La Gazzetta dello Sport Georgia-ზე პროგნოზების ლიგა ახალი სათამაშო კვირით გრძელდება. მონაწილეებს ამ უიქენდზეც შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრულ სპორტულ ღონისძიებებზე პროგნოზების გაკეთება.
მონაწილეთა მიერ გაკეთებული პროგნოზები ფასდება წინასწარ დადგენილი წესებით, რის შემდეგაც შედგება ლიდერბორდი, რომელიც ასახავს თითოეული მონაწილის შედეგებს.
მე-19 ტურის პროგნოზების მიღება დაწყებულია და დასრულდება 2026 წლის 28 თებერვალს 15:00 საათზე.
რა უნდა გავითვალისწინოთ მე-19 ტურის წინ?
დორტმუნდი - ბაიერნი | 28 თებერვალი, 21:30 საათი
ბუნდესლიგის 24-ე ტურში მაყურებელს გერმანული ფეხბურთის კლასიკა, "Der Klassiker" ელოდება, სადაც ძალიან ბევრი რაღაც უნდა გადაწყდეს. დორტმუნდს 52 ქულა აქვს და გამარჯვების შემთხვევაში 5 ქულამდე შეამცირებს პირველ ადგილთან ჩამორჩენას, ხოლო თუ ბაიერნმა შეძლო გამარჯვების მოპოვება, ვენსან კომპანის გუნდი მეორე ადგილოსანს 11 ქულით გაექცევა.
ბაიერნი ამ მატჩს ძალიან კარგ ფორმაში ხვდება - "რეკორდმაისტერს" 6 მატჩია, რაც არ წაუგია და ამ პრინციპულ დაპირისპირებაში ფავორიტიც არის. რაც შეეხება დორტმუნდს, "შავ-ყვითლებს" მძიმე კვირა ჰქონდათ, რადგან ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობნენ. ნიკო კოვაჩის გუნდი ატალანტასთან ორი მატჩის ჯამში 4-3 დამარცხდა და 1/8 ფინალში გასვლა ვერ მოახერხა.
გუნდებს შორის პირველ წრეში ჩატარებული მატჩი ბაიერნის გამარჯვებით, 2-1 დასრულდა. იმ შეხვედრაში თავის გამოჩენა ჰარი კეინმა და მაიკლ ოლისემ მოახერხეს, ხოლო დორტმუნდიდან ერთადერთი გოლი იულიან ბრანდტმა გაიტანა.
რაც შეეხება შაბათს გასამართ დაპირისპირებას, დორტმუნდს რიერსონი და ზიულე დააკლდება, ხოლო ვენსან კომპანის განკარგულებაში ნოიერი და დევისი არ იქნებიან.
დორტმუნდის სავარაუდო შემადგენლობა: კობელი, ანტონი, ჯანი, ბენსებაინი, კოუტუ, ჩუკვუემეკა, ნმეჩა, სვენსონი, ბაიერი, გირასი, ადეიემი;
ბაიერნის სავარაუდო შემადგენლობა: ურბიგი, სტანისიჩი, უპამეკანო, ტა, იტო, კიმიხი, პავლოვიჩი, ოლისე, მუსიალა, დიასი, კეინი;
დორტმუნდი და ბაიერნი ისტორიაში სულ 138-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც "რეკორდმაისტერმა" 70 მატჩი მოიგო, ხოლო "შავ-ყვითლებმა" მეტოქეს 35-ჯერ აჯობეს. ფრედ დასრულები მატჩების რაოდენობა 33 ითვლის.
იმის მიუხედავად, რომ შაბათს გასამართ მატჩში ფავორიტი ბაიერნია, სიგნალ იდუნა პარკზე მაინც შეიძლება ყველაფერი მოხდეს, რადგან დორტმუნდის გულშემატკივრების დახმარებით დიდი შანსია მატჩის ბედი სულ სხვანაირად წარიმართოს.
არსენალი - ჩელსი | 1 მარტი, 20:30 საათი
პრემიერ ლიგის 28-ე ტურში რამდენიმე საინტერესო მატჩი გველოდება, თუმდა ტურის ცენტრალური დაპირისპირება უდავოდ ემირეითს სთედიუმზე გაიმართება. მაყურებელი კიდევ ერთ ლონდონურ დერბის იხილავს, სადაც მიკელ არტეტას არსენალი ლიამ როსენიორის ჩელსის უმასპინძლებს.
არსენალი ამ მატჩს ძალიან კარგ ხასიათზე ხვდება - არტეტას გუნდმა ბოლო ტურში ტოტენჰემს 4-1 მოუგო და პირველი ადგილი გაიმყარა. რაც შეეხება ჩელსის, "ლურჯებმა" გასულ ტურში დიდი სენსაცია შემოგვთავაზეს და სახლში ბარნლის ვერ მოუგეს, რის გამოც ოთხეულში ადგილი დაკარგეს.
პირველ წრეში გამართული მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა. მაყურებელმა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირება იხილა, სადაც გუნდებმა თითო-თითო გოლის გატანა მოახერხეს.
რაც შეეხება კვირას გასამართ შეხვედრას, მიკელ არტეტას განკარგულებაში მერინო და ჰავერცი არ იქნებიან, ხოლო ჩელსის დანაკლისი ასე გამოიყურება: კოლვილი, გიტენსი, კუკურეია, ფოფანა.
არსენალის სავარაუდო შემადგენლობა: რაია, ტიმბერი, სალიბა, მაგალიაესი, ინკაპიე, რაისი, სუბიმენდი, საკა, ოდეგორი, ტროსარი, იოკერესი;
ჩელსის სავარაუდო შემადგენლობა: სანჩესი, ჯეიმსი, ადარაბიოიო, ჩალობა, გუსტო, კაისედო, სანტოსი, პალმერი, ენცო ფერნანდესი, ნეტუ, ჟოაო პედრო;
არსენალი-ჩელსის დაპირისპირება ისტორიაში 211 მატჩს ითვლის, საიდანაც "წითლებმა" 86-ჯერ იმარჯვეს, ხოლო "ლურჯებმა" მეტოქეს 64 შეხვედრაში აჯობეს. რაც შეეხება ფრედ დასრულებულ მატჩებს, გუნდები 61-ჯერ დაზავდნენ.
სასწორზე ერთ მხარეს ჩემპიონობა დევს, მეორე მხარეს კი ჩემპიონთა ლიგის საგზური, სწორედ ამიტომ, ჩვენი ვარაუდია, რომ კვირას გასამართ მატჩში გუნდები ერთმანეთს არაფერს დაუთმობენ და მაყურებელი საოცრად დაძაბულ დაპირისპირებას იხილავს. დიდი ალბათობით ორივე გუნდი შეძლებს გოლის გატანას, რაც შეეხება ფავორტს, იმის გათვალისწინებით, რომ მიკელ არტეტას გუნდი სახლში თამაშობს, ვფიქრობთ, რომ შანსები 60/40%-ზეა.
რომა - იუვენტუსი | 1 მარტი, 23:45 საათი
სერია A მომდევნო უიქენდზე კიდევ ერთი დიდი მატჩით გვიბრუნდება - მაყურებელს წინ რომა vs. იუვენტუსის მატჩი ელოდება. "ჯალოროსი" და "ბიანკონერი" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ წინ საოცრად დაძაბული დაპირისპირება გველოდება.
რომა ამ მატჩს ცუდ ფორმაში ნამდვილად არ ხვდება - გასპერინის გუნდს ბოლო 8 მატჩში მხოლოდ 1 წაგება აქვს, ხოლო რაც შეეხება ტურინულ გრანდს, იუვენტუსს საკმაოდ მძიმე კვირა ჰქონდა, რადგან სპალეტის გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა. იმის მიუხედავად, რომ "ბიანკონერიმ" გალათასარაისთან ბოლომდე იბრძოლა, 120 წუთიან დაპირისპირებაში გამარჯვებული მაინც თურქული კლუბი დარჩა.
პირველი წრის მატჩში გამარჯვება იუვენტუსს დარჩა. საკმაოდ სანახაობრივ დაპირისპირებაში ტურინელებმა მეტოქეს 2-1 მოუგეს და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვეს.
რაც შეეხება კვირას გასამართ შეხვედრას, რომას განაცხადში დოვბიკი, ფერგიუსონი და ელ შაარავი არ იქნებიან. იუვენტუსის დანაკლისი კი ასე გამოიყურება: ვლაჰოვიჩი, მილიკი, ჰოლმი.
რომას სავარაუდო შემაგდენლობა: სვილარი, მანჩინი, ნ'დიკა, გილარდი, ჩელიკი, კრისტანტე, კონე, უესლი, სარაგოსა, პელეგრინი, მალენი;
იუვენტუსის სავარაუდო შემადგენლობა:დი გრეგორიო, კალულუ, გატი, ბრემერი, კამბიაზო, ტურამი, ლოკატელი, მაკკენი, კონსეისაუ, დევიდი, ილდიზი;
რომა და იუვენტუსი ისტორიაში სულ 205-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც ტურინელებმა 97-ჯერ მოიგეს, ხოლო დედაქალაქურ კლუბს 49 გამარჯვება დარჩა. ფრედ დასრულებული მატჩების როადენობა 59 ითვლის.
კვირას გასამართი მატჩის წინ, ჩვენი პროგნოზია, რომ ორივე გუნდი შეძლებს გოლის გატანას, თუმცა ფავორიტის დასახელება ამ მომენტისთვის გაგვიჭირდება, რადგან ერთმანეთს ორი თანაბარი სიძლიერის გუნდი ხვდება.
ამ და სხვა მატჩებზე გააკეთე პროგნოზები “პროგნოზების ლიგაში”.















