• პროგნოზი არსენალის მშრალად შენახული კარის შესახებ;
• გაფრთხილება ასტონ ვილას გადაღლაზე;
• ტრადიციულად - რეკომენდაცია კუნიაზე, რომელიც კიდევ ერთხელ გამართლდა.
ყურადღებით გაეცანი ჩვენს რჩევებსა და რეკომენდაციებს, არ დაგავიწყდეს - პრემიერლიგური „ზამთარი მოდის“.
პრემიერ ლიგის ფენტეზის მენეჯერების საყვარელმა პერიოდმა უკვე აიღო სტარტი. წინ ულიმიტო ინგლისური ფეხბურთი, boxing day და უამრავი საინტერესო დაპირისპირება გველის. ფენტეზიში ნამდვილი ბრძოლა ახლა იწყება - მომდევნო 35 დღეში, 8 ტური ჩატარდება. როგორც ხედავ, დეკემბერი ბევრ რამეს გადაწყვეტს, ასე რომ ყურადღებით ადევნე თვალი La Gazzetta dello Sport Georgia-ს მიმოხილვებს.
დილემა #1 - ჰოლანდი 🆚 სალაჰი
მე-10 ტურიდან მოყოლებული სალაჰსა (£13.1) და ჰოლანდს (£15.1) თითქმის იდენტური მაჩვენებლები აქვთ მოსალოდნელ გოლში მონაწილეობის ინდექსის (xGI) მიხედვით:
🔵 ჰოლანდის xGi მე-10 ტურიდან = 3.27 | ქულების რაოდენობა ფენტეზიში - 9
🔴 სალაჰის xGi მე-10 ტურიდან = 3.51 | ქულების რაოდენობა ფენტეზიში - 36
3 ტურში მათ შორის განსხვავება 27 ქულაა.
თუ კაპიტნად დააყენებდით სხვაობა გაორმაგდებოდა - 54 ქულა.
შესაძლოა ასეთმა ჩამორჩენამ მთლიანად სეზონის ბედიც კი გადაწყვიტოს.
თუ კვლავ გიჭირს არჩევანის გაკეთება, მაშინ ეს მონაცემები და გასული კვირის მიმოხილვებიც დაგეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში:
ჰოლანდი მე-6 ტურის შემდეგ:
21 ქულა 7 მატჩის განმავლობაში
დიდი შანსი : 11
გაცუდებული დიდი შანსი: 9
მოსალოდნელ გოლში მონაწილობის ინდექსი : 6.52
გოლი ან ასისტი: 2
სალაჰი მიმდინარე სეზონში:
GW1 IPS - ⚽🅰️, 14 ქულა
GW2 BRE - ⚽, 10 ქულა
GW3 MUN - ⚽🅰️🅰️, 17 ქულა
GW4 NFO - ❌, 2 ქულა
GW5 BOU - 🅰️, 6 ქულა
GW6 WOL - ⚽, 10 ქულა
GW7 CRY - ❌, 3 ქულა
GW8 CHE - ⚽🅰️, 12 ქულა
GW9 ARS - ⚽, 10 ქულა
GW10 BHA - ⚽, 9 ქულა
GW11 AVL - ⚽🅰️, 14 ქულა
GW12 SOU - ⚽⚽, 13 ქულა
10 გოლი ⚽
6 ასისტი,🅰️
120 ქულა
პრემიერ ლიგის ფენტეზიში დაგროვილი ქულები მე-6 ტურის შემდგომ:
#1 ადგილი - სალაჰი: 58
#2 ადგილი - კუნია: 56
#3 ადგილი - პალმერი: 50
..
..
#83 ადგილი - კაიდესო: 23
#84 ადგილი - ჰალანდი: 21
რა თქმა უნდა, წინასწარ იმის თქმა ძალიან რთულია, როდის დააღწევს მანჩესტერ სიტი კრიზისს თავს, თუმცა ამ ეტაპზე ყველანაირი სტატისტიკისა და მონაცემების მიხედვით ჰოლანდის გაყიდვის დროა.
დილემა #2 - კუნია 🆚 პედრო
თუ გუნდში ორივე მათგანი გყავს - გაგიმართლა. პრემიერ ლიგის ფენტეზის ბევრ მენეჯერს ამ ორ ალტერნატივას შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება. ეს კი ძალიან რთულია, ორივე მათგანი ბრწყინვალე ფორმაშია, სასურველია გუნდში ორივესთვის გამოძებნო ადგილი. ეს ჩამონათვალი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარება:
• ბრაიტონს მცირედით უკეთესი კალენდარი აქვს ვიდრე ვულვზს. თოლიები საუცხოო ფორმაში არიან, თანაც ფორმას სტაბილურად ინარჩუნებენ. ამ მხრივ პედრო (£5.6) უკეთესი ვარიანტია.
• კუნია (£6.9) მოედანზე მეტ დროს ატარებს ვიდრე ჟოაო. ტრავმიდან დაბრუნების შედმგომ ჟოაო პედრომ 2 მატჩში მხოლოდ 88 წუთი ითამაშა. თუმცა ამ მცირე დროში 23 ქულის დაგროვება შეძლო. ინტენსიური კალენდრის ფონზე, კუნია უკეთესი ალტერნატივაა.
• ფასში განსხვავება დიდია - £1.3. ეს ფაქტორი სასწორს ოდნავ მეტად ჟოაო პედროსკენ ხრის.
თუ მხოლოდ ერთი მათგანის ყიდვა შეგიძლია, ურთულესი დილემის წინაშე ხარ. ნებისმიერ შემთხვევაში კარგ გადაწყვეტილებას მიიღებ, თუმცა არჩევანი შენ უნდა გააკეთო.
არსენალი დაბრუნდა !
დაიხ, არსენალი დაბრუნდა, დაბრუნდა ხმაურით და მძვინვარებით. „მეთოფეებმა“ მიმდინარე სეზონის კერკეტი კაკალს, ნოტინგჰემ ფორესტს საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარეს. ჩვენს მიერ გაცემული რეკომენდაცია არსენალის „დაბლ დიფენსის“ შესახებ სრულად გამართლა. გასული კვირის მატჩმა, პრემიერ ლიგის ფენტეზის თვალსაზრისით ბევრი საინტერესო ჰორიზონტი დაგვანახა.
ტიმბერი (£5.5) - გასულ ორ მატჩში ნიდერლანდელი უაღრესად სახიფათო იყო. ფორესტთან ახლოს იყო საგოლე მოქმედებასთან, სპორტინგის წინააღმდეგ კი ასისტიც მიითვალა. თუ ამ ეტაპზე არსენალის მხოლოდ ერთი მცველი გყავს, მაშინ ტიმბერის ყიდვას გირჩევ. სალიბაზე ბევრად სახიფათო შეტევითი პოტენციალიც აქვს, მისი ყველაზე „მრისხანე“ კონკურენტი - ბენ ვაითი, რამდენიმე თვე ვერ დაეხმარება გუნდს.
საკა (£10.2) - ოდეგორთან ერთად ბუკაიო შეუჩერებელ დუოს ქმნის. ჰალანდის გაყიდივით გამოთავისუფლებული ფინანსების ინვესტირებისთვის საუკეთესო ალტერნატივაა. თუ ბიუჯეტი ხელს გიწყობს, მისი ყიდვის სანაცვლოდ კი არც სალაჰის და არც პალმერის გაყიდვა არ გჭირდება, მაშინ ბევრი ფიქრი აღარაა საჭირო.
ოდეგორი (£8.2) - თუ საკას საყიდლად საკმარისი თანხა არ გაქვს, მისი შედარებით ხელმისაწვდომი ალტერნატივა ნორვეგიელია. ოდეგორის დაბრუნება მომენტალურად აისახა არსენალის თამაშის ხარისხზე. მარტინმა, პრემიერ ლიგაში ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ 2 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ორივე მათგანში საგოლე მოქმედება შეასრულა. დამატებითი ინტრიგაა ისიც, რომ ამ დრომდე ოდეგორს, პრემიერ ლიგის ახალ სეზონში გოლი გატანილი არ აქვს. შეიძლება ითქვას რომ გოლი მწიფდება.
აქვე არსენალის კალენდარსაც გაგახსენებ - GW13 WHU (A), GW14 MUN (H), GW15 FUL (A), GW16 EVE (H), GW17 CRY (A), GW18 IPS (H)
ასევე საუბრობენ არსენალის ე.წ სამმაგი დაცვის შესახებაც, თუ საკასა და ოდეგორს ვერ ყიდულობ, არსენალის 3 მცველი ძალიან სარისკო, თუმცა შესაძლოა ამდენადვე წარმატებული გადაწყვეტილება გამოდგეს.

ნახევარმცველები

მბუმო (£7.9) – კამერუნელი ბოლო რამდენიმე მატჩია ძალიან ინერტულად გამოიყურება, ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს.
ბოლო 3 მატჩის განმავლობაში
0 - კარში დარტყმა
0 - დიდი შანსი
0 - დიდი შანსის შექმნა
0.13 (xG) - მოსალოდნელი გოლი
0.38 (xA) - მოსალოდნელი ასისტი
რამდენიმე მატჩია კამერუნელი მაქსიმალურად ფლანგის კიდისკენაა გადაწეული, რაც აშკარაა, რომ ნეგატიურად აისახა მის შედეგიანობაზე. პარალელურად „ფუტკრებს“ დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, ტრავმირებული იგორ ტიაგო დაუბრუნდათ. უპირველეს ყოვლისა ეს ვისას წუთებზე აისახება, თუმცა მცირედი გავლენა შესაძლოა კამერუნელზეც ჰქონდეს.
ყველაფერთან ერთად ბრენტფორდს მე-15 ტურიდან რთული მატჩები ეწყება - GW15 NEW (H), GW16 CHE (A), GW17 NFO (H), GW18 BHA (A) GW19 ARS (H)
ლესტერთან მატჩის შემდეგ მბუმო გუნდიდან გაშვების ერთ-ერთი პოპულარული კანდიდატი იქნება. თუ კამერუნელმა მორიგი წარუმატებელი მატჩი ჩაატარა, დიდ ალბათობით მისი ფასი მალევე დაიწევს. მბუმო ახლა ფენტეზის მოთამაშეთა 41%_ს ჰყავს გუნდში, ამ მოცემულობის ფონზე, პრემიერ ლიგის ფენტეზის ბევრი მენეჯერი მოინდომებს მასთან დამშვიდობებას. ეს ფაქტორი აუცილებლად უნდა გაითვალისწინო.
თუმცა არ დაგავიწყდეს ისიც, რომ დეკემბრის უკიდურესად შემჭიდროებულ კალენდარში განსაკუთრებით ფასობს ის მოთამაშეები, ვისაც როტაციის საფრთხე არ ემუქრება. შესაბამისად, რაც არ უნდა მოხდეს ისინი მოედანზე იქნებიან, ბმბუმო კი სწორედ ასეთ მოთამაშეთა რიგს განეკუთვნება. თუ ტრავმას არ მიიიღებს, მას წუთები განატირებული აქვს.

გომესი (£4.9) - ბევრითვის მოულოდნელად უნდა ვისაუბროთ ჟოაო გომესზე. რატომ ? ბოლო 4 ტურში დაგროვილი ქულების მიხედვით ბრაზილიელი (27) მხოლოდ სალაჰსა (46) და ბრუნოს (31) ჩამორჩება.
ფასისა და ფორმის გათვალისწინებით გომესი ძალიან მიმზიდველი არჩევანია, თუმცა შესაძლოა ხაფანგში ამოყო თავი. სანამ მისი ყიდვის გადაწყვეტილებას მიიღებ ეს ნიუანსები აუცილებლად უნდა გაითვალისწინო:
• ჟოაო ტიპიური დაცვითი ყაიდის ნახევარმცველია. ფულჰემთან მატჩში შემტევი როლი ტაქტიკური გადაადგილებით იყო განპირობებული. ლემინამ ცენტრალური მცველის პოზიციაზე ჩაიწია, 6_იანზე ანდრე დადგა, ამან კი გომესს, სივრცეები გაუხსნა.
• ბოლო 4 მატჩში 27 ქულა, კარგი შედეგია თუმცა პირველ 8 ტურში ჟოაოს ანგარიშზე მხოლოდ 11 ქულა იყო.
• ბრაზილიელს 4 ყვითელი ბარათი დაუგროვდა, ერთიც და დისკვალიფიკაციას მიიღებს.

ბოუენი (£7.4) - ჯარედ ბოუენი ფენტეზის მენეჯერების რადარზე ნიუკასლთან დამაჯერებელი მატჩის შემდეგ გამოჩნდა. ინგლისელი აქამდეც გამოირჩეოდა თუმცა, ვესტ ჰემის ლეთარგიული ფორმის ფონზე მისი ტრანსფერი არ განიხილებოდა. თუ „ჩაქუჩები“ ათამაშდებიან, მაშინ ჯარედი ძალიან საინტერესო FPL აქტივი შეიძლება გახდეს.
ბუენი, მიმდინარე სეზონში:
3 გოლი ⚽
4 ასისტი,🅰️
57 ქულა
ვესტ ჰემის კალენდარი - GW13 ARS (H), GW14 LEI (A), GW15 WOL (H), GW16 BOU (A) GW17 BHA (H) GW18 SOU (A)
სემენიო (£5.7) - მიუხედავად იმისა, რომ „ალუბლების“ ლიდერი მე-13 ტურში დისკვალიფიცირებულია, ბორნმუთს იმდენად ხელსაყრელი კალენდარი აქვს, სემენიოს ხსენებას გვერდს ვერ ავუვლით.
GW14 TOT (H), GW15 IPS (A), GW16 WHU (H) GW17 MUN (A) GW18 CRY (H) GW19 FUL (A) GW20 EVE (H)
მიმდინარე სეზონში სემენიოზე მეტი დარტყმის მცდელობა მხოლოდ ერლინგ ჰოლანდს აქვს, თანაც ანტუანის როტაციის რისკი მინიმალურია - ეს ფაქტორი დეკემბერში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ბრუნო (£8.5) - როგორც ჩანს მანჩესტერს დრო დასჭირდება ამორიმის თარგზე მოსარგებად, მანამდე კი „წითელი ეშმაკებიდან“ არავის ყიდვა არაა რეკომენდირებული. ნისტერლოის შემდგომ, ახალ სქემაზე გადაწყობა იოლი არ აღმოჩნდა. იუნაიტედმა ჯერ იფსვიჩთან დაკარგა ქულები, მოგვიანებით ევროპა ლიგის მატჩშიც არადამაჯერებლად ჩაატარა.
შეიცვალა ბრუნოს როლიც, ფერნანდესმა მეტად სიღრმისკენ ჩაიწია, რაც პირდაპირპროპორციულად, ნეგატიურად აისახება პორტუგალიელის ქულებზე, ამ ცვლილებას ბრუნოს შეტევითი პოტენციალი შეეწირა.
თუმცა, როგორც ეს მბუმოს შემთხვევაში ვთქვით - ბრუნოს წუთები გარანტირებულად ექნება. დეკემბერში კი ეს ფაქტორი უმნიშვნელოვანესია, თუ გუნდში ბრუნოც გყავს და მბუმოც, სასურველია ერთ-ერთს მაინც თუ შეინარჩუნებ, ან ისეთი მოთამაშით უნდა ჩაანაცვლო ვისაც როტაციის ან დასვენები საფრთხე არ ემუქრება.

მიტომა (£6.4) - ქვევით ცხრილში ამ ეტაპზე xGI_ის მიხედვით საუკეთესო ნახევარმცველებია თავმოყრილი, მათ უმრავლესობას აქტიურად განიხილავენ. თუმცა მიტომა ამ ეტაპზე ბევრისთვის შეუმჩნებელია.
ბიუჯეტურ თავდამსხმელებზე მე-12 ტურის მიმოხილვაში ვრცლად ვისაუბრეთ. ბევრი ალტერნტავიაა, ამიტომ შესაძლოა გაგიჭირდეს ჟოაო პედროსთვის ადგილის გამონახვა. თუ ბრაზილიელის ყიდვას ვერ ახერხებ, მიტომა კარგი ალტერნატივაა მის გადასაზღვევად.
ჩატარებულ 12 სათამაშო კვირაში, იაპონელმა 11 მატჩი სრულა ჩაატარა. ამ დროში 3 გოლს და 2 ასისტს მოუყარა თავი. წინ კი ასეთი კალენდარი აქვს: GW13 SOU (H), GW14 FUL (A), GW15 LEI (A), GW16 CRY (H), GW17 WHU (A), GW18 BRE (H).
რაული, ვუდი & სოლანკე
მექსიკელის დრო ნელ-ნელა მცირდება, მუნისი კვლავ ცვლილებებზე შემოდის, თუმცა უფრო მეტ დროს ატარებს მინდორზე. გასულ ტურში ხიმენესის (£5.7) თამაშზე, რის ნელსონის ნეგატიურ გავლენაზე დავწერეთ, რაც კვლავ ძალაშია - ექს-არსენალელმა გადაფარა მექსიკელი.
რაულს ეს გოლი, რომ გაეტანა შესაძლოა ფენტეზის მენეჯერების უმრავლესობას მისი გუნდიდან გაშვება გადაეფიქრებინდა, თუმცა ბევრისთვის ამ შანსის გაცუდება ბოლო წვეთია. მექსიკელმა ცარიელ კარში ვერ მოახერხა ბურთის ზუსტად გადაგზავნა.

სოლანკეს (£7.6) გაყიდვა საჩქარო არაა. თუ პედროს ან კუნიას ყიდვისთვის სხვა ალტერნატივა გაქვს, მაშინ დომის შენარჩუნება სჯობს. გასულ ტურში სიტის განადგურებით, სპურსმა დიდი ემოციური ბუსტი მიიღო, ტოტენჰემი კი ჰაიპზე მიბმული გუნდია. სოლანკე სპურსის წინა ხაზში შეუცვლელი ფიგურაა, მისი წუთები გარანტირებულია. კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც შედარებით ნაკლებად აქტუალური, თუმცა ძალიან საინტერესო FPL აქტივია - სონია (£9.9). კორეელი ერთადერთი ვისაც ტოტენჰემის ნახევარცადცვიდან როტაცია არ ემუქრება.
ვუდის (£6.6) გაყიდვას იფსვიჩთან მატჩის წინ არ გირჩევ. მომდევნო ტურებში ფორესტის კალენდარი რთულდება, თუ საჭიროდ ჩათვლი გაყიდვის შემდეგ ტურშიც შეძლებ. ამ სათამაშო კვირას, სასურველია ვუდს კიდევ ერთი შანსი მისცე, თანაც იფსვიჩის წინააღმდეგ.
მე-13 ტურის კაპიტანი
ქვევით კაპიტნობის კანდიდატების გოლში მონაწილეობის მიღების ალბათობებია ჩამოთვლილი
🔴 სალაჰი: 60%
🔵 პალმერი: 67%
🔴 მბუმო: 62%
შესაძლებელია ჟოაო პედროს განხილვაც, თუმცა ჯერ მისი წუთები კითხვის ნიშნის ქვეშაა. სასურველია კაპიტანი 90 წუთი იყოს მოედანზე. მცირედით უკეთესი ალტერნატივა პალმერია.
SOS
ტოპ FPL მოთამაშეები რომელსაც 4 ყვითელი ბარათი აქვს. შეგახსენებ, მე-5 ბარათის მიღების შემთხვევავში ფეხბურთელები ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციის დაისჯებიან.

ამ სიაში 4 ყვითელი ბარათის მქონე ფეხბურთელები არიან:
⚠️ აიტ ნური
⚠️ ჯექსონი
⚠️კონატე
⚠️ კლიუვერტი
⚠️ შარი
⚠️ დიბლინგი
⚠️ სენესი
⚠️ ჰაჩინსონი
⚠️ მაკალისტერი
⚠️ პედრო ნეტო
⚠️ ლისანდრო მარტინესი
⚠️ პაკეტა
⚠️ ნდიდი
3 ყვითელი ბარათი
⚠️ პალმერი
⚠️ როჯერსი
⚠️ ვარდი
⚠️ ვან ჰეკე
⚠️ დალო
⚠️ გაკპო
⚠️ ედერსონი
⚠️ კულუშევსკი
⚠️ ტიმბერი
⚠️ დინი
⚠️ ჰოლი
⚠️ კოლვილი
⚠️ დელაპი
წარმატებებს გისრუვებ.
ჩვენს ლიგას ასე შეგიძლია შემოურთდე - ლიგის არჩევის გვერდზე, შეიყვანე LaGazzetta-ს ლიგის კოდი: cuikc0 ან გადადი ამ ბმულზე.
ავტორი: გიორგი მახარაძე