La Gazzetta dello Sport Georgia-ზე პროგნოზების ლიგა ახალი სათამაშო კვირით გრძელდება. მონაწილეებს ამ უიქენდზეც შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრულ სპორტულ ღონისძიებებზე პროგნოზების გაკეთება.
მონაწილეთა მიერ გაკეთებული პროგნოზები ფასდება წინასწარ დადგენილი წესებით, რის შემდეგაც შედგება ლიდერბორდი, რომელიც ასახავს თითოეული მონაწილის შედეგებს.
მე-17 ტურის პროგნოზების მიღება დაწყებულია და დასრულდება 2026 წლის 14 თებერვალს 16:00 საათზე.
La Gazzetta dello Sport Georgia-ს პროგნოზების ლიგის მხარდაჭერია ნატახტარი.
რა უნდა გავითვალისწინოთ მე-17 ტურის წინ?
ინტერი VS. იუვენტუსი | 14 თებერვალი, 23:45 საათი
სერია A-ს 25-ე ტურში ორი გამორჩეული მატჩი გაიმართება, საიდანაც ერთ-ერთს ჯუზეპე მეაცა უმასპინძლებს. მაყურებელს წინ იტალიური დერბი ელოდება, სადაც კრისტიან კივუს "ნერაძური" ლუჩანო სპალეტის "ბიანკონერის" უმასპინძლებს.
კრისტიან კივუს გუნდი ამ პრინციპულ დაპირისპირებას საოცარ ფორმაში ხდვება. ინტერს სერია A-ში უკვე 12 მატჩია რაც არ წაუგია, რის ფონზეც მილანური გრანდი ჩემპიონატის ლიდერიცაა. რაც შეეხება ტურინულ გუნდს, "ბიანკონერის" ცუდი პერიოდი ნამდვილად არ უდგას, თუმცა სპალეტის ბიჭებმა ბოლო ტურებში მნიშვნელოვანი ქულების დაკარგვა მაინც მოახერხეს.
ამ მატჩს სატურნირო ცხრილის გათვალისწინებით ძალიან დიდი დატვირთვა აქვს, რადგან თუ ინტერმა გამარჯვება მოახერხა, დიდი შანსია საჩემპიონო განაცხადი გააკეთოს და საქმე ბოლომდე მიიყვანოს. ხოლო თუ იუვენტუსი შეძლებს 3 ქულის მოპოვებას, ოთხეულში ადგილს გაიმყარებს და ბოლო ტურებში საჩემპიონო მარათონშიც ჩაერთვება.
გუნდებს შორის პირველ წრეში ჩატარებული მატჩი იუვენტუსის გამარჯვებით, 4-3 დასრულდა. მაყურებელმა საოცრად დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირება იხილა, სადაც ტურინელებმა საკმაოდ ძლიერი მეტოქე ბოლო წუთებზე გატანილი გოლით დაამარცხეს.
ინტერი ამ მატჩს თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება - კრისტიან კივუს განკარგულებაში მხოლოდ დენზელ დუმფრისი არ იქნება. რაც შეეხება ტურინელთა ბანაკს, სამატჩო განაცხადში ტრავმების გამო დუშან ვლაჰოვიჩი და არკადიუშ მილიკი არ იქნებიან.
ინტერის სავარაუდო შემადგენლობა: ზომერი, ბისეკი, აკანჯი, ბასტონი, ენრიკე, ბარელა, ჩალჰანოღლუ, ჟელინსკი, დიმარკო, მარტინესი, ტურამი;
იუვენტუსის სავარაუდო შემაგდენლობა: დი გრეგორიო, კალულუ, ბრემერი, კოპმაინერსი, კამბიაზო, ლოკატელი, ტურამი, მაკკენი, ილდიზი, დევიდი, მირეტი;
ისტორიაში გუნდებს შორის ჩატარებული მატჩების რაოდენობა 241 ითვლის. იუვენტუსმა 111-ჯერ იმარჯვა, ხოლო ინტერმა მეტოქეს 70-ჯერ აჯობა. იტალიური დერბი ფრედ სულ 60-ჯერ დარსულდა.
იმის გათვალისწინებით, რომ გუნდებს შორის ჩატარებულ ბოლო 5 შეხვედრაში სულ 19 გოლი გავიდა, მოსალოდნელია, რომ მაყურებელი არც მომდევნო მატჩში მოიწყენს და დიდი ალბათობით ბევრ გატანილ გოლსაც იხილავს. ვფიქრობთ, რომ ფავორიტი ცალსახად ინტერია, თუმცა სპალეტის გუნდი ქალაქ მილანში მხოლოდ და მხოლოდ მოსაგებად ჩადის, შესაბამისად, წინ საოცრად დაძაბული მატჩი გველოდება.
ნაპოლი VS. რომა | 15 თებერვალი, 23:45 საათი
ტურის მეორე გამორჩეული მატჩი ნეაპოლში გაიმართება, სადაც "პარტენოპეი" რომას უმასპინძლებს. ანტონიო კონტეს გუნდი საჩემპიონო რბოლაშია ჩართული, ხოლო ჯან პიერო გასპერინი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრას ცდილობს, ეს აფიშა კი იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ წინ საოცრად დაძაბული მატჩი გველოდება.
ნაპოლი და რომა ამ მატჩს არც ისე კარგ ფორმაში ხვდებიან. როგორც კონტეს გუნდმა, ისე გასპერინის შეგირდებმაც ბოლო 5 შეხვედრიდან მხოლოდ ორის მოგება მოახერხეს.
გუნდებს შორის პირველ წრეში ჩატარებული მატჩი ნაპოლის გამარჯვებით, 0-1 დასრულდა. იმ შეხვედრაში ერთადერთი გოლი დავიდ ნერესმა გაიტანა, რომელიც მეორე წრის დაპირისპირებას ტრავმის გამო გამოტოვებს. ბრაზილიელის გარდა, ანტონიო კონტეს განკარგულებაში დე ბრუინი, გილმორი, ანგისა და დი ლორენცოც არ იქნებიან. ხოლო რაც შეეხება მაკტომინეის, შოტლანდიელის ამბავი მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე გადაწყდება.
რომას დანაკლისი კი ასე გამოიყურება - დოვბიკი, ფერგიუსონი, ელ შაარავი, კონე და ერმოსო.
ნაპოლის სავარაუდო შემადგენლობა: სავიჩი, ბეუკემა, რაჰმანი, ბონჯორნო, სპინაცოლა, ლობოტკა, ელმასი, გუტიერესი, ვერგარა, ჰოილუნი, პოლიტანო;
რომას სავარაუდო შემადგენლობა: სვილარი, მანჩინი, ნ'დიკა, გილარდი, ჩელიკი, კრისტანტე, პელეგრინი, უესლი, დიბალა, მალენი, სოულე;
გუნდები ისტორიაში სულ 179-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც რომამ 66-ჯერ იმარჯვა, ხოლო ნაპოლიმ 55-ჯერ. "ჯალოროსი" და "პარტენოპეი" სულ 58-ჯერ დაზავდნენ.
კვირას გასამართი მატჩის წინ ჩვენი პროგნოზია, რომ მაყურებელი ბევრ გატანილ გოლს იხილავს, ფავორიტის დასახელება კი გაგვიჭირდება.
ამ და სხვა მატჩებზე გააკეთე პროგნოზები “პროგნოზების ლიგაში”.















