გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულში“ ტრანსფერმა ქართული საფეხბურთო თვალსაწიერი სხვა სიმაღლეზე ასწია. ექვსი ჩემპიონთა ლიგა, ცხრამეტი ინგლისის საჩემპიონო თასი, სერ კენი დალგლიში, იან რაში, სერ ბილ შენკლი, ბობ პეისლი, სტივენ ჯერარდი, რობი ფაულერი, მაიკლ ოუენი, სტამბოლის ფინალის მაგია, დამანგრეველი „ენფილდ როუდი“ და „კოპის“ ტრიბუნა, რომელსაც სერ ალექს ფერგიუსონიც ისე უფრთხოდა, როგორც დონ კიხოტი ქარის წისქვილებს. მალე ქართველი მეკარე ამ ყველაფრის ნაწილი გახდება და საკუთარი შეგრძნებით მოყვება, რას ნიშნავს „კოპის“ წინაშე თამაში, მაგრამ ჩამოთვლილი ტიტულები, საღამოები თუ მონუმენტური მნიშვნელობის პერსონაჟები, თავადვე მეტყველებენ წნეხის სიმძაფრეზე. მერსისაიდის წითელ ნაწილში, მეკარის პოზიცია მუდმივი დიდებულებით ვერ დაიტრაბახებდა. მეტიც, მდინარე მერსის ნაპირას წითელ დროშაში შემოსილი, ზედმეტად უხეში ინგლისური აქცენტით შეიარაღებული ახალი თაობის ქომაგი რომ შეაჩეროთ ლორის კარიუსს გაიხსენებს. ახალგაზრდას მტკივნეულად ეხსომება 2018 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი. ერთ მხარეს - ზედიზედ მესამე ტრიუმფის მოლოდინში მყოფი ზიდანის რეალი და აქეთ ტურნირის სრული სენსაცია, ლივერპული, რომელმაც გზა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო. ტოპ მეკარის გარეშე ტიტულის მოგება რომ წარმოუდგენელია, ეს საფეხბურთო ექსპერტებსა თუ ლეგენდარულ მეკარეებსაც დაუდასტურებიათ და ამ ფინალშიც ნათლად გამოჩნდა, თუმცა, შევეშვათ კარიუსის ორ უხეშ შეცდომას, რამაც ტაბლოზე 1:3 გამოიწვია.

რიგით პრემიერლიგურ მატჩშიც კარიუსის დაკვირვება წითლების ქომაგთა გულისცემას მუსიკალურ ტაქტზე მეტად აჩქარებდა. იყო მომენტები, მაგალითად: ნიუკასლის წინააღმდეგ ფანტასტიკური სეივი, როდესაც კარიუსის ნახტომის ამპლიტუდამ ყველა აღაფრთოვანა, მაგრამ ქომაგი მუდმივად არასტაბილურობაზე გმინავდა. კარიუსამდე ლივერპულს სიმონ მინოლე იცავდა. ხუთ ენაზე მოსაუბრე ბელგიელი, რომელსაც კლუბში ენციკლოპედიის სახელით იცნობდნენ, ოღონდ მისგან სხვა სახის ცოდნასა და ოსტატობას მოელოდნენ. ჩინებული 2013/14 წლების სეზონის შემდეგ მინოლემ არ მოუკლო, თუმცა, ურთულეს ბურთთა მოგერიების გრაფაში მისი ღვაწლი არცთუ თვალწარმტაცია. სამაგიეროდ, უხეშ შეცდომებს იშვიათად ვხედავდით. კიდევ უფრო ადრე გვახსოვს პეპე რეინა. ელექტრო ძრავივით იმპულსური, მომენტებში გამაოგნებელი ბურთის მომგერიები და სტაბილურად კარგი მეკარე, ჩვეულებად ქცეული ხარვეზებით. დიდებულ მეკარეთა შორის სახსენებელი ხალხი მეოცე საუკუნის სიღრმეებში უნდა ვეძებოთ. როგორი ქართული იქნებოდა, რომ არა ახალი თაობის ჯვაროსნების ჩინებულზე ჩინებული საფეხბურთო ხარისხი, რომელიც ალბანელების მიერ დაანონსებული ჯოჯოხეთის დანტესებრი სამოთხით დაგვირგვინდა და ვინ იცის, მალე მუნდიალითაც გასხივოსნდეს...
ლივერპულური რენესანსი შორეული 70-იანი და 80-იანი წლების დეკადებით თარიღდება, რეი კლემენსი კი, სწორედ მაშინ იცავდა ენფილდის ძელებს. ლივერპულის ქომაგი, ყველაზე ხშირად, სწორედ მის სახელს განადიდებს. სხვათაშორის, კლემენსი თბილისში ნამყოფია და შინ 3-ბურთიანი განადგურება წაიღო. დიახ, ეს ის ოქროს თარიღია, ქართველ ქომაგს რომანტიკოსი პოეტივით რომ სულ ახსენდება: ჩვენ ლივერპულს 3:0 მოვუგეთო. რეი კლემენსი იმ იშვიათთაგანია, ოლიმპოს მთის წევრების: ბილ შენკლისა და ბობ პეისლის გუნდის კარს რომ იცავდა. კლუბში 1967-დან 1981-წლამდე თამაშობდა, თბილისს კი 1979 წელს ეწვია. ხუთჯერ ინგლისის ჩემპიონიც გამხდარა და სამჯერ ჩემპიონთა ლიგაც რომ მოუგია. თამასა ძალიან მაღლაა. ტიტულებით ვერ, მაგრამ კლემენსის სამართალმემკვიდრედ, მაინც, ალისონ რამზეს ბეკერს მიიჩნევენ. დღევანდელობაში ერთ-ერთ გამორჩეულ მეკარეს, რომლის პერსონალური მწვრთნელიც ბრაზილიაში გაღმერთებული, კლაუდიო ტაფარელია.

დროა, 70-იანებიდან თანამედროვეობაში დავბრუნდეთ. ვის ცვლის გიორგი მამარდაშვილი? 2018 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალიდან მალევე, მერსისაიდელებმა ალისონის სანაცვლოდ, იმხანად სარეკორდო, 67 მილიონი ევრო გაიღეს. ალისონი წითელ მხარეში ძალიან უყვართ. რომასთან ერთად ბარსელონას სამბურთიანი ჩამორჩენა ხომ დაუქაჩა, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე მივიდა, სწორედ ლივერპულთან დამარცხდა და წარდგენისას ასეთი რამ თქვა: გუნდში ლორის კარიუსია, რომელსაც პირველი ნომერი აცვია, ამიტომ მე ცამეტს ჩავიცვამო. ყველამ იცოდა, რომ გერმანელის გუნდიდან წასვლა დროის ამბავი იყო, მაგრამ ალიმ, ჰუმანურობის ჭეშმარიტი მაგალითი გვიჩვენა, თუმცა, ეს ვიღას გაახსენდება, ნაპოლისთან ბოლო წამზე საოცარ ბურთს მოიგერიებს, წითლებს პლეი-ოფში გაუძღვება, როცა ბარსელონასთან ანალოგიურ საქმეს უკვე ლივერპულის მაისურით ჩაიდენს, ურთულეს დარტყმებს მოიგერიებს, უეფას სუპერ თასსა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს იმწელსვე დააჭაშნიკებს და მერსისაიდელთა ოცდაათწლიან, უპრემიერლიგო ხანას დაასრულებს.

ბოლო წლების, ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე და ქომაგთა ნაწილის აზრით, კლუბის ისტორიაში საუკეთესოც კი...
მამარდას ამბიდან მალევე, ალისონმა Liverpool Echo-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და ასეთი რამ თქვა: წასვლას არ ვაპირებ, კონტრაქტი 2026 წლამდე მაქვს და მის ჩამთავრებას ვაპირებ, შემდეგ კი ცხელ საუდეთს მივაშურებ, ისეთ პირობებს მთავაზობენ, სადღაც მომიწევს დათანხმებაო. ჰო, მამარდაზეც ისაუბრა, კლუბი დამიკავშირდა და მივესალმები ასეთ გადაწყვეტილებას, რადგან ასაკი მემატება და ჩემი შეცვლის დროც დადგებაო. ალისონი ის პერსონაჟია, რომლის ერთი ხელის მოსმით გაცამტვერებაც გამორიცხულია. მეტიც, ჯონ ჰენრიმ, ლივერპულის პრეზიდენტმა, ალისონის აზრს პატივი რომ არ სცეს, მერსისაიდში დიდი ამბავი მოჰყვება. 32 წლის ბრაზილიელი, კლოპის მანქანის რიგითი ჭანჭიკი არ ყოფილა, მან ენფილდის მშიერ კედლებში პრემიერ ლიგის თასი დააბრუნა და ლეგენდაზე აღმატებითი ფიგურაცაა.

ჯონ ჰენრი და მისი გუნდი კი პრაგმატული ხალხია. 30-ს გადასცდები და შენი წასვლის დრო დგება... გაიხსენეთ, სადიო მანე, ფაბინიო, ჰენდერსონი, მაგრამ ეს განსხვავებული შემთხვევაა, რადგან საუბარი მეკარეს ეხება და ამ პოზიციის ხნიერება არასტანდარტულია, თანაც ბოლო წლების ლივერპულის ერთ-ერთ განმსაზღვრელ რეგისტრზე ვსაუბრობთ. გამონაკლისის დაშვების კიდევ ერთი მაგალითი, შესაძლოა, მოჰამედ სალაჰი ან ვირჯილ ვან დაიკიც იყოს, ანდაც, ორივე ერთად. მათი ხელშეკრულებები 2025 წელს იწურება და ღიად თქვეს, რომ კლუბში დარჩენა სურთ, მოლაპარაკებები გახურდა, თუმცა, ამაზე სხვა დროს.
მთლად დითირამბი რომ არ გამოვიდეს, ამგვარი პრელუდია ერთი ვარიაციისათვის დაგვჭირდა. წარმოიდგინეთ, მომავალ ზაფხულ ლივერპულმა მამარდა პრემიერ ლიგაში გაანათხოვროს, ალისონის მოქმედი ხელშეკრულება ერთი წლით გაახანგრძლივოს (კონტრაქტი ასეთია: 2026 წლამდე + ერთი წლით გახანგრძლივების ოფცია კლუბს), გუნდში 2026 წლამდე დატოვოს და ამავე წლის ზაფხულს, ცხელ არაბეთში, დაახლოებით, 30 მილიონის სანაცვლოდ გაყიდოს, რაც მერსისაიდელთა მფლობელის ტიპური ხელწერაა (ფაბინიო, მანე და ჰენდერსონი ნათელი მაგალითები). ამ ტრანსფერით, მამარდას სანაცვლოდ გადახდილ თანხას დააბაალანსებს, ქართველ მეკარეს არანორმალურ პრემიერლიგურ ტემპთან ადაპტაციის საშუალებას მისცემს და ქართულად რომ ვთქვათ: არც მწვადს დაწვავს და არც შამფურს. არის კი ეს ტრაგედია?! ალბათ არა, რადგან მამარდა მარტო არასოდეს ივლის და როგორც პეპ გუარდიოლამ თქვა: “you will never walk alone - მხოლოდ სიტყვები არაა." ეს იდენტობაა, მეგობრობის, ერთ მუშტად შეკვრის სიტყვათშეთანხმება. მამარდას „კოპის“ წინ ხილვა კი, მხოლოდ დროის საკითხი.

ავტორი: KOP