1/8 ფინალს უდავოდ ჰყავდა ერთი გამორჩეული წყვილი ლივერპული-პსჟ. ერთი შეხედვით, ეს წყვილი ნაადრევი გახლდათ და მერვედფინალში არ უნდა გადაკვეთილიყვნენ, მაგრამ ამ ორმატჩიანი დუელის მთავარი ხიბლი სულ სხვა რამ გამოდგა, თუ გავითვალისწინებთ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარას, სადაც პსჟ-მა დიდი X ფაქტორი დაიმატა ხვიჩა კვარაცხელიას სახით, რომელმაც ამ ორ თამაშშიც ნათლად აჩვენა, თუ რატომაა იგი ასეთი ძვირფასი შენაძენი პარიზული გრანდისთვის. ლიგის ფაზა ლივერპულმა მარტივად გაიარა, დაასრულა იგი პირველ ადგილზე, ხოლო პსჟ აქ დიდი წვალებისა და გადათამაშების შედეგად აღმოჩნდა. ეს გზა გასახსენებელია იმისთვის, რომ კარგად შევაფასოთ თუ სად იყვნენ გუნდები და რა იყო მათი ამოცანები ამ მატჩამდე.
ლივერპული ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა პსჟ-ის ბოლოდროინდელი ფორმა და მოგებათა სერია ნამდვილად იძლეოდა იმედს, რომ პარკ დე პრენსზე მაინც შეეცდებოდა თავისი თამაში ეთამაშა. მდგომარეობას ის ართულებდა რომ საპასუხო მატჩი ენფილდზე გახლდათ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. ეს ორმატჩიანი დუელი არ დაექვემდებარა ზოგად ლოგიკას და არც იმ წინასწარ განსაზღვრულ ტაქტიკურ უპირატესობებს, რომელიც თითეულ გუნდს გააჩნდა. ამ სტატიაშიც, ვეცდებით ორივე თამაში სრულად მოვიცვათ და ავხსნათ ის მიზეზები, რამაც პსჟ 1/4 ფინალში გაიყვანა, ხოლო ლივერპული, რომელიც ამ ტურნირის მთავარ ფავორიტად მოიხსენიებოდა, ტურნირს საკმაოდ ნაადრევ სტადიაზე დაემშვიდობა. ეს მატჩი ერთგვარად ისტორიულიც კია, რადგან ლივერპულმა პირველად დათმო ორმატჩიანი დუელი ენფილდზე მაშინ, როდესაც მათ სტუმრად თამაში მოგებული ჰქონდათ.
ნაწილი I - ლუის ენრიკეს მასტერკლასი და ალისონის გმირობა
პერსონალური პრესინგი და ანულირებული ლივერპულის ბილდაფი
აშკარა გახლდათ ის ფაქტი, რომ პსჟ ლივერპულთან თამაშისთვის განსაკუთრებულად მოემზადა. ეს ასევე გამოიხატებოდა სხვა თამაშებშიც, რომელშიც გუნდი საკუთარი ფორმის პიკზე გადიოდა. მთავარი ასპექტი აქ ის გახლდათ, რომ ლუის ენრიკემ ლივერპულელთა სათამაშო ფორმაციისთვის, სპეციალურად შეარჩია მიდგომა, რასაც ორივე თამაშში ერთგულად გაჰყვა. ეს გახლავთ პერსონალური პრესინგის სტრუქტურა, რითიც ლივერპულს მაქსიმალურად უზღუდავდნენ ბურთის ამოტანის შესაძლებლობას. მით უფრო ეს სტრუქტურა მნიშვნელოვანია ისეთი ფეხბურთელის წინააღმდეგ, როგორიც რაიან გრავენბერხია. ამ სტრუქტურით, ლივერპულმა თავისი თამაში უბრალოდ ვერ ითამაშა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში.
ორი ცრუ 9-იანი და კვარაცხელიას ინოვაციური გამოყენება
ლუის ენრიკეს მორიგი ინოვაცია, რაც ლივერპულს შესთავაზა, ეს არის ორი ცრუ 9-იანის გამოყენება. პსჟ გამოკვეთილ 9 ნომერს კვარას ტრანსფერის შემდგომ აღარც იყენებს. ბარკოლა-დემბელე-კვარა და რიგ შემთხვევებში, დეზირე დუეც პოზიციებს ძალიან კარგად ცვლიან ერთმანეთში. ამ სქემაზე ძალიან კარგად ჩანს ფეხბურთელთა პოზიციონირება შეტევაში. კვარას კრეატიულობა საშუალებას იძლევა მოედნის ცენტრში რიცხობრივი თანაფარდობის შექმნაში. ასევე აღსანიშნავია ნუნუ მენდეშის მრავალმხრივი პროფილი, რომელიც საშუალებას იძლევა სერიოზული ტაქტიკური გადაადგილებები უმტკივნეულოდ განხორციელდეს. აქვე აღსანიშნია პსჟ-ის პრესინგის სისტემაში რამდენად კარგად მუშაობს ეს სტრუქტურა. ეს პრესინგს ერთგვარ ენერგიას აძლევს და მცველებს ურთულებს საქმეს ბურთის ამოტანისას.
რატომ არ იმუშავა არნე სლოტის ზონა 14-მა?
ამ გამოსახულებაზე კარგად ჩანს ლივერპულის 5-კაციანი პრესინგის სტრუქტურა, რომელიც რიცხობრივ უმცირესობაში ჰყოფს თავს. მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ორივე თამაშში, ვიტინია გახლდათ საკვანძო ფეხბურთელი, რომელიც დღევანდელ დღეს, ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ნახევარმცველი გახლავთ.
განეიტრალებული სალაჰი და ლივერპულის შემცირებული შემტევი პოტენციალი
ეს დებულება ჩემთვის ცალსახაა, ჰარვი ელიოტის გოლი კონტექსტში ნაკლებად ეწერა, შეიძლება ითქვას, ალისონმა ლივერპულისთვის პარიზიდან მოგება წამოიღო, ხოლო ენფილდზე ლივერპული ერთი შეხედვით საკმაოდ კომფორტულ ვითარებაში იმყოფებოდა.
ნაწილი II - ახალგაზრდულ პარიზს ენფილდის არ სჯერა
ეს შეიძლება პსჟ-ის წელი იყოს
საუკეთესო 8 გუნდში ასეთი დიდი დრამის შედეგად პსჟ თითქმის არავის გვახსოვს, მაგრამ ეს მოხდა. გუნდი 1/4 ფინალშია და 1/2 ფინალამდე გზა ასტონ ვილას ან ბრიუგეს დამარცხებაზე გადის, რაც ნამდვილად არ არის ყველაზე რთული ამოცანა. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ამ ფორმაციის პსჟ ყველაზე აზრიანად ნაშენები გუნდია, ძალიან მყარი ფოლოსოფიური და მენტალური საფუძვლით. ნამდვილად კარგი გადაწყვეტილება გახლდათ ვარსკვლავური კონცეფციის შეცვლა და გუნდის წმინდა საფეხბურთო მიმართულებით განვითარება.

არნე სლოტის პრესინგის უნიკალურობა იმაში გამოიხატება, რომ მისი გუნდი რიცხობრივ უმრავლესობას ქმნის მოწინააღმდეგე გუნდის ზონა 14-ში, საჯარიმოს მისადგომებთან, რითიც მეტოქეებს უჭირთ ხოლმე ბურთის ამოტანა. ეს სისტემა ერთგვარად სტრუქტურიზებული გეგენპრესინგია, რომელიც კლოპის სავიზიტო ბარათი გახლდათ ლივერპულში. ლუის ენრიკეს შესაბამისად ჰქონდა ერთგვარი სახელმძღვანელო, თუ როგორ გაენეიტრალებინა გეგენპრესინგი. ამისთვის საჭირო იყო საკუთარ გუნდში მოეძებნა ლუკა მოდრიჩის მსგავსი ფეხბურთელი, რომელიც მცველებთან ჩავიდოდა და უკნიდან ამ პრესინგის დაძლევას შეძლებდა, ხოლო მცველებს პრესინგისას წნეხს შეუმსუბუქებდა. ასეთი პერსონაჟი ენრიკემ მოძებნა ვიტინიას სახით, რომელიც ზუსტად მესამე მცველის როლს ირგებდა ძალიან ხშირად და შეიძლება ითქვას, მთავარი გასაღები გახლდათ იმ უპირატესობის, რომელიც პსჟ-ს გააჩნდა მთელი თამაშის განმავლობაში.

ამ გამოსახულებაზე კარგად ჩანს ლივერპულის 5-კაციანი პრესინგის სტრუქტურა, რომელიც რიცხობრივ უმცირესობაში ჰყოფს თავს. მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ორივე თამაშში, ვიტინია გახლდათ საკვანძო ფეხბურთელი, რომელიც დღევანდელ დღეს, ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ნახევარმცველი გახლავთ.

განეიტრალებული სალაჰი და ლივერპულის შემცირებული შემტევი პოტენციალი
ერთის მხრივ, ამ თამაშში ისიც გამოჩნდა, რომ სალაჰის გარეშე ლივერპულის შემტევი პოტენციალი საკმაოდ ეცემა. როგორც კი სალაჰი აღმოჩნდა იზოლაციაში, მეტოქის მესამედში კრეატივმა მომენტალურად იკლო. ამაში უდიდესი როლი ნუნუ მენდეშს მიუძღვის, რომელმაც ჩემი მოსაზრებით, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო პერსონალური მეურვეობის მაგალითი გვაჩვენა. მით უფრო იმ ფეხბურთელთან, რომელიც ძალიან დიდი მიზნებისთვის იბრძვის არა მარტო კოლექტიურ, არამედ ინდივიდუალურ დონეზე.
ნუნუ მენდეში პირველ თამაშში: 11/11 მოგებული ორთაბრძოლა; 10 დაცვითი მოქმედება; 8/8 წარმატებული ვარდნა; 3/3 წარმატებული დრიბლინგი

პსჟ-ს პირველი თამაში უნდა მოეგო
ნუნუ მენდეში პირველ თამაშში: 11/11 მოგებული ორთაბრძოლა; 10 დაცვითი მოქმედება; 8/8 წარმატებული ვარდნა; 3/3 წარმატებული დრიბლინგი

პსჟ-ს პირველი თამაში უნდა მოეგო
ეს დებულება ჩემთვის ცალსახაა, ჰარვი ელიოტის გოლი კონტექსტში ნაკლებად ეწერა, შეიძლება ითქვას, ალისონმა ლივერპულისთვის პარიზიდან მოგება წამოიღო, ხოლო ენფილდზე ლივერპული ერთი შეხედვით საკმაოდ კომფორტულ ვითარებაში იმყოფებოდა.
ნაწილი II - ახალგაზრდულ პარიზს ენფილდის არ სჯერა
სლოტის ტაქტიკური შესწორებები და ამჯერად უიღბლო ლივერპული
მეორე თამაშში, მერსისაიდელებმა ჩვეულ სტილში დაიწყეს - მაღალი პრესინგით და ძალიან ინტენსიური ტემპით. საწყის წუთებში ასევე შანსებიც გაუშვეს ხელიდან, მაგრამ ყველაფერი იმ მომენტიდან აირია, რა მომენტშიც პსჟ-მა მისი გუნდი კონტრშეტევაზე გამოიჭირა. ლუის ენრიკემ მეორე თამაში სწორედ ასე დაგეგმა, ძალიან კარგად იცოდა, რომ ლივერპული საკუთარ თამაშსა და დაცვის ხაზს ძალიან მაღლა აწევდა. პსჟ-ის სწრაფი გარემარბები კი ამ მომენტს, რა თქმა უნდა, მაგრად ჩაეჭიდებოდნენ. სლოტმა საკუთარი პრესინგი პირდაპირ 4-2-4 სტრუქტურაზე გადააწყო და რიგ შემთხვევებში, 8 კაცითაც კი აპრესინგებდა, თუმცა პსჟ ამ პრესინგსაც საკმაოდ კარგად გაუმკლავდა. ვიტინიას ეფექტურად გამოყენება ლუის ენრიკემ ენფილდზეც გააგრძელა. თუ პირველ შეხვედრაში საქმე გვქონდა ტაქტიკურ მასტერკლასთან, ამ შემთხვევაში, ლუის ენრიკემ თავისი 3-1-6 სისტემით, პრაქტიკულად გვანახა მისი გამოცდილი მხარე. ლუის ენრიკემ სლოტი წნეხში სწორედაც რომ საკუთარი გამოცდილებით მოაქცია.
არნე სლოტს კოსმეტიკურმა ცვლილებებმა ნაკლებად უშველა. ლუის ენრიკე კი ნამდვილად არ მიეკუთვნება იმ მწვრთნელთა კატეგორიას, რომელიც ასეთ სიტუაციაში ვერ შეძლებს ადაპტაციას, მისი კოლოასლური გამოცდილებიდან გამომდინარე.

ამ სქემებზე კარგად ჩანს ის, თუ რამდენ განზომილებაში ხედავს მოედანს ლუის ენრიკე. შეიძლება ითქვას, რომ ლივერპულის ვერტიკალურ მეთოდს მან მისი ჰორიზონტალური ხედვით აჯობა.
ხვიჩა კვარაცხელია და მისი აურა

ხვიჩა კვარაცხელიამ ამ თამაშში აჩვენა ზუსტად ის X ფაქტორი და ლიდერის უნარები, რისთვისაც პსჟ-მა შეიძინა. დაცვაში თუ შეტევაში ამდენად თანაბარი თამაში, ძალიან ბევრ გარემარბს არ შეუძლია და მის განეიტრალებაზე ძალიან დიდი, კოლოსალური რესურსი დახარჯა ლივერპულმა. ჯერჯერობით, მისი პარიზული ისტორია მხოლოდ პოზიტიური გახლავთ, პირველ თამაშში ქართველს არ გაუმართლა და გოლი ვერ გაიტანა, სამაგიეროდ ენფილდზე მისი წვლილი იმაში, რომ პსჟ ასპარეზობას ძირითად დროშივე არ გამოეთიშა, უდიდესია. ხვიჩა ლივერპულის წინააღმდეგ მუდამ თავის სიმაღლეზეა.

ეს შეიძლება პსჟ-ის წელი იყოს
საუკეთესო 8 გუნდში ასეთი დიდი დრამის შედეგად პსჟ თითქმის არავის გვახსოვს, მაგრამ ეს მოხდა. გუნდი 1/4 ფინალშია და 1/2 ფინალამდე გზა ასტონ ვილას ან ბრიუგეს დამარცხებაზე გადის, რაც ნამდვილად არ არის ყველაზე რთული ამოცანა. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ამ ფორმაციის პსჟ ყველაზე აზრიანად ნაშენები გუნდია, ძალიან მყარი ფოლოსოფიური და მენტალური საფუძვლით. ნამდვილად კარგი გადაწყვეტილება გახლდათ ვარსკვლავური კონცეფციის შეცვლა და გუნდის წმინდა საფეხბურთო მიმართულებით განვითარება.
ფეხბურთთან ახლოს #2 | რატომ უნდა დავრჩეთ B ლიგაში აუცილებლად - ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები