ეროვნული ლიგის 2025 წლის ჩემპიონი იბერია გახდა. იბერეიელებმა საქართველოს ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი მესამედ იზეიმეს. განსხვავებით წინა სეზონისგან, წელს იბერიას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რათა ჩემპიონობა ეზეიმა, რადგან თბილისელებს გორის დილა ფეხდაფეხ მისდევდათ.
წელს იბერიას წარმატების მთავარი გასაღები სტაბილურობა და სწორი მუშაობა იყო. მთელი სეზონის განმავლობაში, გუნდი ე.წ. მოსაგებ თამაშებს ყოველთვის იგებდა და ქულებს იშვიათად კარგავდა. მათ ქულების აკრეფვა თავიდანვე კარგად დაიწყეს, რაც სეზონის ბოლოს შედეგებზეც აისახა.
ამაში დიდი წვლილი LIBERTY-ს მიუძღვის, რომელიც იბერიას ერთ-ერთ მთავარ გულშემატკივრად შეუერთდა და აქტიურად აორგანიზებდა თამაშებში გულშემატკივრის დასწრებას და აქტიურობას როგორც საშინაო, ისე გასვლის თამაშებზე.
,,ლიბერთი აგრძელებს ქართული სპორტის მხარდაჭერას და ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისებას.
ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა კლუბი ,,იბერია 1999" გენერალური სპონსორობა, რომელიც ბოლო წლების ყველაზე წარმატებული ქართული საფეხბურთო კლუბია.'- რატი მეხრიშვილი, კორპორატიული მიმართულებისხელმძღვანელი
აღსანიშნავია ის, რომ იბერიას შემადგენლობა შერწყმული იყო ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელებით, გუნდს ჰყავდა რამდენიმე კარგი ლეგიონერი. გამოსარჩევი კი ისაა, რომ იბერიას ძირითად შემადგენლობაში ამ გუნდის აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელები თამაშობდნენ და წარმატების დიდი ნაწილი მათი დამსახურებაა - გიზი მამაგეიშვილი, ჯემალ ჯინჯლავა, ნიკოლოზ დადიანი, ალექსანდრე ამისულაშვილი, გიორგი ტაბატაძე, იური ტაბატაძე და სხვები.
იბერიას მაშინდელმა ლიდერმა იური ტაბატაძემ მალევე მოიკიდა ესპანურ კადისში ფეხი და საქართველოს ნაკრებშიც იქნა გამოძახებული. ახალ სეზონში, პირველივე თვეს ის LaGazzetta.ge-ს ვერსიით, ეროვნული ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
თანამედროვე ფეხბურთში თამაშებს კარგი დაცვა იგებს. იბერიას ამ მხრივ ყველაზე სტაბილური სიტუაცია ჰქონდა. ჯგერენაია-აგიაკვას ცენტრი, გამოცდილი მეკარე გიორგი მაკარიძე. შუა სეზონში მძიმე ტრავმის გამო გუნდმა ერთ-ერთი ლიდერი ჯემალ ჯინჯოლავა დაკარგა, თუმცა ჯინჯოლავა მალევე დაბრუნდა და ბრწყინვალე მატჩები ჩაატარა. იბერიამ ამ სეზონში ყველაზე ნაკლები, 24 გოლი გაუშვა.
სამწუხაროდ, ყველაფრის მიუხედავად, ევროტურნირებზე სასურველი შედეგი ვერ დაიდო. ამ რთული პერიოდს გუნდის ერთ-ერთი ლიდერების - იური ტაბატაძის და გიორგი ტაბატაძის წასვლა დაემთხვა, წავიდა მთავარი მწვრთნელი ლევან კორღალიძეც. მიუხედავად ამისა, იბერიამ ზემოთ ნახსენები სტაბილურობა არ დაკარგა და ჩემპიონატში კვლავ ლიდერთა შორის იყო.
LaGazzetta.ge-ს ვერსიით, ეროვნული ლიგის 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელი სწორედ იბერიას მარცხენა მცველი ჯემალ ჯინჯოლავა გახდა. ასევე, ჩვენივე ვერსიით შედგენილ წლის სიმბოლურ გუნდში 4 იბერიელი მოხვდა - გიორგი მაკარიძე, ჯემალ ჯინჯოლავა, გიზი მამაგეიშვილი და გიორგი ჯგერენაია.
თუ იბერიას აკადემიის ფეხბურთელების წვლილზე ვსაუბრობთ, უნდა ვთქვათ აკადემიის მწვრთნელზეც. ბევრი ვარიანტის მიუხედავად, იბერიას მთავარ მწვრთნელად გუგა ნერგაძე დაინიშნა, რომელთან ერთადაც იბერიამ ბოლო 10 შეხვედრა ჩაატარა და აქედან 9 მოიგო. გუგა ახალგაზრდა, სპეციალისტია, რომელიც იბერიას აკადემიაში მუშაობდა და ყველაზე კარგად იცის, რა სჭირდებათ მათ ფეხბურთელებს როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა.
საქართველოს ჩემპიონობის შემდეგ, მთავარი საზომი მაინც ევროტურნირებია. იბერია ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვება და კიდევ ერთი შანსი აქვს, რომ საქართველოს სახელით წარმატებულად იასპარეზოს, თან უკვე კარგად მიღებული გამოცდილებით და შეცდომებზე სწავლით.















