლესტერიც ვუდის ზონიდან ბევრ გოლს უშვებს.
🐝 ვისსა (£6.6)
🔥 თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვისსა მოცემულ მომენტში პრემიერ ლიგის ფენტეზის საუკეთესო ფორმაში მყოფი თავდამსხმელია. ბოლო 5 შეხვედრაში მის ანგარიშზე 5 საგოლე მოქმედებაა. იმ შემთხვევაშიც კი თუ მბუმო უკვე გყავს, მისი შეძენა მაინც რეკომენდირებულია
⚽️ 3 გოლი
🅰️ 2 ასისტი
✅ 1 ორნიშნა ქულა
🎯 34 FPL ქულა
⭐️ 6 ბონუს ქულა
🐺 კუნია (£7.0)
თავდამსმელებს შორის ბრაზილიელი ერთადერთია, რომელსაც შეუძლია ვისსას სათამაშო ფორმას კონკურენცია გაუწიოს. დისკვალიფიკაციიდან დაბრუნების შემდეგ კუნია შეუჩერებელია. მათეასის სტატისტიკა ბოლო 3 მატჩში:
⚽️ 3 გოლი
🅰️ 2 ასისტი
✅ 1 ორნიშნა ქულა
🎯 30 FPL ქულა
⭐️ 8 ბონუს ქულა
🔵 ყურადღებით ადევნე თვალი ჰოლანდთან (£14.8) დაკავშირებით შემნილ ვითარებას, ამან შესაძლოა მნიშვნელოვნად შეამციროს მარმუშის (£7.6) დრო. შესაბამისად ჯერ ეგვიპტელის არც ყიდვას და არც გაყიდვას გირჩევთ
თუ ვისსას და კუნიას ყიდვის ცდუნებას გაუძლებ მაშინ ამ თავდამსხმელებს აუცილებლად ყურადღებით დაუკვირდი:
🦁 ვოტკინსი (£8.9) - რაშფორდის ტრავმის შემდეგ მის სათამაშო დროს წესით საფრთხე აღარ ემუქრება, თანაც ვილა ლიგის საგზურისთვის იბრძვის.
🔵 ჯექსონი (£7.7) - გასულ ტურში გატანილ გოლს ნიკო ჯექსონმა ევროპის ლიგაზეც შედეგიანი თამაშიც დაურთო თან, თუმცა ჩელსის რთული მატჩები ელის წინ.
🦊 ვარდი (£5.3) - თუკი როგორღაც ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფორვარდის ყიდვაზე აპირებ უარის თქმა, მაშინ ულტრა “Difference Maker”-ი ლეგენდარული ჯეიმი ვარდია, ინგლისელი ლესტერში ბოლო სეზონს ატარებს, შესაბამისად მისგან ღირსეულ დამშვიდობებას უნდა ველოდოთ.
იქნება თუ არა Double და Blank ტურები ?
❌ გუშინ საღამოს გავრცელდა პრემიერ ლიგის ოფიციალური განცხადება, რის მიხედვითაც მიმდინარე სეზონში „ორმაგ“ ან „ცარიელი“ ტურს ვეღარ ვიხილავთ.
მატჩები, რომელიც FA CUP-ის ფინალის გამო უნდა გადადებულიყო, მოგვიანებით გაიმართება, თუმცა 37-ე ტურის ეგიდით.
მაგრამ „არასოდეს თქვა არ არასოდეს“ - სპურსმა ინგლისის ფეხბურთის ფედერაციას ასტონ ვილასთან გასამართი მატჩის გადადება სთხოვა. „ვილანებმა“ უკვე დააფიქსირეს პოზიცია, ბირმინგემელები შეხვედრის მოგვიანებით გამართვის იდეას მხარს არ უჭერენ.
ძალიან, ძალიან, ძალიან მცირეა იმის შანსი, რომ ტოტენჰემის მოთხოვნა დაკმაყოფილდება. შესაბამისად თითქმის 99%-იანი ალბათობით მიმდინარე სეზონის ფენტეზიში მეტ Double ან Blank ტურს ვეღარ ვიხილავთ.
წარმატებებს გისურვებ. შემოუერთდი ჩვენს FPL ლიგას. ლიგის არჩევის გვერდზე, შეიყვანე LaGazzetta-ს ლიგის კოდი: cuikc0 ან გადადი ამ ბმულზე.
ავტორი: გიორგი მახარაძე
ლიდერბორდი
| პოზიცია | გუნდი | მენეჯერი | ქულა |
| 1 | 49'ers | Bekoshvili .. | 2434 |
| 2 | Luxon | Chavchava Goat | 2423 |
| 3 | Mithridates Eupator | beka Margvelashvili | 2413 |
| 4 | Dolya Kvishkhetskaya | Dato Alpaidze | 2397 |
| 5 | Merseyside red | Kote Rekhviashvili | 2391 |
| 6 | MAMARDA | Uta Beria | 2390 |
| 7 | Meskho | Giorgi Meskhia | 2383 |
| 8 | B_AD3R | Beka Mamuladze | 2381 |
| 9 | wulu | Luka Tsulukidze | 2375 |
| 10 | Gigaldo | Giga Guliashvili | 2370 |















