ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიას 2015 წლიდან მოყოლებული მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ახალგაზრდობის სპორტულ განვითარებაში და თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ საქართველოში მოწინავე პოზიციაზეა.
ლეგენდარულმა ქართველმა კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ, თავის გუნდთან ერთად, მოახერხა და შექმნა ისეთი აკადემია, რომელსაც ბაზარზე კონკურენტი არ ჰყავს.
დღეს აკადემია თბილისის მასშტაბით სამ ფილიალსა და 1,000–ზე მეტ მოსწავლეს აერთიანებს, რაც მას გამორჩეულ პლატფორმად აქცევს მომავალი თაობის ჯანსაღი ცხოვრების სტილისა და ლიდერული თვისებების ჩამოყალიბებისთვის.
აკადემიის მთავარი მწვრთნელის, ალექს არიასის დაუღალავი შრომის წყალობით, გაფორმდა თანამშრომლობა გერმანიის ერთ-ერთ წამყვან საკალათბურთო აკადემიასთან – IBAM (International Basketball Academy Munich), რის ფონზეც უკვე ვხედავთ ამ პარტნიორობის პირველ ნაყოფსაც – ოთხი ნიჭიერი აღსაზრდელი გერმანიაში გაემგზავრა ახალი გამოცდილების მისაღებად.
ეს ნაბიჯები ZPA-ს ფართო სტრატეგიის ნაწილია – "გავუხსნათ ახალგაზრდა ტალანტებს საერთაშორისო კარი და შევუქმნათ მათ განვითარების უნიკალური შესაძლებლობები."
აკადემიის მთავარი მისიაა შექმნას ხარისხიანი განათლებისა და განვითარების სტანდარტები ქართულ კალათბურთში, სადაც თითოეულ ბავშვს ექნება შესაძლებლობა განვითარდეს არა მხოლოდ სპორტულ დონეზე, არამედ პიროვნულადაც.
აკადემია აქტიურად მუშაობს გოგოების უფრო მეტად ჩართულობაზე კალათბურთის მიმართულებით, ZPA-ში ვარჯიშობენ სუპერლიგის გუნდებიც, რაც გარემოს კიდევ უფრო პროფესიულსა და შთამაგონებელს ხდის.
რაც ყველაზე მთავარია, დარბაზების ქირაობა საათობრივადაც შესაძლებელია, რაც ყველას აძლევს საშუალებას იმუშაოს საკუთარ უნარებზე და განავითაროს პოტენციალი პროფესიონალურ სივრცეში.
აკადემიაში ფუნქციონირებს პირველი ამერიკული ინოვაციური პლატფორმა Shoot360,რომელიც სპორტსმენებს საშუალებას აძლევს დამოუკიდებლად განავითარონ საკუთარი უნარები. სივრცეში მოთავსებულია სპეციალური აპარატი, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, როგორიცაა Arm Meter და Splash Meter. აპარატში ინტეგრირებულია ვიდეო ვარჯიშები მწვრთნელებისგან, მრავალფეროვანი თამაშები რეალური კალათბურთის იმიტაციით და სროლის გასაუმჯობესებელი ინტერაქტიული აპლიკაცია, რომელიც თვალს ადევნებს სროლის ტექნიკასა და შედეგიანობას.
Shoot360 შექმნილია NBA-ის სტანდარტებისა და უახლესი ტექნოლოგიების გათვალისწინებით. აქ, ტექნოლოგია და კალათბურთი სრულ ჰარმონიაში ერთიანდება. განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ მხრივ, აკადემიის თბილისის ფილიალი პირველია მთელ ევროპაში.
აღსანიშნავია, რომ Shoot360 არ არის მხოლოდ პროფესიონალებისთვის, არამედ შესანიშნავი საშუალებაა მოყვარულებისთვისაც. სივრცე იდეალურია როგორც სპორტული აქტივობისთვის, ასევე გასართობადაც. სივრცე ხშირად მასპინძლობს კომპანიებს, თიმბილდინგის ღონისძიებებისა და დაბადების დღეებისთვისაც კი. პროგრამა საშუალებას იძლევა, რამდენიმე მონაწილე ერთმანეთს რეალურ დროში შეეჯიბროს და გამოვლინდეს გამარჯვებული , რაც პროცესს საინტერესოს, დინამიკურსა და კონკურენტულს ხდის. Shooting 360-ში არის თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი გარემო, სადაც სპორტსმენი ყოველ ვარჯიშზე იღებს მყისიერ უკუკავშირს. ეს აჩქარებს მის პროგრესს და მნიშვნელოვნად ზრდის თამაშის ხარისხს. ასევე, აღსანიშნავია, რომ პირველი ვიზიტი სრულიად უფასოა!















