გთავაზობთ პრემიერ ლიგაში ყველაზე მეტი ჰეთ-თრიკის მქონე მოთამაშეების სიას (ტოპ 15):
1. სერხიო აგუერო - 12 ჰეთთრიკი;
არგენტინელმა ფეხბურთელმა პირველი ჰეთთრიკი 2011 წელს უიგან ატლეტიკის კარში შეასრულა. იმის მიუხედავად, რომ ვეტერანმა ფეხბურთელმა პრემიერ ლიგა 2021 წელს დატოვა, მისი შედეგი კვლავ მიუღწეველია. აგუეროსთან მოქმედი ფეხბურთელებიდან ყველაზე ახლოს ერლინგ ჰოლანდია.

2. ალან შირერი - 11 ჰეთთრიკი;
476 დღის განმავლობაში, 1994 წლის 26 ნოემბრიდან, 1996 წლის 16 მარტამდე, შირერმა რვა ჰეთთრიკი შეასრულა, მათ შორის ხუთი მხოლოდ 1995-96 წლების სეზონში, რაც პრემიერ ლიგის რეკორდია.

3. რობი ფაულერი - 9 ჰეთთრიკი;
ლეგენდარული ინგლისელი თითქმის 21 წლის განმავლობაში ყველაზე სწრაფი ჰეთთრიკის ავტორი იყო: 4 წუთი და 33 წამი, ზუსტად ამდენი დრო დასჭირდა ფაულერს არსენალის კარში სამი გოლის გასატანად. შემდეგ ეს რეკორდი სადიო მანემ გააუმჯობესა (2 წუთი და 56 წამი).

4-8 ადგილები: ერლინგ ჰოლანდი, ჰარი კეინი, ტიერი ანრი, მაილ ოუენი - 8 ჰეთთრიკი;
ნორვეგიელმა ფეხბურთელმა მეშვიდე და მერვე ჰეთთრიკი პრემიერ ლიგის ამ სეზონში შეასრულა. ჰოლანდმა ჯერ იფსვიჩ თაუნი დაამწუხრა, შემდეგ კი ბოლო ტურში ვესტ ჰემს შეუგდო 3 გოლი.

მე-8 ადგილი: უეინ რუნი - 7 ჰეთთრიკი;
ინგლისელმა ვეტერანმა ფეხბურთელმა ჰეთთრიკი ორი გუნდის მაისურით შეასრულა: მანჩესტერ იუნაიტედი და ევერტონი.

მე-9 ადგილი: ლუის სუარესი - 6 ჰეთრიკი.
ურუგვაელმა ფორვარდმა ლივერპულში გატარებული წლების დროს, უამრავი გოლის გატანა მოახერხა და მათ შორის იყო ჰეთთრიკებიც. "ელ პისტოლერომ" ყველაზე მეტი ჰეთთრიკი ნორვიჩს შეუსრულა, კერძოდ 3-ჯერ.

10-15 ადგილები: ენდრიუ კოული, რობინ ვან პერსი, რაჰიმ სტერლინგი, დიმიტარ ბერბატოვი, რუუდ ვან ნისტელროი, იან ვრაითი - 5 ჰეთთრიკი;
6 ფეხბურთელია ისეთი, რომლებსაც პრემიერ ლიგის ისტორიაში 5 ჰეთთრიკი აქვს შესრულებული. ამ სიიდან, მოქმედი ფეხბურთელი მხოლოდ რაჰიმ სტერლინგია. ინგლისელი შემტევი ამ სტატისტიკის გაუმჯობესებს უკვე არსენალის რიგებში შეეცდება.

1. სერხიო აგუერო – 12
2. ალან შირერი – 11
3. რობი ფაულერი – 9
4. ჰარი კეინი – 8
5. მაიკლ ოუენი – 8
6. ტიერი ანრი – 8
7. ერლინგ ჰოლანდი – 8
8. უეინ რუნი – 7
9. ლუის სუარესი – 6
10. ენდრიუ კოული – 5
11. რობინ ვან პერსი – 5
12. რაჰიმ სტერლინგი – 5
13. დიმიტარ ბერბატოვი – 5
14. რუუდ ვან ნისტერლოი – 5
15. იან ვრაითი – 5
2. ალან შირერი – 11
3. რობი ფაულერი – 9
4. ჰარი კეინი – 8
5. მაიკლ ოუენი – 8
6. ტიერი ანრი – 8
7. ერლინგ ჰოლანდი – 8
8. უეინ რუნი – 7
9. ლუის სუარესი – 6
10. ენდრიუ კოული – 5
11. რობინ ვან პერსი – 5
12. რაჰიმ სტერლინგი – 5
13. დიმიტარ ბერბატოვი – 5
14. რუუდ ვან ნისტერლოი – 5
15. იან ვრაითი – 5
სტატიის ბოლოს შეგახსნებეთ, რომ LaGazzetta.ge-ს აქვს საკუთარი პრემიერ ლიგის ფენტეზი ლიგა, სადაც გაწევრიანება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.
როგორ მივიღო მონაწილეობა?
პირველ რიგში, აუცილებლად უნდა გაწევრიანდეთ ჩვენს ფეისბუქ ჯგუფ Campione - კამპიონე-ში. ამის შემდეგ, დარეგისტრირდი პრემიერ ლიგის ფენტეზიზე (Fantasy Premier League), გაწევრიანდი LaGazzetta-ს ლიგაში და შეავსე პირადი ინფორმაცია ამ ფორმაში. აღნიშნული ინფორმაცის შევსება საჭიროა გამარჯვებულების გამოვლენისთვის.
როგორ გავწევრიანდე LaGazzetta-ს ლიგაში?
ლიგის არჩევის გვერდზე, შეიყვანე LaGazzetta-ს ლიგის კოდი: cuikc0 ან გადადი ამ ბმულზე.
პირველ რიგში, აუცილებლად უნდა გაწევრიანდეთ ჩვენს ფეისბუქ ჯგუფ Campione - კამპიონე-ში. ამის შემდეგ, დარეგისტრირდი პრემიერ ლიგის ფენტეზიზე (Fantasy Premier League), გაწევრიანდი LaGazzetta-ს ლიგაში და შეავსე პირადი ინფორმაცია ამ ფორმაში. აღნიშნული ინფორმაცის შევსება საჭიროა გამარჯვებულების გამოვლენისთვის.
როგორ გავწევრიანდე LaGazzetta-ს ლიგაში?
ლიგის არჩევის გვერდზე, შეიყვანე LaGazzetta-ს ლიგის კოდი: cuikc0 ან გადადი ამ ბმულზე.















