პრემიერმა განაცხადა „ბორის პაიჭაძის არენა“ ამორტიზებულიაო და სანაკრებო მატჩიც „მიხეილ მესხზე“ ჩაინიშნა. მოთხოვნა დიდია, ადგილი ცოტა. თუმცა, გვახსოვს პერიოდი, როცა ნაკრების თამაშებზე „მესხის სტადიონიც“ კი არ ივსებოდა. ელემენტალურად, არ აინტერესებდა ხალხს.
ადრე ერთი ასეთი მითიც არსებობდა, რომ „ლოკომოტივზე“ ნაკრები არ აგებდა. ქომაგი ცდილობდა ცრურწმენების ხარჯზე მაინც შეექმნა განწყობა, ახლა კი ეგ არ გვჭირდება, ახლა ქომაგიც ისე შეიცვალა, როგორც საქართველოს ნაკრები.
სექტემბრის თვეში სულ ხუთი შეხვედრა ჩაუტარებია ნაკრებს „მიხეილ მესხზე“:
2001 წლის პირველ სექტემბერს უნგრეთთან - მსოფლიოს 2002 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე;
2001 წლის 5 სექტემბერს ლიეტუვასთან - მსოფლიოს 2002 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე;
2004 წლის 8 სექტემბერს ალბანეთთან - მსოფლიოს 2006 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე;
2005 წლის 3 სექტემბერს უკრაინასთან - მსოფლიოს 2006 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე;
2011 წლის 2 სექტემბერს ლატვიასთან - ევროპის 2012 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე;
2001 წელი - ვაკე თუ დიდუბე?
2001 წლის სექტემბერში საქართველოს ნაკრებმა ორი მატჩი გამართა - უნგრეთთან პირველ სექტემბერს და ლიეტუვასთან 5 სექტემბერს. წარმოდგენის შესაქმნელად და განწყობის აღსადგენად გიო ახვლედიანის სვეტს გავიხსენებ:
„დღეს კიდევ ერთხელ, ფეხბურთია!
მეგობართაგან, ახლობელთაგან, თუ ნაცნობთაგან თამაშზე არავინ მიდის. ყველას ეზარება, ან, უბრალოდ არ უნდა. ერთადერთი მიზეზი სტადიონზე წასვლისა თუ გაკრთება ლაპარაკებში, ისაა, რომ „ლოკომოტივზე“ ჯერ არ ვყოფილვართ და ვნახოთ ერთი, აქებენ როგორც საცქერალ ადგილსო. თუმცა, ამაზეც ხელს ჩაიქნევენ ხოლმე, მაგის ნახვაც მოესწრებაო. ერთმა უბნელმა ძმაბიჭმა თქვა, დაგინებული მქონდა, რომ ნაკრების საყურებლად არ წავალ (ბოლოს ერთად ვიყავით იტალიაზე) მაგრამ ბილეთი მაჩუქეს და თანაც მე დაგინებული მქონდა, რომ აი, ამ სტადიონზე არ მოვალ-მეთქიო და ახლა კიდევ „ლოკომოტივიაო“. თუმცა, ისიც ყოყმანობს, ტელევიზორს ხომ არ ჩავუჯდე, ამდენი საინტერესო თამაშიაო“.
საბოლოოდ, რა ქნა გიოს უბნელმა ძმაბიჭმა არ ვიცი, წავიდა თუ არა „ლოკომოტივზე“, გარისკა თუ არა ღირსება.
ნაკრებმა ისტორიაში პირველად ითამაშა „ლოკომოტივზე“. არადა, „პაიჭაძეზე“ გადატანის სრული საფუძველი ჰქონდათ. მიზეზი ძალიან საინტერესოა, უნგრელები მატჩის წინ გავიდნენ ვარჯიშზე და.. შუქი ჩაქვრა.
აი რას წერდა გაზეთი სარბიელი:
„დღევანდელი საქართველო - უნგრეთის მასპინძელმა „ლოკომოტივმა“ სტუმრებს თვალი ჩაუკრა და მერე საერთოდ ჩაბნელდა. დაბნელებამდე სტუმრებმა მხოლოდ ნახევარი საათი წაივარჯიშეს და შუქის მოსვლას რომ არ დაადგა საშველი უკმაყოფილოებმა დატოვეს ვაკის მიდამოები. ამ ამბავს კი, შესაძლოა, უნგრელთა პროტესტი მოჰყვეს და მერე რას გადაწყვეტენ უეფაში, ჯერ მხოლოდ ღმერთმა იცის. პროტესტი და ჩივილი უნგრელების საქმეა, ჩვენ კი ჩვენი ვიკითხოთ. საქმე ისაა, რომ ჩაბნელებულ „ლოკომოტივს“ გუშინ ვერაფრით უწამლეს და ფედერაციაში ზუსტად ისიც ვერ გვითხრეს, რომელი სტადიონი უმასპინძლებს დღევანდელ საქართველო - უნგრეთს“.
არც საქართველოს ნაკრების მატჩისწინა ვარჯიშს ჩაუვლია მშვიდად. მაშინდელი ნაკრების მთავარი პრობლემა ერთიანი სულისკვეთება იყო, ფეხბურთელებს საერთო ღირებულებები არ ჰქონდათ და ყველაზე კარგად ეს მოედანზე ჩანდა. სარბიელმა ეს ამბავიც შემოგვინახა:
„ალექსანდრე იაშვილი და შოთა არველაძე, ღმერთმა იცის, რაზე შელაპარაკდნენ და ერთმანეთზეც გაიწიეს. თანაგუნდელები დროულად ჩაერივნენ საქმეში და მცირე კონფლიქტიც იქვე ჩაიფარცხა. ვარჯიშის ბოლოს ფეხბურთელებმა კარში ბლომად ურტყეს და „ლოკომოტივის“ სტადიონიც მალევე დატოვეს. დღეს კი მატჩია. ჩვენი შემარცხვენელი უნგრელები კვლავ გვემუქრებიან და საქართველოდან სამი ქულით გამგაზვრებას აპირებენ“.
საბოლოოდ, შუქი აღარ ჩამქრალა. გადაიდო ერთი წლით და მერე ჩაქვრა, რუსეთის ნაკრებთან მატჩში, თუმცა, ეგ უკვე სხვა ამბავია.
ნაკრებში ალექსანდრე ჩივაძე დაბრუნდა. დავით ყიფიანისა და რევაზ ძოძუაშვილის დუეტი უნგრეთთან გასვლითი მარცხის შემდეგ გაათავისუფლეს. ჩივაძემ დაბრუნება მოგებით აღნიშნა - ჯერ უნგრეთთან მოიგო 3:1, შემდეგ კი ლიეტუვა დაამარცხა ალექსანდრე იაშვილის დუბლით – 2:0.
კარგად მახსოვს ეს მატჩები, იშვიათად ვყოფილვარ ასეთი ბედნიერი ნაკრების თამაშის შემდეგ. ზედიზედ ორი მოგება ოფიციალურ შეხვედრებში ძალიან იშვიათი ამბავი იყო მაშინდელი ნაკრებისგან. არც ის მესმოდა ბოლომდე რომ ლიეტუვასთან მატჩის წინ უკვე თეორიული შანსიც აღარ გვქონდა ჯგუფიდან გასვლის.
ლიეტუვა ჯგუფის აუტსაიდერი იყო და ბოლოს ბურთების სხვაობა მინუს 17 ჰქონდა. მეოთხეზე უნგრეთი გავიდა, რომელსაც საქართველომ ბოლო ტურებში გადაასწრო. თავის მხრივ, მესამეადგილოსანი საქართველოს ნაკრები ექვსი ქულით ჩამორჩა რუმინეთს, ათი ქულით იტალიას.
2004 წელი - გავდივართ გვირაბიდან?
ეს სათაური კარგად მახსოვს, სამაგიეროდ აღარ მახსოვს რომელმა სპორტულმა გაზეთმა გამოიტანა მთავარ გვერდზე. ალბანეთის ნაკრების დამარცხებამ მოიტანა ეს უსაფუძვლო იმედი. ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფრანგი ალან ჟირესი იყო და ახალი იმედებიც სწორედ მას უკავშირდებოდა. საქართველოს ნაკრებმა ქვეჯგუფის პირველი მატჩი თურქეთში 1:1 ითამაშა. ვერ ვიტყვი რომ მაღალი ხარისხის მატჩი იყო, მაგრამ ქულა წამოვიღეთ ასათიანის გვიანი გოლით.
თურქეთთან მატჩს უყურა ალბანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-პეტერ ბრიგელმა და მგონი ვერც ვერაფერი გაუგო, ჰოდა, მატჩის წინ ასეთი კომენტარი გააკეთა:
„მართალია, ჩვენ ბერძნები დავამარცხეთ, მაგრამ სულ სხვაა საქართველო, იგი არც ერთ ევროპულ ნაკრებს არ ჰგავს. საქართველოს ნაკრები იმდენად სპეციფიკური გუნდია, რომ მის წინააღმდეგ ტაქტიკის შერჩევაც ძნელია“.
მატჩი „მიხეილ მესხზე“ 8 სექტემბერს გაიმართა. ცუდი გაზონი იყო, მატჩის წინაც ეს ითქვა და მატჩის მერე განსაკუთრებით ბრაზობდა შოთა არველაძე. გინდა აქ გითამაშია და გინდა ყანაშიო.
ანგარიში ალექსანდრე იაშვილმა გახსნა მე-15 წუთზე. ნერვიული თამაში გამოდგა. ბოლო წუთებზე საქართველოს ნაკრების კარგი კონტრშეტევა დემეტრაძის გოლით დასრულდა - 2:0.
მომდევნო დღეს ერთ-ერთ გაზეთში ეს იმედიანი სათაურიც შემომხვდა - გავდივართ გვირაბიდან?
ასეთი განწყობა იყო. სულ რაღაც ოთხი ქულა საწყის ორ მატჩში და უკვე გვეგონა რომ სანუკვარ მიზანს მივაღწევდით. შედარებით თავშეკავებული იყო სარბიელი - „Merci, მაგრამ.. „
მატჩის ანალიზში ყველა შეთანხმდა, რომ ხარისხი ისევ ცუდი იყო, მაგრამ შედეგით ყველა კმაყოფილი დარჩა. ბოლოს გადაწყდა რომ ასე სჯობია, იმის თქმას რომ „კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ“, ჯანდაბას, იყოს ცუდი თამაში, მაგრამ მოიგეთო. ასეთი დაკვეთა იკითხება მაშინდელი გაზეთებიდან. ხალხმა ტაბლო აირჩია, მაგრამ ციკლის ბოლოს აღარც ხარისხი შეგვრჩა და აღარც ტაბლო.
საქართველოს ნაკრები ამ ჯგუფში ბოლოს წინა მეექვსე ადგილზე გავიდა და მხოლოდ ყაზახეთს აჯობა, რომელთაც ერთი ქულა დააგროვეს და ისიც საქართველოსთან.
2005 წელი - ვაიმე დედა, შევჩენკო
იმავე ჯგუფის შეხვედრები შედგა მომდევნო წლის სექტემბერში, საქართველომ ჯერ უკრაინას უმასპინძლა „მესხზე“, შემდეგ კი დანიაში უწევდა გამგზავრება. იმ დროს უკრაინის ნაკრების კაპიტანი კარიერის პიკში იყო, ოქროს ბურთიც აიღო და ანჩელოტის მილანიც ბრწყინავდა. მისმა გამოჩენამ კი ერთ-ერთი ქართველი გულშემატკივარი შოკში ჩააგდო. ალბათ ეს მომენტი უფრო შემორჩა ქართველი ქომაგის მეხსიერებას, ვიდრე კადრები მატჩიდან.

საქართველოს ნაკრები უკვე ჩარჩენილი იყო ჯგუფში. მაყურებელსაც აღარ ჰქონდა დიდი ხალისი. როგორც წესი, სწორედ ამ დროს, ციკლის შუა წელს წყვეტდა ხოლმე ხალხი სტადიონზე სიარულს. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს რამხელა გარდატეხა შემოიტანა ერთა ლიგის დაარსებამ.
ნაკრების მთავარი მწვრთნელი ამ დროს გაიოზ დარსაძე იყო. როგორც ჩანს, მატჩის წინ მცირე კონფლიქტიც იყო მასსა და ალექსანდრე იაშვილს შორის. აი, რა იწერებოდა პრესაში:
„ფრაიბურგელი ალექსანდრე იაშვილი დღეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში უკრაინასთან ვერ ითამაშებს, მან გუშინწინ დატოვა შეკრება. რატომ? გუნდის თავკაც გაიოზ დარსაძის განცხადებით, როცა იაშვილმა შეიტყო, რომ უკრაინა-დანიასთან მატჩებში სასტარტო შემადგენლობაში არ იქნებოდა, ნაკრებიდან წავიდა.
„გუნდში მწვრთნელები და ფეხბურთელები იცვლებიან, ნაკრები კი რჩება და ამიტომ დღეს შეკრებიდან წამოსვლის მიზეზს ვერ გეტყვით – ახლა გუნდს თამაში აქვს უკრაინასთან და ამაზე ლაპარაკი არასწორი იქნებოდა. ვინც მე მიცნობს და ჩემს კარიერას თვალყურს ადევნებს, იცის, რომ მოთმინება არასდროს მაკლდა, - თქვა ალექსანდრე იაშვილმა“.
მატჩის ადგილი სამჯერ შეიცვალა, ვერ გადაწყვიტეს რომელ სტადიონზე ითამაშებდნენ ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრებები. საბოლოოდ, გადაწყდა რომ „ბორის პაიჭაძის“ განათება უეფას მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა და ეროვნული ნაკრები „მიხეილ მესხზე“ გაუშვეს.
უკრაინელებს ჰქონდათ უპირატესობა, მაგრამ მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლეს. მატჩის მიწურულს, 89-ე წუთზე გოგა გახოკიძემ ძალიან ლამაზი საჯარიმო დარტყმით ანგარიში გაათანაბრა - 1:1.
2011 წელი - წადი!
2011 წლისთვის ეროვნულ ნაკრებს უკვე თემურ ქეცბაია წვრთნიდა. ეს მისი პირველი შესარჩევი ეტაპი იყო. კარგად დაიწყო და ცუდად დაამთავრა. ერთი შეხედვით არ იყო რთული ჯგუფი, მაგრამ საქართველოს ნაკრებში თაობათა ცვლის ძალიან რთული პროცესი იწყებოდა რისთვისაც არავინ და არაფერი მზად არ აღმოჩნდა, ასე რომ, გუნდი ბოლოს წინა ადგილზე გავიდა 10 ქულით. საქართველომ მხოლოდ ერთქულიან მალტას გაასწრო, რომელმაც ის ერთი ქულა, რა თქმა უნდა, საქართველოსთან აიღო.
ლატვიასთან მატჩში მეოთხეადგილოსნის ბედი წყდებოდა, ქეცბაიას ნაკრები იყო კიდეც მეოთხე ადგილზე, მაგრამ ჯერ ლატვიასთან დამარცხდა, მერე მალტასთან გაფლანგა ქულები და ბოლოს საბერძნეთთანაც წააგო. სწორედ ბოლო შეხვედრაში გაისმა პირველად ქეცბაიას გადაყენების მოთხოვნა, რაც უცნაური სანახავი იყო, რადგან ციკლის დასაწყისში ამ კაცს გმირად მიიჩნევდნენ, სულ რამდენიმე შეხვედრის მერე კი გადადგომა მოითხოვეს.
რაც შეეხება 2 სექტემბრის მატჩს ლატვიასთან, შეხვედრის ერთადერთი გოლი გიორგი ლორიას შეცდომის შედეგად გავიდა.
სულ ეს არის ნაკრების მატჩები „მიხეილ მესხზე“, სექტემბრის თვეში. საქართველოს დადებითი ბალანსი აქვს და იმედი გვაქვს რომ ასე გაგრძელდება.

სურათი: ეროვნული ბიბლიოთეკა
ავტორი: ფეოლა
ავტორი: ფეოლა