ატლეტიკოს არშმედგარი ლეგენდა
რაულმა პირველი ნაბიჯები გადადგა მოკრძალებულ სან კრისტობალში - აკადემიაში, რომელიც მადრიდულ გუნდებთან მჭიდროდ თანამშრომლობდა. ესპანელი ფორვარდის გაბრწყინება არავის გამორჩენია, დედაქალაქურმა კლუბებმა ოპერატიულად შენიშნეს ნიჭიერი შემტევი, მან კი რეალს ატლეტიკო ამჯობინა.
საქმე ისაა, რომ გონსალესის მშობლები გულშემატკივრობდნენ სწორედ "როხიბლანკოს" და აქედან გამომდინარე, სხვა ვარიანტი მას უბრალოდ არ ჰქონდა. "სამეფო კლუბის" მომავალი კაპიტანი 13 წლის იყო, როდესაც ის "ინდიელთა" წევრი გახდა. ახალგაზრდული გუნდის კაპიტნობა, უამრავი გატანილი ბურთი და ესპანური ფეხბურთის მთავარი იმედის სტატუსი..."ბლანკოსის" მომავალმა მე-7 ნომერმა ამ ყველაფერს 2 წელში მიაღწია (1990-1992).
"პატარა მეფეს" პერიოდულად აკვირდებოდნენ "თეთრები", უფრო კონკრეტულად კი ხორხე ვალდანო, თუმცა ვისენტე კალდერონის ბინადრებისთვის ის ხელშეუხებელი მოთამაშე იყო. ატლეტიკოს ქომაგებს სჯეროდათ, რომ მათი საყვარელი კლუბის მომავალი უკავშირდებოდა რაულს და ახალი ეპოქის სიმბოლოც სწორედ ის იქნებოდა.

ხესუს ხილის სიგიჟე
ატლეტიკოს იმ პერიოდში სკანდალური და ოდიოზური მმართველი ჰყავდა, რომელიც იმპულსური გადაწყვეტილებებით იყო ცნობილი. ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტილება ესპანელმა ბიზნესმენმა 1992 წელს მიიღო, როდესაც მადრიდელების ახალგაზრდული აკადემიის დახურვის თაობაზე განკარგულება გასცა.
ხესუსს სურდა "როხიბლანკოს" ხარჯების შემცირება და გამოსავალი მან ახალგაზრდული სექტორის დახურვაში იპოვა. ამის შემდეგ, დედაქალაქელების აკადემიაში მოთამაშე უამრავი მოზარდი უკლუბოდ დარჩა, მათ შორის რაულიც, რომელიც თავის მომავალს სწორედ "ინდიელებში" ხედავდა. ცხადია, ეს ფაქტი არ დარჩენილა რეალის ყურადღების გარეშე, რომელმაც ესპანელი ფორვარდის გადმოსაბირებლად ყველაფერი გააკეთა.
არსებობს მოსაზრება, რომ "სამეფო კლუბში" გადასვლით, გონსალესმა უღალატა ვისენტე კალდერონის ბინადრებს, თუმცა ეს ბრალდება აბსურდულია. ატლეტიკოს ახალგაზრდული გუნდის კაპიტანს დაუხურეს აკადემია, მადრიდში კი მხოლოდ "ბლანკოსი" იყო ის კლუბი, რომელიც ქვეყნის ყველაზე ნიჭიერი მოთამაშის დონესა და ამბიციებს შეესაბამებოდა.

ჟურნალისტი ხოსე მიგელესი "როხიბლანკოს" პრეზიდენტის გიჟურ გადაწყვეტილებას ასე იხსენებს:
"ის თავის კლუბს იმპულსიურად მართავდა. ხშირად მოსდიოდა თავში გიჟური იდეები, რომელთა განხორციელებაც ხილისთვის სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვან საქმედ ხდებოდა. მისი მმართველობის კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანი: დაუფიქრებლობა.
ატლეტიკოს ახალგაზრდული აკადემიის დახურვაც სწორედ ამ კატეგორიიდან იყო. ზოგადად, ხესუსს უყვარდა ხარჯების შემცირება გარკვეული მიმართულებების დახურვის ხარჯზე. მადრიდელთა პრეზიდენტს ვაფრთხილებდი, რომ ეს გადაწყვეტილება სანანებელი გაუხდებოდა, ის კი მპასუხობდა, რომ ახალ მარადონას მათ შორის ვერ ხედავდა.
ატლეტიკოს ახალგაზრდული აკადემიის დახურვაც სწორედ ამ კატეგორიიდან იყო. ზოგადად, ხესუსს უყვარდა ხარჯების შემცირება გარკვეული მიმართულებების დახურვის ხარჯზე. მადრიდელთა პრეზიდენტს ვაფრთხილებდი, რომ ეს გადაწყვეტილება სანანებელი გაუხდებოდა, ის კი მპასუხობდა, რომ ახალ მარადონას მათ შორის ვერ ხედავდა.

დიახ, "როხიბლანკოს" აკადემიაში არ ირიცხებოდა ახალი დიეგო, თუმცა მათ ჰყავდათ რაული, რომელიც მომავალში უდიდეს თავდამსხმელად მოგვევლინა", - იხსენებს ესპანელი ჟურნალისტი.
აღსანიშნავია, რომ წლების შემდეგ ხილმა აღიარა თავისი შეცდომა, მაგრამ გვიანი იყო...გონსალესი უკვე "თეთრებში" ბრწყინავდა.
"ვერასდროს ვაპატიებ საკუთარ თავს იმ ფაქტს, რომ რაული რეალს დავუთმე. უპატიებელი ცოდვა ჩავიდინე. როდესაც მას თეთრ მაისურში ვხედავ, გული მეკუმშება. გონსალესი ატლეტიკოს სიმბოლო უნდა გამხდარიყო", - იტყვის ესპანელი ბიზნესმენი წლების შემდეგ. ასე დარჩა დედაქალაქური კლუბი ქვეყნის ყველაზე ნიჭიერი მოთამაშის გარეშე.
"ვერასდროს ვაპატიებ საკუთარ თავს იმ ფაქტს, რომ რაული რეალს დავუთმე. უპატიებელი ცოდვა ჩავიდინე. როდესაც მას თეთრ მაისურში ვხედავ, გული მეკუმშება. გონსალესი ატლეტიკოს სიმბოლო უნდა გამხდარიყო", - იტყვის ესპანელი ბიზნესმენი წლების შემდეგ. ასე დარჩა დედაქალაქური კლუბი ქვეყნის ყველაზე ნიჭიერი მოთამაშის გარეშე.

ვინ დაკარგა ატლეტიკომ?
კრიშტიანუ რონალდუს რეალში გადასვლამდე, დედაქალაქური გუნდისა და ევროსარბიელის მთავარი მეგოლე სწორედ რაული იყო. 741 შეხვედრაში 323 გატანილი ბურთით, ლეგენდარული ესპანელი ფორვარდი წლების მანძილზე ინარჩუნებდა მადრიდელთა ყველა დროის საუკეთესო გოლეადორის სტატუსს.
დიახ, 15 წლის ასაკში გუნდის გარეშე დარჩენილმა გონსალესმა აჯობა ალფრედო დი სტეფანოს, ფერენც პუშკაშს, პაკო ხენტოსა და "სამეფო კლუბის" სხვა ლეგენდარულ ფორვარდებს. ამის გარდა, ატლეტიკოს ახალგაზრდული გუნდის ექს-კაპიტანი დღემდე რჩება რეკორდსმენად "ბლანკოსში" ჩატარებული მატჩების რაოდენობით.
არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ სანტიაგო ბერნაბეუს ბინადრების შვიდიანი 71 გოლით ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირიც იყო. რაც შეეხება მის დაპირისპირებებს "როხიბლანკოსთან", 27 მატჩში "მეფემ" ყოფილ გუნდს 11 ბურთი გაუტანა. აღსანიშნავია ისიც, რომ მან მეზობლებთან მხოლოდ 2-ჯერ წააგო.

კვარა და ჩემპიონთა ლიგა, ნაკრების მნიშვნელოვანი მატჩები სომხეთთან - სტუმრად ტატო ბაციკაძე ⚽️
იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი 🩷 🎙
იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი 🩷 🎙

















